ბოლო 10 წლის განმავლობაში სომხეთთან ელექტროენერგიით აქტიური ვაჭრობა პირველად დაფიქსირდა – მაია მელიქიძე

საქართველომ სომხეთთან ელექტროენერგიის ექსპორტი გაზარდა. თუ გასულ წელს მაისი – ივლისის პერიოდში სომხეთში 78,4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა, წელს 6 თვის სტატისტიკით მეზობელ ქვეყანაში თითქმის 90 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიაა გატანილი. მათ შორის მხოლოდ ივნისში ექსპორტმა 55 მლნ-ს მიაღწია. სახელმწიფო ელექტროსისტემის სტატისტიკით ექსპორტი ივლისშიც გრძელდება. 2024 წლის პირველ ექვს თვეში კი, ექსპორტირებულია 757 გვტ.სთ. ელექტროენერგია. […]

აშშ-ის პრეზიდენტობისთვის რბოლა ახალ ეტაპზე გადადის

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა და მისმა ახალმა დემოკრატმა ოპონენტმა, ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა, სამშაბათს, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ერთმანეთის მიმართ კრიტიკული გამონათქვამები გაცვალეს. იმავდროულად, პრეზიდენტი ბაიდენი, კოვიდ-19-სგან გამოჯანმრთელების შემდეგ ვაშინგტონში, თეთრ სახლში დაბრუნდა. პრეზიდენტობის დარჩენილი ვადის გამოყენებას ის საგარეო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გეგმავს. ჯო ბაიდენს პრეზიდენტობის ვადა 2025 წლის იანვარში ეწურება, როცა არჩეული პრეზიდენტის […]

რუსეთმა ხარკოვზე იერიში მიიტანა, დაღუპულია ერთი ადამიანი

24 ივლისს, რუსეთმა ხარკოვის ოლქის ქალაქ ლოზოვაზე იერიში მიიტანა. დაბომბვის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, კიდევ ორ ადამიანს ჯერჯერობით ეძებენ. სარაკეტო იერიშის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ოლეგ სინეგუბოვი თავის სოციალურ ქსელში ავრცელებს. “სარაკეტო დარტყმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა, კიდევ ორ ადამიანს ამჟამად ეძებენ. სამწუხაროდ, ნანგრევებიდან ამოიყვანეს ერთი ცხედარი, ვინაობა დგინდება”. – წერს […]

კულება ჩინეთში ამბობს, რომ უკრაინა ღიაა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ჩინეთში იმყოფება. ქალაქ გუანჯოში უკრაინის პირველი დიპლომატი უკვე შეხვდა ჩინელ კოლეგა ვანგ იის. მედიის ინფორმაციით, კულებამ ჩინელ კოლეგასთან საუბრისას აღნიშნა, რომ უკრაინა ღიაა რუსეთთან საუბრისთვის, თუ მოსკოვი არის მზად კეთილსინდისიერი მოლაპარაკებებისთვის, რომლის საფუძველსაც, კულებას თქმით, კიევი ამ ეტაპზე ვერ ხედავს. შეხვედრა უკრაინისა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სამ […]

გლობალური ხარჯები IT–ზე 2024 წლის ბოლოსთვის $5,27 ტრილიონს მიაღწევს – Gartner

გლობალური ხარჯები IT–ზე 2024 წლის ბოლოსთვის 7,5%–ით გაიზრდება და $5,27 ტრილიონს მიაღწევს. ასეთ პროგნოზს ამერიკული კვლევითი კომპანია Gartner აკეთებს. ხარჯების ზრდაზე დიდ გავლენას მოახდენს ხელოვნურ ინტელექტზე მოთხოვნა ამ ტექნოლოგიების დანერგვამ მკვეთრად გაზარდა ხარჯები მონაცემთა დამუშავების ცენტრებზე, მასვე უკავშირდება გარკვეული ხარჯების ზრდა პროგრამულ უზრუნველყოფაზე. საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის BCG მონაცემებით, კომპანიები 2024 წელს განვითარებად ხელოვნურ ინტელექტზე საკუთარი […]

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ნაცემი ამერიკელი იურისტი 2000 ლარით დააჯარიმეს

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციის მიერ ნაცემი ამერიკელი იურისტი ტედ ჯონასი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას ამის შესახებ თავად ჯონასი ავრცელებს. მისი თქმით, სასამართლომ ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად მიიჩნია წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისთვის დაუმორჩილებლობაში: „გვეღიმება, ეს ნათელი მაგალითია, რომ ქართული სასამართლო არ ხელმძღვანელობს მტკიცებულებებით“ ,- აღნიშნავს ჯონასი. ტედ ჯონასი პოლიციამ რუსული კანონის საწინააღმდეგო […]

ესპანეთის პორტში ფესტივალზე არ შეუშვეს რუსული ფრეგატი „შტანდარტი“

ესპანეთში ვიგოს პორტში ფესტივალზე არ შეუშვეს რუსული ფრეგატი „შტანდარტი“. გემის კაპიტნის, ვლადიმირ მარტუსის თქმით, გემს არც ესპანეთის სხვა პორტებში უშვებენ. „შტანდარტზე“ 15 ადამიანია, მათ შორის სამი მოზარდი. მარტუსი ამტკიცებს, რომ გემზე სამი-ოთხი დღის სამყოფი საკვები აქვთ. „გაურკვეველია, რა ვქნათ ახლა. ღუზაზე ვდგავართ და უნდა გავარკვიოთ, სად შეგვიძლია წავიდეთ“, – თქვა ფრეგატის კაპიტანმა. ადრე „შტანდარტი“ არ […]

თელავში თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსია გაიმართება

25 ივლისს, თელავში თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსია, ხუთშაბათის შეხვედრების მორიგი სესია ჩატარდება. ხუთშაბათის შეხვედრების ფარგლებში, მრგვალი მაგიდის გარშემო სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლები ბიზნესისთვის საინტერსო თემაზე დისკუსიას მართავენ. ამჯერად სადისკუსიო თემა იქნება – როგორ გავყიდოთ მეტი? თემა საინტერესოა აგრო მეწარმეებისთვის, რომლებსაც თავიანთი საქმიანობის განვითარება სურთ და გაყიდვების ალტერნატიულ არხებს ეძებენ. ხვალინდელი დისკუსიის სპიკერები იქნებიან: ვანო იოსელიანი, სუპერმარკეტების […]

,,კენჭს კვლავ ვიყრი, რათა კანცლერი ისევ გავხდე” – ოლაფ შოლცი

ჟურნალისტებმა ოლაფ შოლცს ჰკითხეს, ხომ არ აპირებს ჯო ბაიდენის მაგალითის მსგავსად, 2025 წლის არჩევნებზე კანცლერობის კანდიდატურაზე უარი თქვას, ამაზე ჟურნალისტებს კანცლერმა უპასუხა: ,,კენჭს კვლავ ვიყრი, რათა კანცლერი ისევ გავხდე“

მსხვილი ბიზნესისთვის მთავარ გამოწვევას კვალიფიციური სამუშაო ძალის და მოთხოვნის სიმცირე წარმოადგენს – ISET

2024 წლის III კვარტალისთვის, მსხვილი ბიზნესებისთვის მთავარ გამოწვევას კვალიფიციური სამუშაო ძალის და მოთხოვნის სიმცირე წარმოადგენს. რაც შეეხება მცირე და საშუალო კომპანიებს, მათთვის საქმიანობის მთავარი შემზღუდველი ფაქტორები მოთხოვნის სიმცირე და ფინანსებზე ხელმისაწვდომობაა. ISET-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, მსხვილი ბიზნესები მესამე კვარტალის მონაცემებით, შემზღუდველ ფაქტორებად ასახელებენ ფინანსებს – 23%, მოთხოვნას – 27%, აღჭურვილობას – 18%, სამუშაო ძალას […]