„ევოლუშენი“ სამსახურიდან უშვებს მენეჯერებს, ვინც თანამშრომლებს დასცინოდნენ – ამბობენ კომპანიაში

საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინკაზინო – „ევოლუშენ საქართველო“ წყვეტს თანამშრომლობას იმ მენეჯერებთან, ვინც თანამშრომლებს დასცინოდნენ და შეურაცხმყოფელად მოიხსენიებდნენ. რადიო თავისუფლებას კომპანიაში უთხრეს, რომ გაათავისუფლეს 20-მდე თანამშრომელი.
„მზად ვართ, მივიღოთ ყველა დამატებითი ზომა, რათა აღმოვფხვრათ მსგავსი ინციდენტების განმეორების რისკი და სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ საკითხის შემდგომ შესწავლას“, – წერია კომპანიის განცხადებაში.
„ევოლუშენის“ თანამშრობლები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 12 ივლისს გაიფიცნენ. ისინი ამბობენ, რომ პროტესტს 4000-ზე მეტი დასაქმებული უერთდება. ათობით მოთხოვნას შორის ერთ-ერთი იყო იმ მენეჯერების გათავისუფლება, რომლებიც თანამშრომლების დაცინვაში იყვნენ შემჩნეულები.
გაფიცვას წინ უსწრებდა 2 ივლისს ონლაინმედიაპლატფორმა „მაუწყებლის“ ფეისბუკგვერდზე, „ევოლუშენ ჯორჯიას“ მენეჯერების ერთი ჯგუფის მიმოწერის გასაჯაროება, სადაც ისინი დასაქმებულებს კამერების საშუალებით აკვირდებიან და შეურაცხმყოფელად მოიხსენიებენ – დასცინიან დილერებს, ფრჩხილის სიგრძის, ჩაცმულობის, წონის თუ კანის ფერის გამო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ