თბილისში „საქსტატის“ 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია იმართება

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 105 წლის იუბილესა და გენდერული სტატისტიკის წარმოების 25-წლიან თარიღთან დაკავშირებით, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია – “გენდერული სტატისტიკა – ინკლუზიური განვითარების პროგრესის დაჩქარებისთვის“ (Accelerating progress towards inclusive development through gender statistics) იმართება. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, კონფერენცია, რომელიც საქსტატისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ტარდება, ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. […]

თენგიზ ნასარიძე – ხორბლის საჰექტარო მოსავლიანობა და ხარისხობრივი მაჩვენებლები, შარშანდელთან შედარებით, მნიშვნელოვნად გაზრდილია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ, ხორბლის მოსავლის აღების, დაბინავების და რეალიზაციის საკითხები ხორბლის მოსავლის დაბინავების მიმართულებით შექმნილი შტაბის წევრებთან და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება საჰექტარო მოსავლიანობის ზრდაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ წელს, რაოდენობასთან ერთად, ხორბლის ხარისხიც მაღალია. აღნიშნულის შეახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. […]

მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული ტელევიზია CCTV საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაცემას ამზადებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის CCTV გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიის 7 კაციანი ჯგუფი თბილისში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში მოგზაურობს. მათივე ცნობით, ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის წარმომადგენლები დედაქალაქის ისტორიულ უბნებს, ტურისტულ ადგილებს, მცხეთას, კახეთში ვენახებს, მარნებს, ქუთაისს, იმერეთის ეკლესია-მონასტრებს, კულტურულ ძეგლებს, წყალტუბოს, მარტვილის კანიონს, სამეგრელოში ადგილობრივ სამზარეულოს, […]

Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განათავსა

საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის „მწვანე ობლიგაციები“ ირლანდიის საფონდო ბირჟაზე EURONEXT Dublin-ზე განათავსა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯივიპი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, GGU პირველი კომპანიაა, რომელმაც საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე 2024 წლის მაისსა და ივნისში შენელებული აქტივობის შემდეგ, კვლავ გახსნა ქართული კომპანიებისთვის საერთაშორისო კაპიტალის ბაზრები. ხუთწლიანი მწვანე […]

ГРУ-ს ოფიცრის ავტომობილის აფეთქებაში ეჭვმიტანილი თურქეთიდან რუსეთში გადაიყვანეს

ГРУ-ს ოფიცრის მანქანის აფეთქებაში ეჭვმიტანილი, ევგენი სერებრიაკოვი თურქეთიდან რუსეთში, მოსკოვში გადაიყვანეს. რუსეთის მტკიცებით, სერებრიაკოვი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (СБУ) გადაიბირა. გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც ეჭვმიტანილი ამბობს, რომ СБУ რუსი ოფიცრის მკვლელობისთვის მას 10-დან 20 ათასამდე დოლარს დაჰპირდა. უცნობია რა გარემოებებში მოხდა ამ ჩვენების მიცემა. სერებრიაკოვი 24 ივლისს, მოსკოვში მომხდარი აფეთქების დღეს ბოდრუმში დააკავეს. თურქეთის შინაგამ საქმეთა მინისტრი […]

MVNO-ების ინფრასტრუქტურაზე დაშვების ვალდებულება სამივე ოპერატორს უნდა ჰქონოდა – რატი ახვლედიანი

“მაგთი” მობილური კომუნიკაციის ბაზარზე მნიშვნელოვანი ძალის მქონე მოთამაშედ გამოცხადდა – შესაბამისი გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ განხილვების შემდეგ მიიღო. კომისიის დაკვეთით ევროპელი ექსპერტების მიერ ჩატარებული ბაზრის ანალიზის თანახმად, მობილური საკომუნიკაციო ბაზარი არაკონკურენტულია, მომხმარებელთა ინტერესების დაცვისთვის კი მნიშვნელოვანია ბაზარზე კონკურენციის დონე გაიზარდოს. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად, მარეგულირებელმა “მაგთის” მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე ოპერატორის სტატუსი მიანიჭა და სპეციფიკური ვალდებულებები […]

Georgia Global Utilities-მა 300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის მწვანე ობლიგაციები განათავსა

საქართველოში არსებული წყალმომარაგების და ენერგეტიკული ობიექტების მმართველმა ჰოლდინგ კომპანია GGU-მ $300 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის „მწვანე ობლიგაციები“ ირლანდიის საფონდო ბირჟაზე EURONEXT Dublin-ზე განათავსა. GGU პირველი კომპანიაა, რომელმაც საერთაშორისო კაპიტალის ბაზარზე 2024 წლის მაისსა და ივნისში შენელებული აქტივობის შემდეგ, კვლავ გახსნა ქართული კომპანიებისთვის საერთაშორისო კაპიტალის ბაზრები. ხუთწლიანი მწვანე ობლიგაციების სარგებელი 8.875 %-ით განისაზღვრა, გამოშვებისა და განთავსების […]

როგორი ამინდი იქნება 26–27 ივლისს?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში 26-27 ივლისს +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 26 ივლისს დღის მეორე ნახევრიდან და 27 ივლისს კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 26 ივლისს დღის მეორე ნახევრიდან და 27 ივლისს კვლავ წვიმაა […]

უკრაინულმა მხარემ რუსების მიერ გაშვებული 20 დრონი ჩამოაგდო

უკრაინულმა მხარემ რუსების მიერ გაშვებული 20 დრონი ჩამოაგდო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა და 22 დრონი გაუშვეს, რომელთაგან 20 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. უკრაინელებმა დრონები ხერსონის, ჟიტომირის, ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში გაანადგურეს.

გიორგი კაჭარავა – აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს

„აპარტამენტების შესახებ“ კანონის მიღება-არმიღების თემა რატომაა ასე მიუღებელი აფხაზეთში დარჩენილი მოსახლეობისათვის, სავარაუდოდ, რატომ მოითხოვს მოსკოვი სოხუმისაგან აფხაზეთის აღმოსავლეთ რეგიონების რუსული ფინანსებით განვითარებას, თუ ამ კანონის მიღების შემდეგ სრულად ამოქმედდა კანონები „ინვესტიციების შესახებ,“ სავარაუდოდ, საბოლოო ჯამში რა სურათს მივიღებთ აფხაზეთში, „ინტერპრესნიუსი“ საერთაშორისო უსაფრთხოებისა და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს, გიორგი კაჭარავას ესაუბრა. – ბატონო გიორგი, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. […]