სასამართლომ დავით ქაცარავას 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

“ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წევრი, დავით ქაცარავა, რომელიც პარლამენტთან “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს, სასამართლომ ორი მუხლიდან ერთში სამართალდამრღვევად ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კობა ჩაგუნავამ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, დავით ქაცარავას ადმინისტრაციული სახდელის სახით 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. კობა ჩაგუნავამ დავით ქაცარავას წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაზე, რაც წვრილმან […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7242 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7242 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7242 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7104 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0138 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9579 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9516 ლარს შეადგენდა. […]

ირანის საგარეო უწყება – ისრაელელი სპორტსმენები ღაზის უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ ომის გამო პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ იმსახურებენ

ისრაელელი სპორტსმენები ღაზის უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ ომის გამო პარიზის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ იმსახურებენ. ამის შესახებ განცხადებას ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ირანმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ისრაელელი სპორტსმენების „მიღებისა და დაცვის“ გამოცხადება დაგმო. „ტერორისტული სიონისტური აპართეიდის რეჟიმის დელეგაციის მიღებისა და დაცვის გამოცხადება ბავშვთა მკვლელებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებას ნიშნავს. ღაზის უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ ომის გამო ისინი პარიზის […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივლისს, 06:00-დან 07:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, არაშენდა, წინამძღვრიანთკარი, გალავანი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, ტოლაანთსოფელი, წყაროთუბანი და მიმდებარე სოფელბში; 11:30-დან 18:30 საათამდე […]

შემოსავლების სამსახური – ბათუმის აეროპორტში 133 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის გატანის ფაქტი აღიკვეთა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში “ბათუმის აეროპორტი” დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის უკანონო გატანის 2 ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგის საავიაციო უსაფრთხოების კონტროლის/შემოწმების გავლისას, […]

დიმიტრი სამხარაძე – რევოლუცია ვერ მოახდინეს, არჩევნებს მწარედ აგებენ, ხალხს ეზიზღება და ბოლო რაც დარჩათ, ტერორისტული აქტის მოწყობაა – ფაქტი, რომ რამდენიმე დღე მალავდნენ, რა დანაშაულის ჩადენაზე იყვნენ გამოკითხვაზე, ყველაფრის მთქმელია

რევოლუცია ვერ მოახდინეს, არჩევნებს მწარედ აგებენ, ხალხს ეზიზღება და ბოლო რაც დარჩათ, ტერორისტული აქტის მოწყობაა! ფაქტი, რომ რამდენიმე დღე მალავდნენ თუ რა დანაშაულის ჩადენაზე იყვნენ საგამოძიებო და სასამართლო სტრუქტურებში გამოკითხვაზე, პირადად ჩემთვის ყველაფრის მთქმელია და კითხვებიც არ მიჩნდება! მითუმეტეს, ამათი მონა ტელევიზიების დუმილიც ბევრის მთქმელია! , – წერს “ქართული ოცნების” რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე სოციალურ […]

ინციდენტში მონაწილე პირები კომპანიას ტოვებენ – „ევოლუშენი“ გავრცელებულ მიმოწერებზე

„ევოლუშენ ჯორჯია“ მენეჯერებს შორის არსებული მიმოწერის ამსახველ ფოტოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. აღნიშნული მასალა რამდენიმე კვირის წინ გავრცელდა და იქ ჩანს, რომ კომპანიის მენეჯერები მათზე დაქვემდებარებულ თანამშრომლებს შეურაცხმყოფელ კონტექსტში მოიხსენიებენ და დასცინიან. როგორც „ევოლუშენ ჯორჯია“ აცხადებს, მათთვის გავრცელებული ინფორმაცია მიუღებელია. მათი თქმით, მოკვლევა ჩაატარეს და ინციდენტში მონაწილე პირები კომპანიას ტოვებენ. „გაცნობებთ, რომ დასრულდა შიდა მოკვლევა რომლის […]

რა ღირს ოლიმპიადის მასპინძლობა?

Visual Capitalist-მა ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქვეყნების მიერ გაღებული დანახარჯები ერთმანეთს შეადარა, რისთვისაც სხვადასხვა წყაროს მონაცემებზე წვდომა საგარეო ურთიერთობათა საბჭოს (CFR) მეშვეობით მიიღო. მონაცემები, ინფლაციის გათვალისწინებით, 2021 წლის აშშ დოლარშია დაანგარიშებული და 1996 წელს, ატლანტაში გამართული ოლიმპიადიდან მოყოლებულია დათვლილი. პარიზს 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობა დაახლოებით 9 მილიარდი აშშ დოლარი უჯდება, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი […]

დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტია“ ახალ ლიდერს 2 ნოემბერს აირჩევს

დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტია“ ახალ ლიდერს 2 ნოემბერს აირჩევს დიდი ბრიტანეთის „კონსერვატიული პარტია“ ახალ ლიდერს 2 ნოემბერს აირჩევს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი, რომელმაც გადადგომის შესახებ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ გამოაცხადა, 2 ნოემბრამდე „კონსერვატორების“ ლიდერის მოვალეობას შეასრულებს. კონკურსის ფარგლებში პარტია ოთხ კანდიდატს გამოავლენს, რომლებიც ყრილობაზე თავიანთ ხედვებს […]

„40-მდე გადამზიდია რიგში ჩაყენებული, ხელოვნური დეფიციტი იქმნება“ – რატომ გაძვირდა თხევადი გაზი?

„40-მდე გადამზიდია რიგში ჩაყენებული, ხელოვნური დეფიციტი იქმნება“, – ამის შესახებ ეკონომისტი ნიკა შენგელია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე საავტომობილო თხევადი გაზის ფასთან დაკავშირებით წერს. მისი თქმით, თხევადი გაზის (LPG) გაყიდვები ბოლო 3 წლის განმავლობაში 4-5-ჯერ არის გაზრდილი. „ფასების ზრდას თავისი მიზეზები აქვს. მთავარი მათ შორის თავად მწარმოებლის ფასია რუსეთის ტერიტორიაზე და მეორეა გადაზიდვის ღირებულება. მაგრამ საინტერესოა ფასების […]