უკრაინა ბრიტანეთისგან მიიღებს კიდევ 225 მილიონი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას

უკრაინა დიდი ბრიტანეთისგან მიიღებს კიდევ 225 მილიონი გირვანქა სტერლინგის სამხედრო დახმარებას. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ინფორმაციით, დახმარების ახალ პაკეტშია კატერები, დრონები, რადარები, რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები და სხვა ტექნიკა. 18 დეკემბერს კიევში იმყოფებოდა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი, რომელმაც უკრაინის ხელისუფლებასთან განიხილა მომავალ წელს გასაწევი დახმარების საკითხები. იმავე დღეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ტელეფონით ესაუბრა […]

საქართველოს ეკონომიკა 11%-ით გაიზარდა

2024 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 24 855.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11.0 პროცენტი შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წლის III კვარტალში 4.3 პროცენტით განისაზღვრა. 2024 წლის მესამე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: […]

წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე კონტროლი მკაცრდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლო პერიოდში ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლს ამკაცრებს. ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს. „აღნიშნულ პერიოდში პრიორიტეტი იქნება წიწვოვანი ხე-მცენარეების უკანონოდ მოპოვების ფაქტების აღმოფხვრა. დეპარტამენტის თანამშრომლები გაძლიერებულ მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით 24 საათის განმავლობაში განახორციელებენ; განსაკუთრებული აქცენტი კეთდება იმ რეგიონებზე, სადაც წიწვოვანი ტყეებია. დედაქალაქში აქტიურად მოწმდება სპორტის სასახლის, ვაგზლის, […]

ოკამი-ბორითის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ45-კმ162 (ოკამი-ბორითი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ევროკავშირში ლუდის უმსხვილესი მწარმოებლის მიერ საქართველოში დაგეგმილ კონცენტრაციებზე GCCA-იმ თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „ჯორჯიან ბიერ ენდ ბევერიჯის ჰოლდინგის“ (ნიდერლანდური Royal Swinkels-ის შვილობილი კომპანია) მიერ შპს „გლობალ ბიერ ჯორჯიას“, შპს „გენუინ ბრევინგ კომპანის“, შპს „გლობალ ქოფი ჯორჯიასა“ და შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკის“ 100%-იანი წილების შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, […]

გიორგი ბარამიძე – სამწუხარო ვითარება გვაქვს, როდესაც ხელისუფლების ბერკეტებს დროებით ფლობს ივანიშვილის კრიმინალური და მოღალატური ბანდა -ესენი არა მარტო სავიზო რეჟიმით დასანქცირდებიან, არამედ სხვა ტიპის სანქციებიც იქნება

გუშინ, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი ააფეთქეს გორში და ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ რეჟიმი არ აპირებს თავისით გაჩერებას, მაგრამ საბედნიეროდ, არც ქართველი ხალხი აპირებს გაჩერებას, დაღლას და არც ჩვენი მეგობრები აპირებენ საქართველოს მხარდაჭერის შეჩერებას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოს და ქართველი […]

ევროპული საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ

დღეს, 19 დეკემბერს, ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები საქართველოს, ასევე სხვა ქვეყნების საკითხს განიხილავენ. “კონკრეტული მოვლენების გათვალისწინებით, ევროკავშირის ლიდერებმა შეიძლება მიმართონ საგარეო პოლიტიკის კონკრეტულ საკითხებს, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვაში განვითარებულ მოვლენებს”, – ნათქვამია განცხადებაში. გარდა ამისა, შეხვედრაზე უკრაინის საკითხიც განიხილება, რომელსაც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეწვევა.

ომბუდსმენი: იზოლატორებსა და კლინიკებში მყოფი 227 პირი არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს

სახალხო დამცველის აპარატის განცხადების თანახმად, საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეები, 28 ნოემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით აპარატის წარმომადგენლებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში მოთავსებული მოქალაქეებიდან 227 არასათანადო მოპყორობაზე მიუთითებს. ომბუდსმენის ცნობით, ხილული დაზიანებები 158 პირს აღენიშნებოდა. სახალხო დამცველის აპარატის თქმით, 28 ნოემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით ჯამში 362 მოქალაქე მოინახულეს.

ვადაგადაცილებული სესხები 2 მლრდ ლარს აჭარბებს – რამდენი ადამიანია ე.წ. „შავ სიაში“

„კრედიტინფოს“ 2024 წლის ნოემბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 183 075 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 356 480-ს შეადგენს. ვადაგადაცილებული სესხები წინა თვესთან შედარებით შემცირდა და 2 075 476 652 ლარი შეადგინა. 2024 წლის ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 936 666 ადამიანს აქვს, ჯამში 49 477 744 079 ლარის მოცულობის. მსესხებლების […]

„ამ ეტაპზე, ძალიან რთულია, საქართველოში ფულის ჩადება ვინმეს ურჩიო“ – ინტერვიუ გოგა მელიქიძესთან (bm.ge)

ეკონომიკური კრიზისის ციცაბოს წინაშე ვდგავართ, საიდანაც შეიძლება, უცებ ჩავსრიალდეთ და იქიდან ამოსვლა რთული იქნება“, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს ყოფილმა მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა გოგა მელიქიძემ BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა. გოგა მელიქიძე, რომელიც უკვე ნიკა გილაურის საკონსულტაციო კომპანია Reformatics-ის გუნდის წევრია, მიიჩნევს, რომ კრიზისულ სიტუაციას, რომელიც ახლა ქვეყანაშია, „ახალი არჩევნები და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება სიტუაციას […]