ჩემი ცხოვრების პატივი იყო თქვენს პრეზიდენტად ყოფნა, პატივს ვცემ ამ თანამდებობას, თუმცა უფრო მეტად ჩემი ქვეყანა მიყვარს – ჯო ბაიდენი

მე პატივს ვცემ ამ თანამდებობას, თუმცა უფრო მეტად ჩემი ქვეყანა მიყვარს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოვალური კაბინეტიდან მიმართვისას განაცხადა. „ჩემო თანამემამულე ამერიკელებო, დღეს მე გელაპარაკებით ოვალური კაბინეტიდან. ამ წმინდა სივრცეში მე გარშემორტყმული ვარ არაჩვეულებრივი ამერიკელი პრეზიდენტების პორტრეტებით. თომას ჯეფერსონმა დაწერა უკვდავი სიტყვები, რომლითაც ხელმძღვანელობს ეს ერი; ჯორჯ ვაშინგტონი, რომელმაც გვაჩვენა, რომ პრეზიდენტები […]
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტიდან ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტი გაიწვიეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტიდან გაიწვიეს კანონპროექტი, რომელიც რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილში 10 000-მდე აპარტამენტის მშენებლობას და უცხოელებისთვის მიყიდვას ითვალისწინებდა. რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტის, Эхо Кавказа-ს ცნობით, ე.წ. აპარტამენტების კანონპროექტი მისივე ინიციატორმა დეპუტატებმა გაიწვიეს. გადაწყვეტილებას ხელს აწერს, დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარე ლაშა აშუბა. მარიონეტული პარლამენტის დე ფაქტო პრესამსახურის ცნობით, დეპუტატებმა გადაწყვეტილება “დაძაბულობის მოხსნისა და სტაბილურობის შენარჩუნების […]
რუსეთმა ხარკოვზე საარტილერიო იერიში მიიტანა, დაღუპულია ერთი ადამიანი

რუსეთის არმიამ ხარკოვის ოლქის კუპიანსკის რაიონის რამდენიმე სოფელზე სარაკეტო იერიში მიიტანა. დაბომბვის შედეგად, 48 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ერთი ადამიანი დაშავდა. თავდასხმისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის პროკურატურა ავრცელებს. გამოძიების ინფორმაციით, 25 ივლისს, დაახლოებით დილის 5 საათსა და 15 წუთზე რუსეთის ძალებმა საარტილერიო იერიში მიიტანეს კუპიანსკის რაიონის სოფელ პოდოლზე. ოკუპანტებმა ასევე FAB-1500 ტიპის საჰაერო ბომბით […]
ერთადერთი მიზანია საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება, სათავეში მოვიდეს ყველა დავალებაზე ხელის მომწერი აგენტურა და შეასრულოს მთავარი დავალება – ქვეყანა გახვიოს ომის ქარცეცხლში

ერთადერთი მიზანია საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება, სათავეში მოვიდეს ყველა დავალებაზე ხელის მომწერი აგენტურა და შეასრულოს მთავარი დავალება – ქვეყანა გახვიოს ომის ქარცეცხლში მეორე დღეა პოლიტიკური განხილვის საგანია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გამართული მოსმენა საქართველოს შესახებ. აქამდე შეგნებულად არ გვქონდა რეაგირება იმ უსამართლო ბრალდებებზე, რაც მრავლად ისმოდა წარმომადგენელთა პალატაში ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ, […]
იქამდე, სანამ გაგრძელდება ზეწოლა ხელისუფლებაზე, სანამ მაღალი ტრიბუნიდან კვლავ მოვისმენთ სიცრუესა და აბსურდზე დაფუძნებულ ბრალდებებს, ომის საშიშროება არსად გამქრალა
იქამდე, სანამ გაგრძელდება ზეწოლა ხელისუფლებაზე, სანამ მაღალი ტრიბუნიდან კვლავ მოვისმენთ სიცრუესა და აბსურდზე დაფუძნებულ ბრალდებებს, ომის საშიშროება არსად გამქრალა „იქამდე, სანამ გაგრძელდება ზეწოლა ხელისუფლებაზე, სანამ მაღალი ტრიბუნიდან კვლავ მოვისმენთ სიცრუესა და აბსურდზე დაფუძნებულ ბრალდებებს, ომის საშიშროება არსად გამქრალა. არაფერი, გარდა ერთი მიზნისა, საქართველოს დაუმსახურებელ კრიტიკას არ აქვს – ეს ერთადერთი მიზანია საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება, სათავეში […]
ქედის მუნიციპალიტეტში სამგზავრო ავტობუსი ავარიაში მოყვა, დაიღუპა ერთი ადამიანი

ქედის მუნიციპალიტეტში ერთმანეთს შეეჯახა ავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი. ავარიის დროს დაიღუპა მსუბუქი ავტომობილის მგზავრი, დაშავებულია კიდევ ერთი ადამიანი. ავტობუსი ბათუმი-ხულოს რეისზე მუშაობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით. ამ მუხლით ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება ადამიანი, რომლის მიზეზითაც ავარიის დროს ადამიანი დაიღუპება.
პესკოვი ივანიშვილზე ტერაქტის მომზადების საქმეზე: მიუღებელია ნებისმიერი მკვლელობის მცდელობა – ტერორისტული აქტი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ეხებოდა საქართველოს მმართველის პარტიის, ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ ტერორისტული აქტის მომზადების საქმეს. პესკოვმა თქვა, რომ მიუღებელია ნებისმიერი მკვლელობის მცდელობა, ტერაქტი, მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება მოქმედ პოლიტიკოსს. „მე არ შემიძლია კომენტარის გაკეთება, იმიტომ რომ დეტალები არ ვიცი. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ მკვლელობის […]
ბელარუსში ამნისტიით ხუთი პოლიტპატიმარი ქალი გაათავისუფლეს

ბელარუსის გომელის ქალთა მეოთხე კოლონიიდან გაათავისუფლეს ხუთი პოლიტპატიმარი ქალი, მათ შორის დარია ლოსიკი, რომელსაც ორი წელი ჰქონდა მისჯილი ექსტრემისტული საქმიანობისთვის ხელშეწყობის ბრალდებით. ამ ინფორმაციას ავრცელებს უფლებადამცავი პროექტი „გომელსკაია ვესნა“. უფლებადამცავების თანახმად, ლოსიკთან ერთად კოლონიიდან გამოუშვეს სვეტლანა ლუპაჩი, პოლინა პოლოვინკო, ტამარა ოსტრეიკო და ეკატერინა მადენკოვა. არსებული ცნობით, ისინი 3 ივლისს გათავისუფლეს ამნისტიის კანონით, რომელსაც ბელარუსის მმართველმა […]
ენმ-ის გასამართლების ფორმებზე არჩევნების შემდეგ ვისაუბრებთ — კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ძალის გასამართლებაზე საუბრობს. როგორც კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, ეს არის „ერთ-ერთი ეროვნული ამოცანა, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიჭრას“. „ნაცმოძრაობის“ ძალიან ბევრი წარმომადგენელი გასამართლდა მაღალ, საშუალო, დაბა დონეზე. მათ შორის, სააკაშვილი იხდის სასჯელს. ასობით ასეთი პირია სამ სხვადასხვა დონეზე, თუმცა ჩვენ აქ ვსაუბრობთ არსებითად პოლიტიკური ძალის გასამართლებაზე, […]
სკანდალი ოლიმპიადის გახსნამდე ერთი დღით ადრე – აქვს თუ არა მედროშე ოლგას ოლგას OnlyFans-ზე განთავსებული თამამი ფოტოები და ვიდეოები?

სკანდალი ოლიმპიადის გახსნამდე ერთი დღით ადრე – აქვს თუ არა მედროშე ოლგას ოლგას OnlyFans-ზე განთავსებული თამამი ფოტოები და ვიდეოები? 2024 წლის ოლიმპიადაზე კვიპროსის დელეგაციის ერთ-ერთი მედროშე ელენა კულიჩენკო სკანდალში გაეხვა. ბერძნულმა პორტალმა eReportaz-მა ჩაატარა გამოძიება და მივიდა დასკვნამდე, რომ კვიპროსის ნაციონალურმა კომიტეტმა იცოდა, რომ გოგონას OnlyFans-ზე აქაუნთი ჰქონდა და მისი წაშლაც მოსთხოვა, თუმცა უარი მიიღო. […]