ქართული პრესის მიმოხილვა 19.12.2024

რას “ნიშნავს ურთიერთობის გაჯანსაღება” – რა ნაბიჯებს გულისხმობს საქართველოს ხელისუფლება რა სთხოვა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ევროპას და როგორ აფასებენ მის გამოსვლას ევროპარლამენტში ტრამპის და ზელენსკის განსახვავებული პოზიციები – რამდენ ხანს გაგრძელდება ომი * * * რას “ნიშნავს ურთიერთობის გაჯანსაღება” – რა ნაბიჯებს გულისხმობს საქართველოს ხელისუფლება “ქართული ოცნება” აცხადებს, რომ დასავლეთთან “ურთიერთობების გაჯანსაღებისთვის” მზადა, თუმცა “მთავარია ეს […]
“ბეტონის დანადგარებზე მოთხოვნა ყველაზე მაღალი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმშია” – BEYAZLI GROUP

ბეტონის ფილების, ქვაფენილის და ბლოკების დანადგარების მწარმოებელი თურქული კომპანია, BEYAZLI GROUP საქართველოში 2007 წლიდან ოპერირებს. როგორც BMG-ის კომპანიაში განუმარტეს, დანადგარები, რომლებიც მეზობელ ქვეყანაში იწარმოება, საქართველოში შეკვეთის შემდეგ ჩამოდის და მომხმარებელს მონტაჟთან ერთად ბარდება. “BEYAZLI GROUP ბეტონის ქარხნებს, ბლოკის, ქვის სამსხვრევ დანადგარებსა და სხვადასხვა ტიპის ყალიბებს აწარმოებს, უწევს რეალიზებას და მომხმარებელს მონტაჟის აბარებს. საქართველოში მუშაობა 2007 […]
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, იემენში „ჰუსიტების“ ინფრასტრუქტურა დაბომბეს

ისრაელმა იემენში „ჰუსიტების“ ინფრასტრუქტურა დაბომბა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, საბრძოლო თვითმფრინავებმა იემენში სამიზნე ობიექტებს დაარტყეს, რომლებიც „ჰუსიტების“ მიერ სამხედრო ოპერაციებისთვის გამოიყენებოდა. ისრაელის თვითმფრინავებმა იემენში პორტები და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს. „ჰუსიტების“ სატელევიზიო არხის, Al Masirah-ს ინფორმაციით, ისრაელის იერიშებს იემენში 9 ადამიანი ემსხვერპლა.
წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში პრიორიტეტი იქნება წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღმოფხვრა. დეპარტამენტის თანამშრომლები გაძლიერებულ მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით, 24-საათის განმავლობაში განახორციელებენ. „განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ რეგიონებზე, სადაც წიწვოვანი ტყეებია. დედაქალაქში აქტიურად მოწმდება […]
19 დეკემბერი ნიკოლოზობაა

19 დეკემბერი ნიკოლოზობაა მართლმადიდებელი ეკლესია 19 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის მფარველის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა ჩატარდება. წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. წმინდა ნიკოლიზი მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროზე შეძლებულ და კეთილმსახურ ოჯახში დაიბადა. მშობლებმა აღთქმა დადეს, თუ უფალი მათ მემკვიდრეს უბოძებდა, მასვე მიუძღვნიდნენ. წმინდა ნიკოლოზი ყრმობიდანვე განსაკუთრებული იყო. […]
დაბალი ტემპერატურა და თოვლი – დღევანდელი დღის პროგნოზი ქალაქების მიხედვით

სინოპტიკოსების ცნობით, 19 დეკემბერს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში უმეტესად ღრუბლიან ამინდს ელოდებიან. ზოგან იქნება წვიმა, ბორჯომში, ბაკურიანსა და გორში კი თოვლია ნავარაუდევი. პროგნოზის მიხედვით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა გუდაურში -5°-ია მოსალოდნელი, მაღალი კი ფოთსა და რუსთავში. ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით: გაგრა +9° – მზიანი სოხუმი +10° – უმეტესად ღრუბლიანი ზუგდიდი +9° – უმეტესად ღრუბლიანი მესტია -1° – […]
ევროპული საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან და სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირი ავრცელებს. „კონკრეტული მოვლენების გათვალისწინებით, ევროკავშირის ლიდერებმა, შესაძლოა, განიხილონ საგარეო პოლიტიკის კონკრეტული საკითხები, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, ევროკავშირის ლიდერები დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინასთან, ახლო აღმოსავლეთთან, მიგრაციასა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც იმსჯელებენ. შეხვედრაზე […]
თბილისში დღეს დაგეგმილი აქციების განრიგი

დღეს, 19 დეკემბერს თბილისში რამდენიმე პროევროპული აქციაა-მსვლელობაა დაგეგმილი. აქციები გაიმართება: 10:00 – გააგონე მშობლების ხმა – განათლების სამინისტროსთან; 13:00 – გაფიცვა; 18:00 – გურულების მარში – ევროპის მოედნიდან პარლამენტამდე; 19:00 – აქცია პარლამენტთან; 19:00 – ქართველი გეიმერები რუსული რეჟიმის წინააღმდეგ – მეტრო რუსთაველი; 19:30 – კალათბურთის მოყვარულებისა და კალათბურთელების მარში – რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე; […]
რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ ნიკოლოზობას

რა ლოცვა უნდა წარმოთქვათ ნიკოლოზობას მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება. პატრიარქის მოსაყდრე სამების ტაძარში წირვას 10:00 საათზე აღავლენს. ლოცვა რომელიც ამ დღეს იკითხება: “კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა […]
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი და აღდგენის დრო

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” (GWP) ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს: საბურთალო, მეფე მირიანის ქ. N101-ის მიმდებარედ სატუმბო სადგურს შეუწყდა ელექტრო ენერგია, წყალმომარაგების აღდგენის დროს შეგატყობინებთ მოგვიანებით. წყალმომარაგება შეუწყდა: სოფ დიღომში ფრედერიკ მონპერეს, ბარონ დებაის, მაქს ტილკეს, იაკობ რაინეგსის, ჰაინრიხ კლაპროთის, ოსკარ შმერლინგის, ჰენრიკ პრინევსკის და ბერტა ფონ ზუტნერის ქუჩებს. სამგორი […]