ეთიოპიაში ძლიერი წვიმებით გამოწვეულ მეწყერს 157 ადამიანი ესმხვერპლა

ეთიოპიის სამხრეთ ნაწილში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ მეწყერს, სულ მცირე, 157 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ხელისუფლების ცნობით, სავარაუდოა, რომ დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს და მაშველებს ჩამოშლილი მიწის მასიდან დაღუპულთა ცხედრები ამოჰყავთ. სამაშველო სამსახურის ცნობით, დაღუპულთა შორის 96 კაცია, 50 კი ქალი. მათივე თქმით, ამ დროისთვის მიწის მასიდან 5 ადამიანი ცოცხლად […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 24 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 24 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაიდებელ სამუშაოებს ასახელებს. გლდანის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, გურამიშვილის გამზირის, რომან ჭელიძის, იპოლიტოვ-ივანოვის, ზარზმის, ხევძმარის, შეშელიძის, ხიზაბავრის, ევგენი ხარაძის, ილორის, ხიზამბარელის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 […]

არემჯის ერთთვიანი პრაქტიკული პროგრამა საზაფხულო სკოლა აგვისტოში სტუდენტების მე-6 ნაკადს მიიღებს

2-კვირიანი შესარჩევი ეტაპის შემდეგ, არემჯის 2024 წლის საზაფხულო სკოლის მონაწილეები გამოვლინდნენ. წელს პირველად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, პროექტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთვებიან. 26 შერჩეული კანდიდატიდან, რომლებიც ჟიურიმ მაღალი აკადემიური მოსწრებითა და მოტივაციით გამოარჩია, 19 სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის, ხოლო 7 თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოლოგიის მიმართულების სტუდენტია. არემჯის სამთო-გეოლოგიური ტექნოლოგიების ცენტრში გამართულ […]

ვინ იქნება დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი?

პრეზიდენტმა ბაიდენმა არჩევნებიდან გამოთიშვის შემდეგ მხარი დაუჭირა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, რათა გახდეს დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი. თუმცა, ამ დრომდე უცნობია გაერთიანდება თუ არა პარტია ჰარისის გარშემო. ვინ იქნება პარტიის კანდიდატი? ანი ჩხიკვაძე “ტვ პირველის” ეთერში საუბრობს.

ვულკანი ეტნას გააქტიურების გამო, სიცილიის სიდიდით მეორე ქალაქ კატანიაში აეროპორტი დაიხურა

23 ივლისს სიცილიის სიდიდით მეორე ქალაქ კატანიაში დაგეგმილი ყველა ფრენა გაუქმებული ან გადადებულია – მიზეზი კუნძულ სიცილიაზე არსებული მოქმედი ვულკანის, ეტნას მორიგი გააქტიურებაა, რის გამოც, ტურისტული სეზონი იტალიაში შეფერხებით მიმდინარეობს – ამის შესახებ Reuters-ი წერს. ეტნა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია, განსაკუთრებულად ბოლო დღეებში გააქტიურდა. ამოფრქვეული ლავასა და ფერფლის გამო კატანიის აეროპორტი თვის დასაწყისშიც […]

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას აუქციონზე ფასდაკლებით ყიდის – რის აშენებას სთავაზობს მთავრობა ინვესტორს

ტაბახმელაში, კვინიტაძის ქუჩაზე სახელმწიფო არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს მეორე ჯერზე დაკლებული ფასით 10 256 250 ლარად ყიდის. ქონების ეროვნული სააგენტომ აუქციონზე ობიექტი პირველად მიმდინარე წლის 11 აპრილს გამოიტანა და მისი საწყისი ღირებულება 13 675 000 ლარი იყო, თუმცა აუქციონი ჩაიშალა. 1-ელ აგვისტოს კი მეორე აუქციონი გაიმართება. ქონება 84 926 ათას კვ.მ.-ის […]

ComCom-მა ინფრასტრუქტურაზე დაშვების საფასურის დაანგარიშების შესახებ ოპერატორებთან შეხვედრა გამართა

კომუნიკაციების კომისიამ სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ, ინფრასტრუქტურის მქონე ოპერატორებსა და დაინტერესებული პირებისთვის ინფრასტრუქტურაზე დაშვების საფასურის გაანგარიშების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას კომისია ავრცელებს. შეხვედრის ფარგლებში, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია PWC-ის ექსპერტებმა მონაწილეებს დეტალურად გააცნეს საფასურის გაანგარიშების პრინციპები და მოდელი, რომელზე დაყრდნობითაც, იმ შემთხვევაში თუ ინფრასტრუქტურის ოპერატორსა და დაშვების მსურველს შორის […]

ყველაფერი, რაც გალტ & თაგარტის ვებინარზე კაპიტალის ბაზრების შესახებ შევიტყვეთ

19 ივნისს საინვესტიციო ბანკმა, გალტ & თაგარტმა კაპიტალის ბაზრის სიახლეებით დაინტერესებული პირებისთვის ვებინარი გამართა. ონლაინ შეხვედრაზე გალტ & თაგარტის გაყიდვების ჯგუფის უფროსმა, ნიკოლოზ მაზანაშვილმა და კაპიტალის ბაზრების ასოცირებული მკვლევარმა გიორგი ცქიტიშვილმა, დამსწრეებს 2024 წლის პირველი ნახევრის მიმოხილვა, მიმდინარე წლის მოლოდინები და კაპიტალის ბაზრების კვლევები გააცნეს. ამ ინტერვიუში სპიკერები გვიამბობენ, თუ რა მიგნებები წარუდგინეს ვებინარის მონაწილეებს […]

მდინარაძის თქმით, ტრამპს ომის პარტიამ ესროლა და ოცნებაზე “ტერაქტსაც” ის გეგმავს

მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპის მკვლელობის მცდელობასა და კობახიძისადმი ე.წ. ფიცოს ბედის გაზიარების მუქარას შორის პარალელი გაავლო. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის თქმით, ირაკლი კობახიძესა და ტრამპს საერთო მტერი – გლობალური ომის პარტია ჰყავთ, ხოლო ხელისუფლების მიერ სპეკულირებული “ტერაქტი” ქართული ოცნების წევრებსა და ბიძინა ივანიშვილზე მოჩვენებითი არაა და ამას ტრამპის და კობახიძის მაგალითებთან ერთად, რობერტ ფიცოსა […]

სამთავრობო მედია: სუს-ი ივანიშვილის წინააღმდეგ ტერაქტის მომზადების საქმეს იძიებს

სამთავრობო მედიები, POS TV, რუსთავი 2, იმედი და საზოგადოებრივი მაუწყებელი ამბობენ, რომ სუს-ში დაწყებული გამოძიება, რომლის ფარგლებშიც უკრაინაში მებრძოლი ქართველები და ვეტერანები იკითხებიან, ბიძინა ივანიშვილისა და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ტერორისტული აქტების მომზადებასაც ეხება. მათი გადმოცემით, ტერაქტები ჯერ კიდევ მზადების პროცესშია. აღნიშნულის შესახებ სამთავრობო მედია სუს-ის მიერ სასამართლოში გამოკითხული მებრძოლის, გელა კახაბრიშვილის ადვოკატის, მიხეილ […]