რა საკითხები განიხილა პრემიერ–მინისტრმა NDI–ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორს, ალან გილამს და NDI-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრის მთავარი თემები იყო მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნები და წინასაარჩევნო გარემო. ყურადღება დაეთმო ახალ საარჩევნო კანონმდებლობას. პრემიერმა აღნიშნა, რომ ისტორიაში პირველად ამომრჩეველთა 90 პროცენტზე მეტი რეგისტრაციას გაივლის და ხმას მისცემს ელექტრონული […]
თელავში თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსია გაიმართება

25 ივლისს, თელავში თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსია, ხუთშაბათის შეხვედრების მორიგი სესია ჩატარდება. ხუთშაბათის შეხვედრების ფარგლებში, მრგვალი მაგიდის გარშემო სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები ბიზნესისთვის საინტერსო თემაზე დისკუსიას მართავენ. ამჯერად სადისკუსიო თემა იქნება – როგორ გავყიდოთ მეტი? თემა საინტერესოა აგრო მეწარმეებისთვის, რომლებსაც თავიანთი საქმიანობის განვითარება სურთ და გაყიდვების ალტერნატიულ არხებს ეძებენ. ხვალინდელი დისკუსიის სპიკერები იქნებიან: ვანო იოსელიანი, სუპერმარკეტების […]
მოსკოვის მერია ქალაქის მცხოვრებლებს უკრაინაში ბრძოლის სანაცვლოდ $22 ათასს სთავაზობს

მოსკოვის მმართველები ქალაქის მოსახლეებს უკრაინაში ბრძოლის სანაცვლოს 22 000 აშშ დოლარს სთავაზობს. როგორც BBC წერს, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა 1.9 მილიონი რუბლის ოდენობით ერთჯერადი ბონუსი დააწესა ქალაქის მცხოვრებთათვის, რომლებიც შეიარაღებულ ძალებს შეუერთდებიან. მოსკოვის მერიის განცხადებით, მოქალაქეები, რომლებიც აღნიშნულ შეთავაზებას დათანხმდებიან, სამხედრო სამსახურის სანაცვლოდ პირველ წელს, ჯამში, 5.2 მილიონ რუბლამდე მიიღებენ, რაც 59 600 აშშ დოლარია. […]
კიდევ ვიბრძოლებ კანცლერობისთვის — ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის თქმით, მეორე ვადით კანცლერობისთვის იბრძოლოს. შოლცს ჰკითხეს, მიჰყვება თუ არა ის აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მაგალითს და დატოვებს კანცლერის თანამდებობას მოქმედი საკანონმდებლო ვადის დასრულების შემდეგ. „სოციალ-დემოკრატიული პარტია ძალიან ერთიანია. ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, ერთად გავიდეთ მომავალ საარჩევნო კამპანიაში და გავიმარჯვოთ. და კიდევ ერთხელ ვიბრძოლებ კანცლერობისთვის, რათა ისევ კანცლერი გავხდე“, — განაცხადა შოლცმა. […]
ირაკლი ქადაგიშვილი – პრეზიდენტს შეეძლო კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კონკურსის გარეშე დაენიშნა – დაიწყო თეატრის გათამაშება, რამაც ორ ადამიანს შორის ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვია

პრეზიდენტს შეეძლო კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კონკურსის გარეშე დაენიშნა, რაზეც ვერავითარი სპეკულაცია ვერ შედგებოდა – დაიწყო თეატრის გათამაშება და ამ გათამაშებულმა თეატრმა ორ ადამიანს შორის ინტერესთა კონფლიქტი გამოიწვია , – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა. როგორც ქადაგიშვილმა ამ კონტექსტში აღნიშნა, არსებობს ექსკლუზიური უფლებები, რომლის გამოყენებაც დამატებითი მექანიზმების შემოტანასა და კონკურსის […]
საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის დირექტორთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, ევროპის საფოსტო ასოციაციის PostEurop-ის დირექტორთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ესპანეთში, ქალაქ მადრიდში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფოსტა ავრცელებს. მათივე ცნობით, საბჭოზე განხილული იყო ევროპის საფოსტო ოპერატორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის უზრუნველყოფისა და საფოსტო სექტორის სტრატეგიის საკითხები. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი ლევან ჩიკვაიძე, ასოციაციის დირექტორთა საბჭოს წევრად […]
გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს ახლად დანიშნული რექტორი წარუდგინა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს ახლად დანიშნული რექტორი გიორგი ხუბუა წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა ახალ რექტორს უნივერსიტეტის განვითარების საქმეში წარმატებები უსურვა. მისი თქმით, გიორგი ხუბუა დიდი შემართებითა და მდიდარი გამოცდილებით წარუძღვება უნივერსიტეტს, რათა KIU გახდეს წამყვანი […]
ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი ისევ პატიმრობაში დატოვეს – ადვოკატები საზოგადოებას სთავაზობენ, მათ თავდებში ჩაუდგნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქციების დროს დაკავებული 19 და 23 წლის ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი დღეს პატიმრობაში დატოვა. პროკურატურა მათ პარლამენტთან აღმართული რკინის ჯებირის დაზიანებას ედავება, რომლის ფაქტობრივი ღირებულება 250 ლარია, ხოლო 150 ლარი – ხელობა. ადვოკატები საზოგადოებას სთავაზობენ 19 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს თავდებში ჩაუდგნენ
კულება: გარკვეულ ეტაპზე უკრაინა მზად იქნება რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ეს დრო ჯერ არ დამდგარა

უკრაინა მზად იქნება რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის „გარკვეულ ეტაპზე“, მაგრამ ეს დრო ჯერ არ დამდგარა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა ჩინელ კოლეგასთან, ვან ისთან შეხვედრაზე. მისი თქმით, ეს ეტაპი დადგება მაშინ, როდესაც რუსეთი მზად იქნება, კეთილსინდისიერად აწარმოოს მოლაპარაკებები, მაგრამ ახლა ასეთი მზაობა რუსეთის მხარეს არ შეიმჩნევა, ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პუბლიკაციაში. მანამდე […]
ბიზნესის განწყობების გაუარესება გრძელდება – ISET

2024 წლის III კვარტალისთვის ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI) 2.8 პუნქტით შემცირდა და 13.6-ს გაუტოლდა. ISET-ის კვლევის თანახმად, ბიზნესის განწყობის ყველაზე დიდი გაუარესება მშენებლობის (-12.5) სექტორში დაფიქსირდა. BCI-ის უარყოფითი ცვლილება ნაკლებად პოზიტიურმა მოლოდინებმა განაპირობა. “მიმდინარე მდგომარეობის ინდექსი, რომელიც კომპანიების მიერ გასული კვარტალის განმავლობაში საკუთარი ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას ეყრდნობა, 2024 წლის II კვარტალთან შედარებით 3.6 პუნქტით გაიზარდა […]