ტერაბანკი თვითდასაქმებულებს მათზე მორგებულ სესხებს სთავაზობს

ტერაბანკი თვითდასაქმებულებს იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებს სთავაზობს. ამ ეტაპზე პროდუქტებით სარგებლობა ძიძებს, ტაქსის მძღოლებს, სტომატოლოგებს, რეპეტიტორებს, სტილისტებსა და მკერავებს შეუძლიათ. ამ პროფესიების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საქმიანობებიდან მიღებული შემოსავლის საფუძველზე ნებისმიერი მიზნობრიობით აიღონ სესხი და თანხა საკუთარი პირადი საჭიროებების შესაბამისად ან საქმიანობის განვითარებისთვის გამოიყენონ. “ჩვენი მიზანია მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და მომსახურება შევთავაზოთ. მიუხედავად იმისა, […]
2985 კილოვატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურები „მზიანი ველისგან“ – 2024 წელს განხორციელებული პროექტები

მომავლის ტექნოლოგია, რომლის დანერგვაც ენერგოდამოუკიდებლობას მოგანიჭებთ – ეს მზის ელექტროსადგურია, რომელსაც მზის ელექტროსადგურების დეველოპერი კომპანია „მზიანი ველი“ უახლესი მიდგომებისა და თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით შეგირჩევთ, პროექტს შექმნის, დაგიმონტაჟებთ და მონიტორინგს გაუწევს. კომპანია წარმატებით ახორციელებს მასშტაბურ პროექტებს და მის ანგარიშზე უკვე არის ელექტროსადგურები, რომელთა ჯამური სიმძლავრეც 3 მეგავატია. „მზიანი ველის“ თანამშრომლებმა კვალიფიკაცია ისეთ ქვეყნებში აიმაღლეს, სადაც ინდუსტრია […]
DRG დაფინანსების მოდელის მიმდინარეობის საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში გაიმართა

სამედიცინო დაწესებულებების მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელის მიმდინარეობის საკითხზე მორიგი სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და მისი პირველი მოადგილე ლადო კახაძე შეხვდნენ. შეხვედრაზე, DRG-ის დაფინანსების სისტემა, არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრების […]
„მპ დეველოპმენტმა“, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, „თიბისი კაპიტალისა“ და „გალტ & თაგარტის“ ხელშეწყობით, სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა

კომპანია „მპ დეველოპმენტმა“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, „თიბისი კაპიტალისა“ და „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, 3 მილიონი ევროსა და 5 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები გამოუშვა, რომელთა განთავსებაც საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება. ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ევროს ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი – 7.75%-ით, დოლარის ობლიგაციების კი […]
“ორი დღის წინ მოახერხეს დაკავშირება და მესიჯის გამოგზავნა, რომ დაიკარგნენ ტყეში… ყველას დახმარება მჭირდება” – სვანეთში დაკარგული ახალგაზრდების ახლობელი საზოგადოებას მიმართავს

“ორი დღის წინ მოახერხეს დაკავშირება და მესიჯის გამოგზავნა, რომ დაიკარგნენ ტყეში… ყველას დახმარება მჭირდება” – სვანეთში დაკარგული ახალგაზრდების ახლობელი საზოგადოებას მიმართავს უკვე მეხუთე დღეა სვანეთში, ტყეში დაკარგულ ორ ახალგაზრდა ეძებენ, თუმცა ამ დრომდე მათი პოვნა ვერ ხერხდება. დაკარგულების ახლობელი, დათო ფარჯიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ბიჭებმა ორი დღის წინ შეძლეს მესიჯის გაგზავნა. ის საზოგადოებას […]
„ქართული ოცნების“ ახალ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი ჩაინიშნა

11:00 საათზე, „ქართული ოცნების“ ახალ ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი ჩაინიშნა. ბრიფინგს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამართავს. მისამართი: თბილისი, ვახტანგ გორგასლის #20
ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება

ტერორიზმისა და შეთქმულების საქმეზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება გრძელდება. მოწმეები გამოკითხვაზე დღესაც არიან დაბარებულები. საქმე ეხება უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტს. საქმეზე უკვე გამოიკითხა რამდენიმე მოწმე.
სვანეთში დაკარგული ახალგაზრდების ძებნა-შველის ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო

სვანეთში დაკარგული ახალგაზრდების ძებნა-შველის ოპერაციაში ვერტმფრენი ჩაერთო სვანეთში ორი მოქალაქის ძებნა-შველის ოპერაცია გრძელდება. სამძებრო სამუშაოებში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძებნა-შველის ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა.
ჰაერის ტემპერატურა 26-27 ივლისს მნიშვნელოვნად დაიკლებს – ნახეთ, პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო, 26- 27 ივლისს საქართველოში მოსალოდნელ ამინდს აქვეყნებს: 28 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი. 26 ივლისს დღის მეორე ნახევრიდან და 27 ივლისს კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 26 ივლისს დღის მეორე […]
ჟიგიმანტას პავილიონისი დავით ქაცარავას შეხვდა

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერ დავით ქაცარავას შეხვდა. ამის შესახებ პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს. „ჩემთვის დიდი პატივია ქართველ გმირსა და “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერთან, დავით ქაცარავასთან შეხვედრა. ის 2022 წელს რუსი დამპყრობლებისგან უკრაინაში ჰოსტომელის აეროპორტს იცავდა. 2024 წელს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტის გამო „ქართული კოშმარის“ სპეცრაზმმა სასტიკად სცემა“, – […]