ვადაგადაცილებული სესხები 2 მლრდ ლარს აჭარბებს – რამდენი ადამიანია ე.წ. „შავ სიაში“

„კრედიტინფოს“ 2024 წლის ნოემბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 183 075 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 356 480-ს შეადგენს. ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით შემცირდა და 2 075 476 652 ლარი შეადგინა. 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 936 666 ადამიანს აქვს, ჯამში 49 477 744 079 ლარის მოცულობის. მსესხებლების […]

„გააგონე მშობლების ხმა“ – ამ ლოზუნგით განათლების სამინისტროსთან „მშობელთა კრება“ მიმდინარეობს

განათლების სამინისტროსთან „მშობელთა კრება“ მიმდინარეობს ლოზუნგით – „გააგონე მშობლების ხმა“. აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “ახალი არჩევნები”, “ყველგან სუს-ი, არსად უსაფრთხოება”, “ჩვენს ბავშვებს სჭირდებათ ევროპული მომავალი”. ასევე, გაშლილი აქვთ საქართველოს და ევროკავშირის დროშები. როგორც ადგილზე შეკრებილებმა აღნიშნეს, საპროტესტო შეკრება ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია. მათივე განცხადებით, ქვეყნის მომავალი ევროპაშია. „ჩვენი მთავარი სათქმელია, […]

ირაკლი კობახიძე თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის მენეჯმენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ADP ჯგუფის წევრი TAV Airports-ის მენეჯმენტს შეხვდა, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მსხვილი ფრანგული ჰოლდინგის ხელმძღვანელმა პირებმა ირაკლი კობახიძეს არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. “შეხვედრისას საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. კომპანიამ გამოთქვა სურვილი, დარჩეს საქართველოს ბაზარზე […]

ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის ინიციატივა განიხილეს

საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლური ჯარების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. გვქონდა დეტალური დისკუსია, რომელიც ფოკუსირებული იყო ძირითად პრიორიტეტებზე რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის პოზიციის შემდგომი გაძლიერებისთვის. მკაფიო აქცენტი რჩება საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ვიზიარებთ საერთო ხედვას: საიმედო […]

მართლმადიდებელი ეკლესია წმ. ნიკოლოზ სასწაულთმოქმედს იხსენიებს

საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანები დღეს წმინდა ნიკოლოზს იხსენიებენ. წმინდანი ქრისტეშობიდან 257 წელს, მცირე აზიაში, პართიაში, მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში დაიბადა. იგი დაუღალავად ქადაგებდა ღვთის სიტყვას და თავადაც ქრისტიანული ცხოვრებისა და მოღვაწეობის მაგალითი იყო. 325 წელს მან მონაწილეობა მიიღო ნიკეის პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებაში, სადაც სარწმუნოების სიმბოლოდ იქნა დამტკიცებული. წმინდა ნიკოლოზ სასწაულთმოქმედი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მფარველად მას […]

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი კიევს იანვარში ეწვევა

უკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი კიევს იანვარში ეწვევა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „ეს იანვრის დასაწყისში შედგება. ჩვენ ბატონ კელოგს ველოდებით და შემდეგ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა აქვს მას მხედველობაში“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთისა და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე […]

რუსეთში სარკინიგზო კატასტროფა მოხდა, არიან დაღუპულები

2 ადამიანი დაიღუპა და 31 დაშავდა რუსეთის რკინიგზაზე მომხდარი კატასტროფის შედეგად. დაზუსტებული მონაცემები დღეს, 19 დეკემბერს დილით გამოაქვეყნა რუსეთის რკინიგზის სახელმწიფო კომპანიამ. საავადმყოფოში გადაყვანილია 14 ადამიანი, რომელთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. კატასტროფა 18 დეკემბერს, საღამოს მოხდა მურმანსკის ოლქში. სატვირთო მატარებელი შეეჯახა სამგზავროს, რომელიც მურმანსკიდან სანქტ-პეტერბურგში მიდიოდა. მასში 326 მგზავრი იმყოფებოდა. რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებების ცნობით, შეჯახების შედეგად […]

ჰელსინკის კომისია: ოცნება ქართველ ხალხს ევროატლანტიკური გზიდან აგრესორებისკენ მიათრევს

ამერიკის შეერთბული შტატების ჰელსინკის კომისიის განცხადებით, ქართული ოცნება ქართველებს მათ მიერ არჩეული ევროატლანტიკური გზიდან აგრესორებისკენ მიათრევს. ამის შესახებ ინფორმაციას კომისიამ X-ზე გაავრცელა. ჰელსინკის კომისია მიიჩნევს, რომ მიუხედავად ქართველი ხალხის მასობრივი წინააღმდეგობისა, ქართული ოცნება მსოფლიოს ავტოკრატებთან ინტეგრაციას აგრძელებს. „ქართული ოცნება ქართველებს მათი არჩეული ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან აგრესორებისკენ მიათრევს, რომელთა განზრახვა მსოფლიოს დემოკრატიული წესრიგისთვის ძირის გამოთხრაა. მიუხედავად […]

დღეს ნიკოლოზობაა

წმიდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსი ლუკიის ოლქის ქალაქ პათარში (მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროზე) დაიბადა. მის კეთილმსახურ მშობლებს – თეოფანესა და ნონას – შვილი დიდხანს არ ეძლეოდათ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს მემკვიდრის მონიჭებას, თან აღთქმა დადეს, რომ თუ სათხოვარი შეუსრულდებოდათ, ნანატრ შვილს უფალსვე შესწირავდნენ. ბაოლოს წრფელი გულით აღვლენილი ლოცვა შესმენილ იქნა და ნონამ შვა ძე, […]

საფრანგეთის პარლამენტმა პოლიტიკური კრიზისის ფონზე დროებითი ბიუჯეტი მიიღო

საფრანგეთის პარლამენტმა საბოლოოდ მიიღო დროებითი ბიუჯეტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ყველა სამთავრობო უწყების ფუნქციონირების უწყვეტობა, სანამ პოლიტიკური ბატალიები გაგრძელდება 2025 წლის სრულფასოვანი ბიუჯეტის ირგვლივ. ამის შესახებ BFMTV იუწყება, წერს „ევროპეისკაია პრავდა“. ოთხშაბათს, 18 დეკემბერს, პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა სპეციალური კანონი დროებითი ბიუჯეტის შესახებ, მას შემდეგ რაც მას სენატმა ერთხმად დაუჭირა მხარი. ეროვნულმა ასამბლეაში კენჭისყრა ორშაბათს გაიმართა. მას […]