მადრიდის ნაცვლად რომში – დოვბიკი მალე გუნდს გამოიცვლის

ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ “რომა” “ჟირონას” თავდამსხმელ არტიომ დოვბიკს ტრანსფერზე შეუთანხმდა. ახლა კლუბები უნდა მორიგდნენ და რომაული კლუბი მზადაა უკრაინელში 30-32 მილიონი ევრო გადაიხადოს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ატლეტიკოში” დოვბიკის გადასვლა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მადრიდული კლუბი ფეხბურთელს პირობებზე, მის აგენტს კი საკომისიოზე ვერ შეუთანხმდა.
ყირიმში სამხედრო აეროდრომ “საკის” შეუტიეს – რუსეთის “თანამედროვე” საჰაერო სისტემამ ვერ დაიცვა – უკრაინა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ უკრაინის სარაკეტო ძალებმა ღამით ანექსირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო აეროდრომ “საკის” შეუტიეს. უწყება ამბობს, რომ დარტყმის შედეგები ზუსტდება. “მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აეროდრომი დაფარული იყო „თანამედროვე“ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემებით, რომლებმაც კიდევ ერთხელ ვერ დაიცვეს რუსეთის ფედერაციის მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი”, – აცხადებენ უკრაინელი სამხედროები. საკის მახლობლად აეროდრომზე თავდასხმის შესახებ მანამდე […]
“ამ კანონით ბიძინა “ქართულ კოშმარს” იოლი გზით გაუძღვება, ამისთვის სჭირდება” – პავილიონისი

ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში განაცხადა: “3-4 წლის წინ, როდესაც საქართველოში ვიყავი, მაშინ უკვე დავინახე ბელარუსის მსგავსი ტენდენციები. ეს დადასტურდა რუსული კანონით და ბევრი რამით, რასაც მე ვისმენ ქართველი მეგობრებისგან. ასე ჩანს, რომ ამ კანონით ბიძინა “ქართულ კოშმარს” იოლი გზით გაუძღვება – დახურავს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და დაუწყებს დევნას ყველა […]
მოსამართლემ რუსული კანონის მოწინააღმდეგე გიორგი შანიძეც პატიმრობაში დატოვა

დღეს პატიმრობაში დატოვეს რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებული გიორგი შანიძეც (შანო). დღევანდელ პროცესზე აღკვეთი ღონისძიების გადასინჯვის საკითხი დადგა, ადვოკატი 30 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობას აყენებდა, თუმცა მოსამართლემ უარი თქვა. შანიძეს პროკურატურა ორი მუხლით ედავება – სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. პროკურატურის მტკიცებით, აღნიშნული დანაშაული […]
ვახტანგ ძაბირაძე – ხელისუფლებამ გადაწყვიტა, აგრესიული საარჩევნო კამპანია აწარმოოს, მაგრამ ვერანაირი პროპაგანდა ვერ უშველის, მხარდამჭერთა რაოდენობას ვერ მოიმატებს

ვერანაირი პროპაგანდა ხელისუფლებას ვერ უშველის, მის ელექტორატს ვერ გაზრდის. მხარდამჭერთა რაოდენობას ვერ მოიმატებს, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა. ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ პროპაგანდამ შეიძლება გააკეთოს ისე, რომ ნეიტრალური ამომრჩეველი არ მივიდეს არჩევნებზე. „ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ აგრესიული და შემტევი საარჩევნო კამპანია უნდა აწარმოოს. ტყუილ-მართალი ყოველთვის არეული იყო ერთმანეთში და ახლაც […]
პარლამენტთან კამერის დაზიანებისთვის დაკავებული გიორგი შანიძე პატიმრობაში დატოვეს

„აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანებისთვის დაკავებული გიორგი შანიძე მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ პატიმრობაში დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 26 ივლისს გაიმართა. „ბრალდებულის ქცევიდან და ხასიათიდან გამომდინარე ჩვენ მოგვაჩნია, რომ არსებობს როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ასევე მტკიცებულებების განადგურების საფრთხე“, – თქვა საქმის პროკურორმა როინ ხინთიბიძემ. მოსამართლისთვის პროკურორის ნათქვამი დამაჯერებელი აღმოჩნდა და თქვა, რომ […]
ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი 2 მლნ ლარით გაიზარდა

მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო საქართველოსა და მსოფლიოს 12 ქვეყანაში (აშშ, პორტუგალია, ნორვეგია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია, პოლონეთი, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, ჩინეთი) სხვადასხვა ღონისძიებაზე, მათ შორის 57 დეგუსტაციაზე, ერთ საერთაშორისო კონკურსზე, 17 გამოფენასა და 9 ფესტივალზე. საერთაშორისო მარკეტინგული კამპანიების პარალელურად, ღვინის ეროვნული სააგენტო […]
რუსეთი საქართველოსთან წაგებულ საქმეებზე კომპენსაციას არ იხდის

საქართველომ, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ყველა სახელმწიფოთაშორისი დავა მოიგო სტრასბურგში, თუმცა მოსკოვს, ამ დრომდე არც ერთი თეთრი არ გადაუხდია. როგორ უნდა დადგეს რუსეთის პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით, იმ პირობებში, როცა ის აღარაა ევროსაბჭოს წევრი, ღია კითხვაა. ქართული ადგილობრივი ორგანიზაციების განცხადებით, ამ საკითხზე არც საქართველოს ხელისუფლება არ აქტიურობს. მას შემდეგ რაც რუსეთმა, უკრაინაში მისი ფართომასთაბიანი ომის გამო ევროსაბჭოდან გარიცხვას […]
ხატია ბუნიათიშვილის პარიზული წარმატება

ქართველი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გამართულ სპეციალურ კონცერტზე მიიწვიეს. ეიფელის კოშკთან მოწყობილ სცენაზე ქართველმა მუსიკოსმა დებიუსის ნაწარმოები ბრწყინვალედ შეასრულა.
გია ყანჩელის ულამაზესი შესრულება ნინო სურგულაძისგან

ოპერის მომღერალმა ნინო სურგულაძემ გენიალური გია ყანჩელის “საით მიდიხარ” ულამაზესად შეასრულა: “საოცარი ნოსტალგია იცის სამშობლოდან შორს ყოფნამ. დიდი მადლობა ამ საოცარი ნაწარმოებისთვის გენიალურ გია ყანჩელს, ჩვენს დიდ მაესტრო ნიკოლოზ რაჭველს ამ არანჟირებისთვის და ამ სიმღერის უბადლო შემსრულებელს არაჩვეულებრივ ნატო მეტონიძეს, ვინც მე ეს სიმღერა შემაყვარა. მიყვარხართ.”