გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რიკოთის მონაკვეთზე გზა გაწმენდილია და საავტომობილო მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს

რიკოთზე გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გზის მშენებარე მონაკვეთთან ჩამოსული წყალი და ტალახი უკვე გაწმენდილია მათივე განცხადებით, ამ დროისთვის მოძრაობა რიკოთზე შეუფერებლად მიმდინარეობს.
კვარაცხელია და დი ლორენცო „ნაპოლიში“ რჩებიან

„ნაპოლის“ პირველი ვარჯიში კასტელ დი სანგროში გაიმართა და ყველა ყურადღებას აქცევდა გუნდის კაპიტანს, ჯოვანი დი ლორენცოსა და ხვიჩა კვარაცხელიას, რომლებიც, სატრანსფერო ჭორების მიუხედავად, გუნდში რჩებიან, – ამის შესახებ „არეა ნაპოლი“ წერს. „დღეს „ნაპოლიმ“კასტელ დი სანგროს ბაზაზე პირველი ვარჯიში გამართა. გუნდის მწვრთნელის, ანტონიო კონტეს განკარგულებაში ყველა ის მოთამაშე იმყოფებოდა, რომლებმაც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს. ყურადღების ცენტრში იყვნენ […]
კობახიძის სიძემ აღსრულების ბიუროს TV პირველის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე მიმართა

26 ივლისს აღსრულების ეროვნულ ბიუროს TV პირველის წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი დავის აღსრულების საკითხზე თბილისის მერთან, კახა კალაძესთან ერთად პრემიერმინისტრის, ირაკლი კობახიძის სიძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა, დავით ფაცაციამაც მიმართა. ინფორმაციას TV პირველის საინფორმაციო განყოფილების დირექტორი, ნოდარ მელაძე ავრცელებს. საქმე ეხება 2022 წლის იანვარში ტელეკომპანია TV პირველის პირდაპირ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელშიც […]
ნიუ დელის აეროპორტის მგზავრებს რეგისტრაცია და ბარგის ჩაბარება მეტროსადგურებში შეუძლიათ

საერთაშორისო ფრენებზე რეგისტრაცია და ბარგის ჩაბარება ამერიდან ინდოეთის დედაქალაქში მეტროშია შესაძლებელი. სერვისი ამოქმედდა სატრანსპორტო კომპანია Delhi Metro Rail Corporation-ის (DMRC) მიერ. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ქალაქის ორ მეტროსადგურში – New Delhi და Airport Express-ის ხაზზე New Delhi. ადრე მეტროში მსგავსი სერვისი მხოლოდ შიდა ფრენებისთვის იყო ხელმისაწვდომი. ინდირა განდის საერთაშორისო აეროპორტიდან (IGI) Air India-სა და Vistara Airlines-ის […]
ელექტროენერგიაზე გამჭვირვალე ფასი კერძო ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას იძევა – Frosio Next

საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარს უნიკალური შესაძლებლობები აქვს – ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ ინჟინერიის იტალიური კომპანია Frosio Next-ის ბიზნესის განვითარების მენეჯერი დავიდე კაზაგო აცხადებს. მისი თქმით, საქართველოს ბაზარზე, როგორც ჰიდრო, ასევე სხვა განახლებადი ენერგიების ათვისებას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. „მთლიანად, განახლებადი სექტორის საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ ბაზარზე შემოსვლა. ჩვენ აქ უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს: არსებობს განსხვავებული სიმძლავრის პროექტები, მცირე […]
ლევან ბეჟაშვილი – რუსული კანონი შევიდა ძალაში და ივანიშვილის პარტია ცდილობს ჩაახშოს თავისუფალი მედია – „ქართულმა ოცნებამ“ ტოტალიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებისკენ შემდგომი ნაბიჯები გადადგა

“ტვ პირველთან” დაკავშირებით აღსრულების საქმეების ახლა წამოწყება პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ რუსული კანონი შევიდა ძალაში და ივანიშვილის პარტია ცდილობს ჩაახშოს თავისუფალი მედია და დარჩეს მხოლოდ სამთავრობო რუსული პროპაგანდისტული არხები, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ტოტალიტარული რეჟიმის ჩამოყალიბებისკენ შემდგომი ნაბიჯები გადადგა. “ტვ პირველთან” დაკავშირებით აღსრულების საქმეების ახლა […]
აშშ-ში ნარკოკარტელის ცნობილი ლიდერი დააკავეს – “ეგონა, მექსიკაში მიფრინავდა”

ტეხასის შტატში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნარკობარონი ისმაილ “ელ მაილო” სამბადა დააკავეს. 76 წლის სამბადამ ხოაკინ “ელ ჩაპო” გუსმანთან ერთად სინალოას კარტელი ჩამოაყალიბა. ამჟამად გუსმანი ამერიკის ციხეში იმყოფება. სამბადასთან ერთად დააკავეს გუსმანის შვილი, ხოაკინ გუსმან ლოპესი. როგორც ამერიკული პრესა წერს, ორივე მათგანი ტეხასის ერთ-ერთ კერძო აეროპორტში დააკავეს. აშშ-ის გენერალური პროკურორის მერიკ გარლანდის განცხადებით, სამბადა და […]
კორუფცია რუსეთის ჯარში – ჯარისკაცების საკვებით ნაშოვნი ფული? – რუსეთში კიდევ ერთი მაღალჩინოსანი დააკავეს

რუსეთში თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, 69 წლის დმიტრი ბულგაკოვი დააკავეს. საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, გამოძიება კორუფციას ეხება, თუმცა საქმის დეტალებზე არ საუბრობს. სახელისუფლებო გამოცემა RIA Novosty წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბულგაკოვი ეჭვმიტანილია იმაში, რომ ჯარს მაღალ ფასად უხარისხო საკვებით ამარაგებდა და ფულს იღებდა კომპანიებისგან, რომელთაც სამინისტროსთან კონტრაქტების დადების დროს ლობირებდა. დმიტრი ბულგაკოვი თავდაცვის მინისტრის მოადგილე 2008-2022 […]
ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ ოლიმპიადის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ემანუელ მაკრონმა, მეუღლესთან ერთად, ელისეის სასახლეში უმასპინძლა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
ერთი წლის უთამაშებელმა დე ხეამ შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს

რაც გასული წლის ივლისში “მანჩესტერი” თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, მას შემდეგ ესპანელი მეკარე დავიდ დე ხეა უგუნდოდაა და შეიძლება კარიერა იტალიაში გააგრძელოს. “ინტერში” გადასული ჟოზეპ მარტინესის შემცვლელად “ჯენოა” 33 წლის დე ხეას განიხილავს და უნდა გადაწყვიტოს, აიყვანოს კლუბში თუ სხვა მეკარე დაიმატოს. გენუური გუნდის მწვრთნელი ალბერტო ჯილარდინო ისეთ კარის დარაჯს ეძებს, რომელსაც ფეხით კარგად თამაში […]