ალუდა ღუდუშაური – ნებისმიერი საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ხელისუფლებას მოქმედებებს ეხება, ვისურვებდი, რომ კონკრეტული იყოს და ამ სიტყვებისა და კრიტიკის მიღმა, არ იყოს სიცარიელე

ნებისმიერი საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის და ხელისუფლებას მოქმედებებს ეხება, ვისურვებდი, რომ იყოს კონკრეტული და ამ სიტყვებისა და კრიტიკის მიღმა, არ იყოს სიცარიელე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოსა და მოლდოვაში 2024 წლის არჩევნებამდე არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე გამართულ მოსმენაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ღუდუშაურის თქმით, იმ ადამიანების მომავალი საქართველოში, […]

ტაიფუნის შედეგად, ფილიპინების სანაპიროსთან ახლოს, 1.5 მილიონი ლიტრი საწვავით დატვირთული გემი იძირება

ტაიფუნის შედეგად, ფილიპინების სანაპიროსთან ახლოს, საწვავით დატვირთული გემი იძირება. როგორც Reuters წერს, გემზე 1.5 მილიონი ლიტრი ინდუსტრიული საწვავი იყო განთავსებული. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გემ MT Terra Nova-ზე მყოფი ეკიპაჟის ერთი წევრი ზღვაში დაიკარგა, დანარჩენი 16 მეზღვაური კი სამაშველო ოპერაციის შედეგად გადაარჩინეს. გადაღებული ფოტოებიდან ჩანს, რომ გემიდან გადაღვრილი საწვავი 2 საზღვაო მილის არეალში გავრცელდა. ტაიფუნი […]

ნიდერლანდები და დანია უკრაინას ტანკებს გადასცემენ

ნიდერლანდები და დანია უკრაინას ტანკებს გადასცემენ, – ამის შესახებ ინფორმაციას ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ნიდერლანდების თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ზაფხულის ბოლომდე უკრაინაში ლეოპარდ 2A4-ის 14 ტანკს გაგზავნის. ტანკები, რომელიც ნიდერლანდებმა დანიასთან ერთად გასულ წელს შეიძინა, გერმანულმა კონცერნმა, Rheinmetall-მა შეაკეთა.

ზურაბ ადეიშვილი, ივანიშვილი და ქართველი მებრძოლები – სუსში დაბარებების სერია გრძელდება

უკრაინაში მებრძოლი ლაშა რუხაია თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე გამოიკითხა – ქართველი ჯარისკაცის და საკრებულოს დეპუტატის დაკითხვა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. როგორც ლაშა რუხაია ჟურნალისტებთან საუბრის დროს აცხადებს, სუს-ი დაინტერესდა იმით, აქვთ თუ არა კომუნიკაცია უკრაინაში ქართველ მებრძოლებს ზურაბ ადეიშვილთან. ლაშა რუხაიას ცნობით, კითხვები ასევე ქართული ლეგიონის ხელმძღვანელ მამუკა მამულაშვილისა და მიხეილ ბატურინის […]

ბაიროითში იწყება რიხარდ ვაგნერის ფესტივალი

გერმანიაში, ბაიროითში, იწყება სახელგანთქმული რიხარდ ვაგნერის მუსიკის ფესტივალი. 25 ივლისს ფესტივალი იხსნება ოპერის, „ტრისტან და იზოლდას“ ახალი ინსცენირებით, რომელიც ეკუთვნის ოპერისა და თეატრის ისლანდიელ რეჟისორს, თორლაიფურ იორნ არნარსონს. წარმოდგენის მუსიკალური ხელმძღვანელია დირიჟორი სემიონ მიჩკოვი, 1975 წელს აშშ-ში ემიგრირებული, წარმოშობით რუსი მუსიკოსი, რომელიც, სხვათა შორის, ჩეხეთის ფილარმონიის მთავარი დირიჟორია. ბაიროითში სტუმართა შორისაა გერმანიის კულტურის მინისტრი კლაუდია […]

გამოძიება დაიწყო სოფელ სუფსაში „მთავარი არხის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ფაქტზე

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში თავს დაესხნენ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ლადო მენაბდეს და ოპერატორს, მანუჩარ მჟავანაძეს. ტელეკომპანიის ცნობით, ლადო მენაბდეს ექიმების დახმარება დასჭირდა. მენაბდის თქმით, თავდასხმაში ოთხი ადამიანი მონაწილეობდა. „ერთი ადამიანი მოვიდა ჯერ, მანქანით. აქ, ცენტრში, ვიდექი ზუსტად. მოგვაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაიწყო გინება “მთავარი არხის” მისამართით, შემდეგ გარკვეული პიროვნებების მისამართით. არ მივაქციეთ ყურადღება, სამწუხაროდ, ეს ჩვეულებრივი […]

აჭარასა და კახეთში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარასა და კახეთში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეებში, მოქალაქეს, ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო სპეციალურ შენობა-ნაგებობაში ჰქონდა მოწყობილი. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოში, მოქალაქის საცხოვრებელი სახლის ეზოში გამოვლენილი ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქროს […]

საბანკო დეპოზიტები 54.83 მლრდ ლარამდე გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2024 წლის ივნისის ბოლოსათვის 54.83 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.85 მლრდ ლარით, ანუ 3.49%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.36%-ით მეტი). ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 885.53 მლნ ლარით, ანუ 3.84%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.69%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები […]

საქართველოში პირველი ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი გაიხსნა

„საქართველოს მთავრობა, ბოლო წლების განმავლობაში, კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე აქტიურად მუშაობს – ეს არის ჩვენი რეფორმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, მათ შორის საინვესტიციო ფონდების შესახებ რეფორმა, რომელზეც მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად მჭიდროდ თანამშრომლობდა და ოთხი წლის თავზე პირველი საინვესტიციო ფონდის დაფუძნება ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“ – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა საქართველოში პირველი ავტორიზებული […]

სემეკმა ელექტროენერგიის ბაზრის ყოველთვიური ანგარიშების გამოქვეყნება დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის შესახებ ყოველთვიური ანგარიშების გამოქვეყნება დაიწყო. ანგარიშების გამოქვეყნების მიზანია საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირების ყოველთვიური შედეგებისა და მაჩვენებლების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირებულობა. კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშებში წარმოდგენილია ინფორმაცია საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავებისა და მოხმარების, ელექტროენერგიის საბითუმო, ტრანსსასაზღვრო, საცალო ბაზრების მიმდინარე ტენდენციებისა და მაჩვენებლების შესახებ. ამ ეტაპზე, ვებგვერდზე […]