თეონა აქუბარდია – მოლდოვამ მიიღო 2 მლრდ დახმარება, საქართველომ კი, რომელსაც ორჯერ მეტის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის გამო, ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა

მოლდოვამ მიიღო 2 მლრდ დახმარება, საქართველომ კი, რომელსაც ორჯერ მეტის მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის გამო, ეს შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თეონა აქუბარდიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ივანიშვილის რეჟიმმა ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი მიიტაცა. „გაფართოების ანგარიშში ხაზგასმულია და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის მხარდაჭერას აგრძელებს და […]

თინა ბოკუჩავა – ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი არის უპირველესად ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მათი უფლებრივი მდგომარეობის შეფასება – ეს ვიზიტი არ შეეხება არჩევნების ან ხელისუფლების ლეგიტიმაციას

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი არის უპირველესად ქართველი ხალხის მხარდაჭერა და მათი უფლებრივი მდგომარეობის შეფასება, უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნა და საერთაშორისო დასკვნის დადება იმ არაადამიანურ, არაჰუმანურ მოპყრობაზე, რომელიც წამების ტოლფასად აქვთ შეფასებული ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს ვიზიტთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ალენ […]

კრწანისის რაიონის გამგებელმა 2024 წლის ანგარიში წარადგინა

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, კრწანისის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ საზოგადოებას მიმდინარე წლის განმავლობაში განხორციელებული ინფრასტრუქტურული, სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული პროექტების შესახებ ანგარიში წარუდგინა. მისი თქმით, 2024 წელს კრწანისის რაიონში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დასრულდა, მათ შორის, თაბორის ტურისტული ბილიკი, რომლის ღირებულებამ თითქმის 1 500 000 ლარი შეადგინა. სრულად რეაბილიტირდა ფირდოუსის ქუჩა. საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა 93 მისამართზე. […]

Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7950 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7950 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7950 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 18 დეკემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.8023 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9416 ლარია.

Royal Swinkels-ის და GCAP-ის $63-მილიონიან გარიგებაზე კონკურენციის სააგენტომ თანხმობა გასცა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „ჯორჯიან ბიერ ენდ ბევერიჯის ჰოლდინგის“ (ნიდერლანდური Royal Swinkels-ის შვილობილი კომპანია) მიერ შპს „გლობალ ბიერ ჯორჯიას“, შპს „გენუინ ბრევინგ კომპანის“, შპს „გლობალ ქოფი ჯორჯიასა“ და შპს „საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკის“ 100%-იანი წილების შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. GCCA-ის მიერ შეფასებული იქნა ლუდის, არაალკოჰოლური სასმელების და ყავის იმპორტის […]

ზელენსკიმ და მაკრონმა უკრაინაში საფრანგეთის სამხედრო კონტიგენტის გაგზავნა განიხილეს

საფრანგეთისა და უკრაინის პრეზიდენტებმა, ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლური ჯარების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე ავრცელებს. „ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. გვქონდა დეტალური დისკუსია, რომელიც ფოკუსირებული იყო ძირითად პრიორიტეტებზე რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის პოზიციის შემდგომი გაძლიერებისთვის. მკაფიო აქცენტი რჩება საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ვიზიარებთ საერთო ხედვას: საიმედო […]

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21 მლრდ დოლარს გადააჭარბა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 21 112.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.6 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 6 010.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 7.9 პროცენტით), ხოლო იმპორტი 15 101.7 მლნ. აშშ დოლარს (გაიზარდა 6.1 პროცენტით). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2024 წლის იანვარ – […]

რა საკითხებზე ესაუბრა ირაკლი კობახიძე თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის მენეჯმენტს?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ADP ჯგუფის წევრი TAV Airports-ის მენეჯმენტს შეხვდა, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „მსხვილი ფრანგული ჰოლდინგის ხელმძღვანელმა პირებმა ირაკლი კობახიძეს არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. შეხვედრისას საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. კომპანიამ გამოთქვა სურვილი, დარჩეს საქართველოს ბაზარზე და […]

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა ჯამური ღირებულება სარეკორდო 196.45 მილიონ ევრომდე გაიზარდა

საქართველოს ნაკრების მოთამაშეთა ჯამური სატრანსფერო ფასი 196,45 მილიონ ევრომდე გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ასეთია სამენეჯერო ინტერნეტსააგენტო Transfermarkt-ის განახლებული მონაცემები. ზურიკო დავითაშვილის შეფასება ცნობილი იყო. „სენტ-ეტიენის“ ქართველი შემტევი ნახევარმცველის ფასი 5 მილიონიდან 8 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ახლა კი მატება სამ მოთამაშეს შეეხო: საბა ლობჟანიძის ფასი 4 მილიონი გახდა (3 მილიონი იყო), ხვიჩა კვარაცხელიასი – 85 მილიონი […]

მთავრობისგან მედიის დევნის კრიტიკას ერთი მიზეზი აქვს – მთავრობისგან მედიის დევნა – აშშ-ის საელჩო ბაქოში

შეერთებული შტატების საელჩო აზერბაიჯანში კვლავ აკრიტიკებს აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ დევნას. „საერთაშორისო კრიტიკა ხელისუფლების მიმართ, მის მიერ თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნის გამო ერთადერთი რამის შედეგია: ხელისუფლების მიერ თავისუფალი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნის“, – წერს საელჩო პლატფორმა X-ზე. აშშ-ის საელჩო 19 დეკემბერს გამოეხმაურა აზერბაიჯანის პროსახელისუფლებო ტელევიზიაში, AZTV-ში გასულ […]