თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი და აღდგენის დრო

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” (GWP) ინფორმაციით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. შეზღუდვები შეეხება შემდეგ მისამართებს: საბურთალო, მეფე მირიანის ქ. N101-ის მიმდებარედ სატუმბო სადგურს შეუწყდა ელექტრო ენერგია, წყალმომარაგების აღდგენის დროს შეგატყობინებთ მოგვიანებით. წყალმომარაგება შეუწყდა: სოფ დიღომში ფრედერიკ მონპერეს, ბარონ დებაის, მაქს ტილკეს, იაკობ რაინეგსის, ჰაინრიხ კლაპროთის, ოსკარ შმერლინგის, ჰენრიკ პრინევსკის და ბერტა ფონ ზუტნერის ქუჩებს. სამგორი […]
სად შეიზღუდა ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, საავტომობილო გზის კმ1-კმ93 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
„ბოლო ორი თვის განმავლობაში, სებ-მა მცურავი სავალუტო რეჟიმიდან ფიქსირებულ სავალუტო რეჟიმზე გადაგვიყვანა“ – აკაკი ცომაია

პრემიერ ირაკლი კობახიძის თქმით, 26 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ეროვნული ბანკის მხრიდან “უმნიშვნელო ინტერვენციები” განხორციელდა. არჩევნებიდან ორი დღის შემდეგ, 28 ნოემბერს, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირთან გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხი დღის წესრიგიდან 2028 წლამდე ამოიღო, რასაც ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა. 2024 წლის ნოემბრის ბოლოსთვის საქართველოს სავალუტო რეზერვებმა 4.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 999 მილიონი […]
ევროპული საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან და სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც ისაუბრებენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირი ავრცელებს. „კონკრეტული მოვლენების გათვალისწინებით, ევროკავშირის ლიდერებმა, შესაძლოა, განიხილონ საგარეო პოლიტიკის კონკრეტული საკითხები, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებული მოვლენები“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ამასთან, ევროკავშირის ლიდერები დღევანდელ შეხვედრაზე უკრაინასთან, ახლო აღმოსავლეთთან, მიგრაციასა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც იმსჯელებენ. შეხვედრაზე […]
სებ-ის გადაწყვეტილება მიანიშნებს, რომ უპირატესობას ძალიან მოკლევადიან ამოცანებს ანიჭებს – ნიკოლოზ შურღაია (bm.ge)

რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვება იმაზე მიანიშნებს, რომ ეროვნული ბანკი უპირატესობას მოკლევადიან ამოცანებს ანიჭებს – ასე აფასებს ფინანსისტი, ბიზნესის მრჩეველი ნიკოლ შურღაია სებ-ის გადაწყვეტილებას. როგორც შურღაიამ BMG-ის განუცხადა, როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ეროვნულ ბანკს ლარის კურსის მერყეობის შესაჩერებლად სავალუტო რეზერვების გამოყენება ურჩევნია, თუმცა მისი შეფასებით, სებ-ი ნაკლებად ითვალისწინებს სამომავლო რისკებს. „ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება მაჩვენებს, რომ უპირატესობას […]
მოთხოვნა შემცირებული არ არის, თუმცა გაცილებით მასშტაბური რეალიზაციის მოლოდინი გვქონდა – „ანიგოზი“

კაკლის გადამმუშავებელი საწარმო „ანიგოზი“ 2024 წელს აჯამებს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი ანა ქევხიშვილი “ბიზნესპარტნიორთან” აცხადებს, წინა წელთან შედარებით მოთხოვნა შემცირებული არ არის, თუმცა კომპანიას გაცილებით მასშტაბური რეალიზაციის მოლოდინი ჰქონდა. ანა ქევხიშვილი აღნიშნულს, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსა და მსოფლიოში კაკლის დეფიციტს უკავშირებს. “ჩვენს პროდუქტს სეზონურობა ახასიათებს და დეკემბერი სწორედ ის თვეა, როდესაც რეალიზაცია დიდი მასშტაბებით იზრდება. წინა წლის […]
რუსეთის ნოვოშახტინსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე ისევ დრონებით შეტევა იყო

19 დეკემბერს, შუაღამის შემდეგ აფეთქებები იყო რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკში. ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებოდნენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმის შესახებ, რაც მოგვიანებით დაადასტურა როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა იური სლუსარმა. მისი ინფორმაციით, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ნოვოშახტინსკის ნავთობპროდუქტების ქარხანაში გაჩნდა ხანძარი, რომლის ლიკვიდაცია დილის შვიდი საათისთვის დასრულდა. სლუსარის თანახმად, დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენის შედეგად დაშავდა […]
ლონდონში ქირა ნოემბერში რეკორდულად – 11,6%-ით გაძვირდა

2024 წლის ნოემბერში, ლონდონში ქირის საშუალო ფასი წლიურად 11,6%-ით გაიზარდა, რეკორდული ტემპით ინდიკატორის გამოთვლის მთელი პერიოდის განმავლობაში, იტყობინება დიდი ბრიტანეთის ეროვნული სტატისტიკის ოფისი(ONS). 2024 წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 10.4%-ით გაიზარდა. იპოთეკური ბროკერის Coreco-ს მმართველმა დირექტორმა ენდრიუ მონტლეიკმა თქვა, რომ გამქირავებლებს ხშირად სხვა არჩევანი არ აქვთ გარდა ქირის გაზრდისა, რადგან ისინი სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან იპოთეკის განაკვეთების […]
გაერო-ში აშშ-ის ელჩი – მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო თანამშრომლობა ჩრდილოეთ კორეასთან და დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი

შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს სამხედრო თანამშრომლობა კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკასთან და დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომი, – ამის შესახებ გაერო-ში შეერთებული შტატების წარმომადგენელმა, ლინდა თომას-გრინფილდმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს დღემდე სამხედრო დახმარების 20 000-ზე მეტი კონტეინერი გაუგზავნა. „ჩვენი შეფასებით, ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს დღემდე 20 000-ზე მეტი კონტეინერი გაუგზავნა, […]
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო – რუსეთის ტერიტორიაზე 84 უკრაინული დრონი გავანადგურეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის რეგიონებში 84 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „გასული ღამის განმავლობაში აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობები, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 84 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს“, – აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. უწყების […]