“გადაწყვეტილება “მაგთის” წინააღმდეგ არის მიმართული და ის კონკურენციის ხარისხს გააუარესებს” – “მაგთი”

“მაგთის” იურისტის, ლევან გიორგაძის განცხადებით, კომუნიკაციების კომისიის მიერ “მაგთისთვის” ახალი რეგულაციების დაწესების შემთხვევაში, საქართველოს კომუნიკაციების ბაზარზე კონკურენციის ხარისხი გაუარესდება. ლევან გიორგაძე აღნიშნავს, რომ კომისიის გადაწყვეტილება სწორედ “მაგთის” წინააღმდეგ არის მიმართული. საუბარია როგორც ფიქსირებული ინტერნეტის, ასევე მობილური მომსახურების ბაზრებზე “მაგთისთვის” მნიშვნელოვანი საბაზრო ოპერატორის სტატუსის მინიჭებასთან და მისთვის საკუთარ ქსელზე კონკურენტების დაშვების ვალდებულების დაკისრებაზე. სწორედ ამას ითვალისწინებს […]
ბადრი ჯაფარიძე – ჩვენს კოალიციას გვაქვს შეხვედრა სალომე ზურაბიშვილთან, ვაპირებთ, გავაცნოთ გეგმები – პრეზიდენტს მნიშვნელოვან პარტნიორად მოვიაზრებთ

„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე და „თავისუფლების მოედნის“ დამფუძნებელი ლევან ცუცქირიძე ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან. როგორც “ლელოს” ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, ისინი აპირებენ, კოალიციის გეგმები პრეზიდენტს გააცნონ. ჯაფარიძის თქმით, ახალი პოლიტიკური გაერთიანების წევრები პრეზიდენტ ზურაბიშვილს მნიშვნელოვან პარტნიორად მოიაზრებენ. “ჩვენს კოალიციას გვაქვს შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. […]
ირაკლი კობახიძე ეროვნულ – დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ოფისის დირექტორს, ალან გილამს და NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორს, ალან გილამს და NDI-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრის მთავარი თემები იყო მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო. ყურადღება დაეთმო ახალ საარჩევნო კანონმდებლობას. პრემიერმა აღნიშნა, რომ ისტორიაში პირველად ამომრჩეველთა 90 პროცენტზე მეტი რეგისტრაციას გაივლის და […]
ირაკლი კობახიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორს, ალან გილამს და NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორს, ალან გილამს და NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორს, ალან გილამს და NDI-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემები იყო მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო. ყურადღება დაეთმო ახალ საარჩევნო კანონმდებლობას. პრემიერმა აღნიშნა, რომ ისტორიაში […]
ბიძინა ივანიშვილი “გლობალური ომის პოლიტიკის” მარცხის ერთ-ერთი მთავარი აქტორია და აქედან გამომდინარე, სერიული პოლიტიკური ტერაქტების სამიზნეა
ბიძინა ივანიშვილი “გლობალური ომის პოლიტიკის” მარცხის ერთ-ერთი მთავარი აქტორია და აქედან გამომდინარე, სერიული პოლიტიკური ტერაქტების სამიზნეა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სუს- ის მიერ აღკვეთილ ტერორისტულ აქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ჩიბურდანიძე წერს, რომ რუსეთ- უკრაინის ომის წინა პერიოდში გლობალური პროექტი “ომის პოლიტიკა“ მიმდინარეობდა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების ომში ჩართვასაც გულისხმობდა, სწორედ […]
გვეკითხებოდნენ, სად არის ეს „გლობალური ომის პარტიაო“, აი სად არის – ვინც ესროლა სლოვაკეთის პრემიერს, ასევე, დონალდ ტრამპს და ვინც გეგმავდა ტერორისტულ აქტს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
გვეკითხებოდნენ, სად არის ეს „გლობალური ომის პარტიაო“, აი სად არის – ვინც ესროლა სლოვაკეთის პრემიერს, ასევე, დონალდ ტრამპს და ვინც გეგმავდა ტერორისტულ აქტს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი გურამ მაჭარაშვილი პოლიტიკურ ლიდერებზე თავდასხმას და საქართველოში სუს- ის მიერ აღკვეთილ ტერორისტულ აქტს ეხმიანება. დეპუტატის თქმით, ბოლო 2 თვის განმავლობაში პოლიტიკურ ლიდერებზე თავდასხმა საერთო […]
ანტირუსულ აქციაზე ნაცემი ამერიკელი იურისტი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ნაცემი და დაკავებული ამერიკელი იურისტი, ტედ ჯონასი “წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის “კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობისთვის” 2000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა მიიღო. ჯონასმა დაკავების შემდეგ დეტალურად აღწერა, თუ როგორ გაუსწორდა მას პოლიცია. მისი თქმით, ე.წ. რობოკოპებმა 20-30 მეტრი “ტროტუარზე ათრიეს”, რა დროსაც სახესა და სხეულზე ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ტედ ჯონასი ასევე […]
სანჩესი სერია A-ში დარჩენასთან ახლოსაა – მისი კარიერა ევროპაში სწორედ ამ გუნდში იწყებოდა

იტალიური პრესის ინფორმაციით, 35 წლის ჩილელი შემტევი ალექსის სანჩესი სერია A-ში დარჩენასთან ახლოსაა. მან გასული სეზონი “ინტერში” გაატარა, რომელთანაც კონტრაქტი დაუსრულდა და ახლა თავისუფალი აგენტია. ვეტერან ფეხბურთელს 2-წლიან კონტრაქტს “უდინეზე” სთავაზობს, რომელიც ჩილელისთვის ევროპაში პირველი კლუბი იყო. “ფრიულის” ბინადართა მაისური წარსულში სანჩესმა 112 მატჩში მოირგო, სადაც 21 გოლი გაიტანა და 20 შედეგიანი გადაცემაც შეასრულა.
ADB დაფინანსებით საქართველოს კურორტების განვითარების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას მომზადებბა

საქართველოს კურორტების მდგრადი და რაციონალური განვითარებისა და საერთაშორისო ბაზარზე სწორი პოზიციონირების მიზნით, კურორტების განვითარების სააგენტომ მუშაობა დაიწყო საქართველოს კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების 2025-2030 წლის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რომელიც იქნება კურორტებისა და საკურორტო ადგილების განვითარების გზამკვლევი დოკუმენტი. სტრატეგია აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
გამოკითხულთა 13%-ს ფული საკვებზე არ ჰყოფნის – „კავკასიის ბარომეტრი“

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC-საქართველო) „კავკასიის ბარომეტრის“ 2024 წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა უმრავლესობას ფული საკვებსა და ტანსაცმელზე ჰყოფნის, 27%-ს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის, არ ჰყოფნის – ტანსაცმელზე, ხოლო 13%-ს ფული არ ჰყოფნის საკვებზე. გამოკითხულთა მხოლოდ 4%-ს აქვს საშუალება შეიძინოს ყველაფერი, რაც სჭირდება. კვლევის ფარგლებში 1 509 რესპონდენტი გამოიკითხა. საველე სამუშაოები კი 2024 […]