რამდენ ლარად იყიდით დოლარს და ევროს – ვალუტის კურსი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7160 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7160 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მოქმედებდა, 2.7152 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9469 ლარია. მაშინ, როცა მოქმედი კურსი 2.9446 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს […]

26 ივლისს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 26 ივლისს, თბილისის უბნების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება: საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), უნივერსიტეტის, გოძიაშვილისა და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიისა და კვაჭაძის ქუჩის […]

წელს ხორბლის საჰექტარო მოსავლიანობა გაცილებით მაღალია, უკეთესია ხარისხიც და ფასიც მეტია – მინისტრის მოადგილე

წელს, შარშანდელთან შედარებით, ხორბლის საჰექტარო მოსავლიანობა გაცილებით მაღალია, უკეთესია ხარისხიც და შესაბამისად, გასულ წელთან შედარებით, ფასიც მეტია, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძემ, ხორბლის მოსავლის დაბინავების მიმართულებით შექმნილი შტაბის წევრებთან და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა. მინისტრის მოადგილემ ყურადღება საჰექტარო მოსავლიანობის ზრდაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ წელს, რაოდენობასთან ერთად, […]

რუსეთში YouTube-ის მუშაობის 70%-ით შენელებას გეგმავენ

რუსეთში YouTube-ის მუშაობის 70%-ით შენელებას გეგმავენ. ამის შესახებ განცხადება რუსეთის სახელმწიფო დუმის კავშირისა და IT-ის კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ხინშტეინმა განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე კვირის ბოლომდე სტაციონარულ კომპიუტერებზე YouTube-ის მუშაობა 40%-ით შეიძლება შენელდეს, ხოლო შემდეგი კვირის ბოლომდე – 70%-ით. ხინშტეინის თქმით, აღნიშნული ზომა “მხოლოდ “დესკტოპის” ვერსიებს შეეხება, მობილურ კავშირს კი ჯერ არა. რუსული სახელმწიფო გამოცემა “კომერსანტის” […]

„მპ დეველოპმენტმა“ €3 მლნ და $5 მლნ ობლიგაციები გამოუშვა, რომელთაც საქართველოს საფონდო ბირჟაზე განათავსებს

კომპანია „მპ დეველოპმენტმა“, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თიბისი კაპიტალისა და გალტ & თაგარტის მხარდაჭერით, 3 მილიონი ევროსა და 5 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები გამოუშვა, რომელთა განთავსებაც საქართველოს საფონდო ბირჟაზე იგეგმება. ევროს ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი – 7.75%-ით, დოლარის ობლიგაციების კი 8.75%-ით განისაზღვრა. ფასიანი ქაღალდები განკუთვნილია როგორც […]

ტერაბანკი თვითდასაქმებულებს მათზე მორგებულ სესხებს სთავაზობს

ტერაბანკი თვითდასაქმებულებს იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებს სთავაზობს. ამ ეტაპზე პროდუქტებით სარგებლობა ძიძებს, ტაქსის მძღოლებს, სტომატოლოგებს, რეპეტიტორებს, სტილისტებსა და მკერავებს შეუძლიათ. ამ პროფესიების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ საქმიანობებიდან მიღებული შემოსავლის საფუძველზე ნებისმიერი მიზნობრიობით აიღონ სესხი და თანხა საკუთარი პირადი საჭიროებების შესაბამისად ან საქმიანობის განვითარებისთვის გამოიყენონ. „ჩვენი მიზანია მომხმარებლებს მათ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტები და მომსახურება შევთავაზოთ. მიუხედავად იმისა, […]

მსოფლიოში ყველაზე რეიტინგული ტელევიზია CCTV საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ გადაცემას ამზადებს

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის CCTV გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს. მსოფლიოში ყველაზე მაღალრეიტინგული ტელევიზიის 7 კაციანი ჯგუფი თბილისში, კახეთში, იმერეთში, სამეგრელოსა და აჭარაში მოგზაურობს. ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიის წარმომადგენლები დედაქალაქის ისტორიულ უბნებს, ტურისტულ ადგილებს, მცხეთას, კახეთში ვენახებს, მარნებს, ქუთაისს, იმერეთის ეკლესია-მონასტრებს, კულტურულ ძეგლებს, წყალტუბოს, მარტვილის კანიონს, სამეგრელოში ადგილობრივ სამზარეულოს, კოლხეთის ეროვნულ პარკს, პალიასტომის ტბას, ბათუმს, […]

მიქაუტაძე VS საზონოვი – ქართველის დაბრუნება “ლიონში” და საბას წასული კონკურენტები…

საბა საზონოვის “ტორინო” მომავალი სეზონისთვის ემზადება. გუნდს ლადო ახალაია-უმცროსი დაუბრუნდა. 22 წლის ფორვარდი იჯარით ლუქსემბურგის “ჰესპერანჯში” გამოდიოდა. ლადო “ტორინოს” 2021 წლიდან ეკუთვნის, ჯერ ის იჯარით ბელგიურ “ვირტონში” თამაშობდა. მოგეხსენებათ, ახალაიამ არჩევანი მოლდოვის ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა. ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში იყო, თუმცა ჯერ არ უთამაშია (ასაკობრივში ითამაშა). სხვათა შორის, მას არჩევანის რუმინელთა სასარგებლოდ გაკეთებაც შეეძლო. მისი […]

ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლის” ვარჯიშზე ახალი ნომრით გამოჩნდა [PHOTO]

“ნაპოლის” გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ “პარტენოპეისთან” ერთად ახალი სეზონისთვის მომზადება დაიწყო. მოგეხსენებათ, “კვარა” “ნაპოლიში” 77-ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა. ქართველი გუნდის ვარჯიშზე 7-ნომრიანი მაისურით გამოჩნდა.

Samsung Galaxy Z Fold6 და Z Flip6: Galaxy AI-ის ახალი ეტაპი

გამოცადე Galaxy AI-ს შესაძლებლობები ახლა უკვე დასაკეც სმარტფონებზე. 10 ივლისს, Samsung Electronics-მა პარიზში წარადგინა სრულიად ახალი Galaxy Z Fold6 და Galaxy Z Flip6 წლის დასაწყისში, Samsung-მა წამოიწყო AI-ის ახალი ეპოქა Galaxy AI-ის წარდგენით. ახლა კი, თავის დასაკეც მოწყობილობებთან ერთად, Galaxy AI გადადის შემდეგ ეტაპზე. “Samsung-ს ინოვაციების ხანგრძლივი ისტორია აქვს, რამაც მოგვცა საშუალება, ვიყოთ ლიდერები, შევქმნათ […]