„ხორბლის მოსავალი, ჰექტარზე, საშუალოდ, 3.5 ტონა ფიქსირდება, რაც კარგი მაჩვენებელია“ – პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე

„ხორბლის მოსავალი, ჰექტარზე, საშუალოდ, 3.5 ტონა ფიქსირდება, რაც კარგი მაჩვენებელია“, – ამის შესახებ პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ ხორბლის მოსავლის დაბინავების მიმართულებით შექმნილი შტაბის წევრებთან და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრაზე პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ პურ-პროდუქტების მიმართულებით ქვეყანაში სტაბილური სიტუაციის შენარჩუნებაზე ისაუბრა. „გასულ წლებთან შედარებით, წელს სიტუაცია უკეთესია. ხორბლის მოსავალი, ჰექტარზე, […]
ევროკომისია კრძალავს რუსებთან აქტივების გაცვლაში მონაწილეობას

ევროკავშირის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აეკრძალათ მონაწილეობა ინვესტორებს შორის აქტივების გაცვლის სქემაში, რომელიც რუსეთმა შესთავაზა ანგარიშსწორების ნაციონალური დეპოზიტარის გარიგებაში ჩართვით, რომელიც უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის გამოა სანქცირებული. ამის შესახებ საუბარია ფინანსური სტაბილურობის, მომსახურებისა და კაპიტალის ბაზრის დარგში ევროკავშირის გენერალური დირექტორის განმარტებით ბარათში, რომელიც ევროკომისიამ 24 ივლისს გამოაქვეყნა. „არავითარი სახსრები ან ეკონომიკური რესურსი, არც პირდაპირ და […]
„მწვანე სახლი ცემში“ გაფართოვდა და უახლოეს 5 წელიწადში კიდევ ერთი საოჯახო სასტუმროს გახსნას გეგმავს

პროფესიით არქიტექტორ-დიზაინერმა, ლელი შევჩენკომ ბორჯომის ხეობაში 100-წლოვანი ხის სახლის რესტავრაცია-კონსერვაცია 10 წლის წინ დაიწყო და თანამედროვეობას ისე მოარგო, რომ მისთვის არც ავთენტიკურობა დაეკარგა და საცხოვრებლადაც კომფორტული ყოფილიყო. საბოლოოდ შეიქმნა საოჯახო სასტუმრო – „მწვანე სახლი ცემში“, რომელსაც წელს იმავე ეზოში ეკო-კოტეჯიც შეემატა. ლელი და მისი მეუღლე – ჟურნალისტი, ბეგი ლოგუა, ამაზე გაჩერებას არ აპირებენ და, უახლოეს […]
„მადლობა ბიჭებს“ – საქართველოს რკინიგზის მატარებლები თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალი ბრენდირებით იმოძრავებენ

სამგზავრო მატარებლების ფანჯრები ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ფოტოებით დაიბრენდა. კომპანია კიდევ ერთხელ მადლობას უხდის ქართველ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებისთვის. ბრენდირებული მატარებლები ბათუმის რეისებზე მთელი სეზონის განმავლობაში იმოძრავებენ.
ლილოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობისთვის დაკავებულმა ოთარ ცინდელიანმა ჩვენების მიცემაზე უარი თქვა და განაცხადა, რომ დუმილის უფლებას იყენებს

ლილოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის დაკავებული შეყვარებულის, ოთარ ცინდელიანის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბრალდებული 2021 წელს ესპანეთში ძარცვის ბრალდებით იყო დაკავებული. აღნიშნულის შესახებ ვეფხვაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა. მან ესპანეთის სახელმწიფოსგან ოთარ ცინდელიანის შესახებ გამოთხოვილი საქმის მასალების დამატებითი მტკიცებულების სახით საქმეზე დართვა მოითხოვა. როგორც პროკურორმა განმარტა, მათ ესპანეთის კომპეტენტური ორგანოებიდან დოკუმენტაცია გამოითხოვეს. […]
დონალდ ტრამპი – პრეზიდენტ ზელენსკის ვუთხარი, რომ ჩვენ ეს ომი უნდა დავასრულოთ – ეს ომის მანქანაა, მათ დაამარცხეს ჰიტლერი, დაამარცხეს ნაპოლეონი

პრეზიდენტ ზელენსკის ვუთხარი, რომ ჩვენ ეს ომი უნდა დავასრულოთ, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა. „პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა და ჩვენ კარგი საუბარი გვქონდა. მე მას ვუთხარი, რომ ჩვენ ეს ომი უნდა დავასრულოთ, ეს ომის მანქანაა, თქვენ ომის მანქანას უპირისპირდებით. ეს არის ის, რასაც ისინი […]
ადამ კინზინგერი – საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“ – დაიბრუნეთ თქვენი ქვეყანა კორუმპირებული ივანიშვილისგან, აშშ-ის მთავრობამ მას სანქციები უნდა დაუწესოს

დაიბრუნეთ თქვენი ქვეყანა კორუმპირებული ივანიშვილისგან, აშშ-ის მთავრობამ მას სანქციები უნდა დაუწესოს, – ამის შესახებ ყოფილი ამერიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელში წერს. „ქართული ოცნების“ პარტია კორუმპირებულია და რუსეთთან თანამშრომლობს. ქართველებს სიტუაციის გამოსწორების შანსი აქვთ. თუ ამას არ გააკეთებენ, ვშიშობ, რომ საქართველო დაიკარგება. საქართველო, დაამარცხე „ქართული ოცნება“. დაიბრუნეთ თქვენი ქვეყანა კორუმპირებული ივანიშვილისგან. აშშ-ის მთავრობამ მას სანქციები […]
გორის მუნიციპალიტეტიდან ახალგაზრდები ბაკურიანის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრნენ

გორის მუნიციპალიტეტიდან ახალგაზრდები ბაკურიანის საზაფხულო ბანაკში გაემგზავრნენ. გორის მერიის ინფორმაციით, მოზარდები დღეს, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა და საკრებულოს წევრმა გიგა გელაშვილმა გააცილეს. ბაკურიანში კონკურსის წესით შერჩეული 150 – მდე ახალგაზრდა სამ ეტაპად გაემგზავრება. ისინი ბანაკში 5 სრული დღე დარჩებიან. „პროექტის მიზანია თვითმმართველობის პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა. ბანაკში ახალგაზრდებს ჩაუტარდებათ ტრენინგები ეფექტური კომუნიკაციის, […]
ქუთაისში საჯარო ხელოვნების ფესტივალი მიმდინარეობს

ქუთაისის საჯარო ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში თანამედროვე ქორეოგრაფიული წარმოდგენა – „ქალაქები მოძრაობენ“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტი ნათია ჩიკვაიძისა და ადამ კოჰანის შემოქმედებითმა დასმა წარადგინა. „ექსპერიმენტული ტიპის, თანამედროვე ქორეოგრაფიული პროექტი ქუთაისის საზოგადოებრივი სივრცისთვის საგანგებოდ შეიქმნა და ქალაქის ურბანული მრავალფეროვანი შრეებისა და შინაარსების თემას ეხება. ქორეოგრაფიული ნამუშევარი მოგვითხრობს იმაზე, თუ როგორ გამოიყურება […]
სასამართლოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის დაკავებული შეყვარებულის, ოთარ ცინდელიანის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლილოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის დაკავებული შეყვარებულის, ოთარ ცინდელიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დასრულდება. პროკურატურას დასაკითხ მოწმეთა სიაში ჰყავს ბრალდებული ოთარ ცინდელიანი, თუმცა უცნობია, მისცემს თუ არა ის სასამართლოში ჩვენებას. საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განმარტებით, ბრალდების მხარეს ცინდელიანთან ბევრი შეკითხვა აქვს. დღევანდელ სხდომაზე ასევე, […]