“საგზლად ერთი პური და თხილი აქვთ წაღებული” – რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი დაკარგულ ახალგაზრდებზე

უკვე მეექვსე დღეა სვანეთში, ტყეში დაკარგულ ორ ახალგაზრდას ეძებენ, თუმცა ამ დრომდე მათი პოვნა ვერ ხერხდება. ორი მოქალაქის დაკარგვის შესახებ 112-ში შეტყობინება 24 ივლისს შევიდა. სამძებრო სამუშაოებში დილიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ძებნა-შველის ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების, თბილისის, იმერეთისა და მესტიის სამთო სამაშველო ძალები და სამაშველო დრონები არიან ჩართულები. ადგილობრივების […]
მელანია ტრამპი მემუარებს გამოსცემს

მელანია ტრამპი მემუარებზე მუშაობს. ამის შესახებ NBC News-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის ყოფილი პირველი ლედის წიგნი შემოდგომაზე, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე გამოვა. ცნობილია მემუარების სახელწოდებაც – „მელანია“. ტრამპის ვებგვერდზე ნამუშევარს ახასიათებენ, როგორც „იმ ქალის პირად პორტრეტს, რომელიც არაჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს“. მელანიას მემუარებში წარმოდგენილი იქნება ოჯახური ფოტოები და პირადული ისტორიები, რომლებიც მას საზოგადოებასთან აქამდე არ […]
ზელენსკის ვუთხარი, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი – ტრამპი

ზელენსკის ვუთხარი, რომ ჩვენ უნდა დავასრულოთ ეს ომი, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში. „[ვუთხარი], რომ ეს [რუსეთი] სამხედრო მანქანაა, რომ თქვენ წინაშე სამხედრო მანქანაა. ისინი [რუსები] ომებს აწარმოებენ. მათ დაამარცხეს ჰიტლერი. მათ დაამარცხეს ნაპოლეონი. და [უკრაინის შეიარაღებული ძალების] საგაზაფხულო კონტრშეტევა არც შემდგარა“, – აღნიშნა დონალდ […]
ოლიმპიადის გახსნამდე საფრანგეთის რკინიგზას შეუტიეს — შეჩრებულია რეისები

საფრანგეთის მაღალსიჩქარიან სარკინიგზო ქსელზე წინასწარგანზრახული შეტევაა, რამაც სისტემის მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია პარიზის ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე. ინფორმაციას ამის შესახებ სარკინიგზო კომპანია SNCF ავრცელებს. BBC-ის ცნობით, შეფერხების შედეგად შეჩერებულია არაერთი რეისი, რამაც გამოიწვია რიგები სარკინიგზო სადგურებში. საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა ისაუბრა „კრიმინალურ ქმედებებზე“, რამაც ადამიანთა შვებულებისა და დასვენების გეგმებს პრობლემები შეუქმნა. SNCF-ის ინფორმაციით, სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართულად […]
მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე რაინჰოლდ მესნერის, მასტერკლასი წარმატებით გაიმართა

კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის ხელშეწყობით მოკლემეტრაჟიანი და სამთო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი მესტიაში მეოთხედ ტარდება. ფესტივალი 23 ივლისს რაინჰოლდ მესნერის ფილმით გაიხსნა და 27 ივლისს თინათინ ყაჯრიშვილის ოსკარზე ნომინირებული ფილმით „მოქალაქე წმინდანი“ დაიხურება. მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციაში უჩვენეს სხვადასხვა ქვეყნის კინონამუშევრები – ჩეხი, სომეხი, თურქი და ესტონელი რეჟისორების მოკლემეტრაჟიანი ფილმები: „პირველი ღამე“, „მჟავე“, […]
სვანეთში დაკარგული ახალგაზრდების ძებნა გრძელდება

გოგიტა ფარჯიანი და გიორგი გვიჩიანი ადგილობრივებმა ბოლოს კვირას, 21 ივლისს, ნახეს. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეგნიდან, სადაც ისინი ბოლოს შენიშნეს, ქვემო სვანეთის სოფელ მწდიმდე (სადაც უნდა ჩასულიყვნენ) გასავლელი ჯამში 28 კილომეტრია. ამ გზის ნახევარი, დაახლოებით 14 კილომეტრი, ტყეა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ გაუვალ ტყეში დათვები ბინადრობენ. სოფელ ზეგანში მცხოვრები თამარ მარგიანი ამბობს, რომ, როცა გოგიტა ფარჯიანსა […]
14 000 უნიკალური რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს – რას სთავაზობს სტარტაპი „ვიარო“ მომხმარებელს?

სტარტაპი „ვიარო“ აპლიკაციის განვითარებასა და ადგილობრივ ბაზარზე, ქართული კომპანიების დაპარტნიორებაზე მუშაობს. ამის შესახებ, სტარტაპის მარკეტინგის ხელმძღვანელმა, შოთა წოწორიამ განაცხადა. სტარტაპი „ვიარო“ აპლიკაციაა, რომელიც სტარტაპი “ინვენტორის” რებრენდინგის შედეგად შეიქმნა. ის მომხმარებელს ავტომობილის ნაწილების მოძიებაში ეხმარებოდა. თუმცა, მოთხოვნა პროდუქციაზე იმდენად დიდი იყო, რომ საჭირო გახდა პროდუქციის გაციფრულება და აპლიკაციის სახით, ე.წ. მარკეთ ფლეისის შექმნა, რომელიც რეალიზატორსა და […]
დეველორ საქართველოს მართვის ევროპული სტანდარტი

კომპანია დეველორი საერთაშორისო საკონსულტაციო და სატრენინგო კომპანიაა, რომელიც ევროპაში უკვე 30 წელზე მეტია ოპერირებს. კომპანია საქართველოსა და აზერბაიჯანში აქტიურად მუშაობს 8 წელზე მეტია. დეველორ საქართველო თანამშრომლობს საშუალო და მსხვილ ბიზნესთან და ეხმარება მათ ლიდერებს, რეალური შედეგები მიიღონ კორპორაციული სწავლების შედეგად, გუნდები მართონ ევროპული სტანდარტით და შეცვალონ თანამშრომლების ქცევა სამუშაო ადგილზე. რამდენად მზადაა კერძო სექტორი საერთაშორისო […]
მთავრობამ 45 მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგების ლიკვიდირებისთვის ბიუჯეტიდან ₾107.5 მლნ გამოუყო

საქართველოს მთავრობამ 45 მუნიციპალიტეტს სტიქიური მოვლენების შედეგების ლიკვიდაციისთვის 2024 წლის ბიუჯეტიდან 107 527 000 ლარი გამოუყო. 23 ივლისით დათარიღებული განკარგულებით შესაბამისი ცვლილება „სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 28 დეკემბრის #2400-ე განკარგულებაში შევიდა. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი განკარგულების მიხედვით, ყველაზე დიდი თანხა ოზურგეთის მუნიციპალიტეტისთვის გამოიყო. მუნიციპალიტეტებისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობები კი […]
ბანკებს ყველაზე მეტი სესხი ვაჭრობის სექტორზე, ყველაზე ნაკლები კი განათლების სექტორზე აქვთ გაცემული

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის ივნისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 9.36 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.21%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 16.55 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.05%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.94%-ით მეტი). ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ივნისის მონაცემებით, ყველაზე დიდი მოცულობის სესხი ვაჭრობის სექტორზე გაიცა, რომელმაც 5.652 მლრდ […]