არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს – “არსენალის” ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს

არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს – “არსენალის” ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს ცნობილმა რუსმა ფეხბურთელმა ანდრეი არშავინმა ადგილობრივ TASS-თან საუბარში წამოაყენა იდეა, რომ საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩი გაიმართოს. 7 ივლისს მინსკში, ლეგენდების შეხვედრების ეგიდით, რუსებმა ბელარუსთან 1:1 ითამაშეს, პენალტებში კი 5:4 იმარჯვეს. […]

მაია ბითაძე – სალომე ზურაბიშვილი შემთხვევით არის საქართველოს პრეზიდენტი – მინდა ჩემს სახელმწიფოს ვუსურვო, რომ დაცული იყოს სალომე ზურაბიშვილის მეორე ვადით პრეზიდენტად ყოფნისგან

სალომე ზურაბიშვილი შემთხვევით არის საქართველოს პრეზიდენტი დღეს – მინდა ჩემს სახელმწიფოს ვუსურვო, რომ დაცული იყოს სალომე ზურაბიშვილის მეორე ვადით პრეზიდენტად ყოფნისგან, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, მაია ბითაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი დღეს საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ იმიტომ არის, რომ მას “ქართული ოცნების” მხარდაჭერა ჰქონდა. “სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით ერთს ვიტყვი, აბსოლუტურად გულწრფელად, […]

ფოთის საკრებულოს წევრი ლაშა რუხაია მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვის შემდეგ – უაზრო კითხვები იყო, სიცილის მეტი არაფერი მიკეთებია – თუ გადატრიალებას დავაპირებ, დავაპირებ რუსეთში, მტერთან!

ვინც ამზადებს ამ ტერორისტულ აქტს, ის დაიბარონ, მე რა შუაში ვარ. კითხვები იყო, [ზურაბ ადეიშვილს] ვიცნობ თუ არა, – ამის შესახებ სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში მაგისტრატ მოსამართლესთან გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ფოთის საკრებულოს წევრმა ლაშა რუხაიამ განაცხადა. მისი განმარტებით, „უაზრო კითხვები“ დაუსვეს. „როგორც ტელეკომპანია „იმედზე” განაცხადეს, თითქოს, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ასევე გადატრიალებაო. მე პირადად, […]

„სემეკმა“ ელექტროენერგიის ბაზრის ყოველთვიური ანგარიშების გამოქვეყნება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის შესახებ ყოველთვიური ანგარიშების გამოქვეყნება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს. მათი ცნობით, ანგარიშების გამოქვეყნების მიზანია, საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირების ყოველთვიური შედეგებისა და მაჩვენებლების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირებულობა. „კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშებში წარმოდგენილია ინფორმაცია საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მოხმარების, […]

„ხალხის ძალა“ – „გამჭვირვალობის კანონი“ აშშ-სა და ევროპისთვის საქართველოზე „შარის მოსადებად“ ამორჩეული მიზეზია – ვიდრე ეს კანონი დაინიცირდებოდა, მათ უკვე ჰქონდათ შერჩეული ორი თემა საქართველოზე ზეწოლის განსახორციელებლად – „ვეტინგი“ და ცესკოს დისკრედიტაცია

ამჟამად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აშშ-სა და ევროპაში გაკეთებული კრიტიკული განცხადებები ძირითადად „გამჭვირვალობის კანონს“ შეეხება, თუმცა აქ კანონი არაფერ შუაშია. საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ საქართველომდე მსგავსი კანონი დასავლელი პარტნიორი ქვეყნების არაერთმა ხელისუფლებამ მიიღო, თუმცა, არც ერთი კრიტიკული განცხადება არ მოგვისმენია, მაგალითად, საფრანგეთის მიმართ, სადაც ბევრად უფრო მძიმე ფორმით ისჯება გარე ჩარევა და გაუმჭვირვალე ფინანსები, ვიდრე […]

„ხალხის ძალა“ – იქამდე, სანამ გაგრძელდება ზეწოლა ხელისუფლებაზე, სანამ მაღალი ტრიბუნიდან კვლავ მოვისმენთ სიცრუესა და აბსურდზე დაფუძნებულ ბრალდებებს, ომის საშიშროება არსად გამქრალა

იქამდე, სანამ გაგრძელდება ზეწოლა ხელისუფლებაზე, სანამ მაღალი ტრიბუნიდან კვლავ მოვისმენთ სიცრუესა და აბსურდზე დაფუძნებულ ბრალდებებს, ომის საშიშროება არსად გამქრალა. არაფერი, გარდა ერთი მიზნისა, საქართველოს დაუმსახურებელ კრიტიკას არ აქვს – ეს ერთადერთი მიზანია საქართველოში შეიცვალოს ხელისუფლება, სათავეში მოვიდეს ყველა დავალებაზე ხელის მომწერი აგენტურა და შეასრულოს მთავარი დავალება – ქვეყანა გახვიოს ომის ქარცეცხლში, – ამის შესახებ „ხალხის […]

მაია ბითაძე – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენი ქვეყანა აღარ არის ისეთი სუსტი, როგორიც წლების წინ იყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე და ჩვენი ქვეყანა აღარ არის ისეთი სუსტი, როგორიც წლების წინ იყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მაია ბითაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც სუს-ში დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, „გამოძიების საბოლოო შედეგებს ძალიან მალე ვიხილავთ“. „არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობს ჩვენი ე.წ. ოპოზიცია, რომელიც დღენიადაგ არის დაკავებული იმით რომ […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინელებისთვის უკვე მიღწევაა, რომ ომისა და რუსული ტერორის მიუხედავად, ოლიმპიურ თამაშებში ვმონაწილეობთ

უკრაინელებისთვის უკვე მიღწევაა, რომ ომისა და რუსული ტერორის მიუხედავად, ოლიმპიურ თამაშებში ვმონაწილეობთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „უკრაინელებისთვის უკვე მიღწევაა, რომ ომისა და სრულმასშტაბიანი რუსული ტერორის მიუხედავად, ჩვენ მოვემზადეთ და თამაშებში ვმონაწილეობთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინამ პარიზში, ოლიმპიური თამაშებისთვის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მცირე რაოდენობის, 140 უკრაინელი სპორტსმენისგან შემდგარი გუნდი გაგზავნა. შეგახსენებთ, […]

ერთ-ერთი მოკლული ძალოვანი უწყების თანამშრომელია – მედია

ახმეტის რაიონში ორი მოკლულიდან, ტვ პირველის ცნობით, ერთი, 29 წლის არჩილ გაწერიძე ძალოვანი უწყების თანამშრომელია (სავარაუდოდ სუს-ის თანამშრომელი). სისხლიანი გარჩევა ლუდსახარშის ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, ძალოვანი კახეთში დასასვენებლად იყო ჩასული. ირკვევა, რომ თელავში, სოფელ ლალისყურში, მკვლელობაში ბრალდებულმა თანასოფლელებს ორი იარაღიდან გაუხსნა ცეცხლი. არჩილ გაწერიძე სასწრაფო დახმარების ბრიგადას გარდაცვლილი დახვდა, ხოლო 52 წლის […]

მთავრობა „წარმატებული ქართველების დაფასებისთვის“ 250 000 ლარს დახარჯავს

საქართველოს მთავრობის 18 ივლისის განკარგულებით, მთავრობა სარეზერვო ფონდიდან „წარმატებული ქართველების დაფასებისა და მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის“ გასამართი ღონისძიებისთვის 250 000 ლარს დახარჯავს. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ ამისათვის ფინანსები მთავრობის ადმინისტრაციას სარეზერვო ფონდიდან ფინანსთა სამინისტრომ გამოუყო: „წარმატებული ქართველების დაფასებისა და მათი პროფესიების პოპულარიზაციისთვის გასამართი ღონისძიებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ […]