რუსეთში სერგეი შოიგუს ყოფილი მოადგილე კორუფციის ბრალდებით დააკავეს

რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სერგეი შოიგუს ყოფილი მოადგილე დმიტრი ბულგაკოვი კორუფციის ბრალდებით დააკავეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, სვეტლანა პეტრენკომ განაცხადა, რომ ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მისი თქმით, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები, რომ დადგინდეს მიზეზები და პირობები, რომლებმაც „ხელი შეუწყო ბულგაკოვის უკანონო საქმიანობას“. შოიგუს მოადგილედ ბულგაკოვი 2010 წელს დაინიშნა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში ის არმიის ლოგისტიკაზე […]
რა გზით იპოვი შენთვის სასურველ სამუშაოს და სად უნდა იპოვო საჭირო დამსაქმებელი?

პირველი მიზეზი, რის გამოც, სამუშაო ადგილს, ან სულაც პროფესიას იცვლიან, ხოლმე, ცხადია, ხელფასია, მეორე ადგილზე კი, დამსახურებულადა გახლავთ, სამუშაოსგან სიამოვნების არმიღება. როგორც სხვადასხვა კვლევებმა ცხადჰყო, ადამიანებს სურთ სასარგებლოდ იგრძნონ თავი მუშაობის პროცესში და კმაყოფილება განიცადონ. ადამიანები წელიწადში საშუალოდ 247 დღეს მუშაობენ, ზოგი მეტსაც, შესაბამისად, დროის თითქმის 70–80%-ის გატარება სამუშაო პირობებში უწევთ. თუ მუშაობ გარემოში, რომელიც […]
“თუ ბიძინამ გადაწყვიტა არჩევნების მოპარვა, მე ჩამოვალ და სხვა მეგობრებიც ჩამოვლენ” – პავილიონისი

ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ ჟიგიმანტას პავილიონისმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩევნების პერიოდში ის საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს, თუმცა აცხადებს, რომ არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ ევროპელი მეგობრები ქართველი ხალხის გვერდით იქნებიან. “მე ვერ ჩამოვალ, იმიტომ რომ ჩვენც გვაქვს არჩევნები და როგორც ჩანს მეორე ტურიც იქნება. თუმცა, თუ ბიძინამ გადაწყვიტა არჩევნების მოპარვა, ნუ ინერვიულებთ, მე ჩამოვალ […]
ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩის თანამდებობას აღარ იკავებს

დოკუმენტს, რომელიც 24 ივლისს გამოიცა ხელს აწერს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე და მასში ნათქვამია, რომ მოწონებულია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის 18 ივლისის განკარგულება ქეთევან ციხელაშვილის, ავსტრიაში საქართველოს ელჩის გათავისუფლების შესახებ. საგარეო საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, რომ ქეთევან ციხელაშვილს საროტაციო ვადა ამოეწურა და როტაციის პრინციპიდან გამომდინარე აღარ იკავებს ელჩის თანამდებობას. ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩად 2020 წლის […]
ნეთანიაჰუ ტრამპს შეხვდება დაძაბულობის განმუხტვის მიზნით

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ 26 ივლისს ეწვევა აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ფლორიდაში. ამ შეხვედრამ შესაძლოა, შეამსუბუქოს ბოლოდროინდელი დაძაბულობა მათ შორის. თეთრ სახლში ტრამპის ყოფნის წლებში ნეთანიაჰუს და ტრამპს მჭიდრო კავშირი ჰქონდათ. ნეთანიაჰუს ვიზიტი ტრამპთან, რესპუბლიკური პარტიის კანდიდატთან აშშ-ის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, შედგება დემოკრატ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისთან – რომელიც ტრამპის […]
მამუკა ხაზარაძე – ელისაშვილთან მქონდა პიროვნული კონფლიქტი, გახარიას პასუხები კი მე არ მაკმაყოფილებს, თუ ვინმეს აკმაყოფილებს, მათთან გაფორმდეს ალიანსი – ჩემთვის შინაარსს დიდი მნიშვნელობა აქვს და პრინციპს არ ვუღალატებ

ჩვენ ვიქნებით ყველაზე მთავარი ცენტრი ოპოზიციის ფლანგზე, იმიტომ, რომ ადამიზანები, ჩვენი მოქალაქეები ჩაკეტილი პოლიტიკური სივრცით, ძველი პოლიტიკის კეთებით დაიღალნენ, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. მისი თქმით, მთავარი ამოცანაა, პოლიტიკაში ახალი სახეების შეყვანა, რათა ქართული პოლიტიკური სივრცე მთლიანად გაჯანსაღდეს. ხაზარაძემ ასევე ისაუბრა უკვე არსებულ გაერთიანებაზე და მის გაფართოებაზე და […]
მარეგულირებელმა მთავარი არხი დაასანქცირა რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე კლიპის გამო

კომუნიკაციების კომისია მიიჩნევს, რომ „მთავარმა არხმა“ ეთერში რუსული კანონის ხმისმიმცემ დეპუტატებზე ვიდეორგოლის განთავსებით დაარღვია კანონმდებლობა. შესაბამისად, მარეგულირებელმა ორგანომ ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეარხის წინააღმდეგ გამოიყენა სანქცია — გაფრთხილება. „კომისიამ მიიჩნია, რომ ვიდეორგოლები ემსახურებოდა 2024 წლის 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში პოტენციურად მონაწილე პოლიტიკური გაერთიანებებისა და მათი წარმომადგენლების არჩევის ხელშეშლას, შესაბამისად, ვიდეორგოლები განეკუთვნა პოლიტიკურ რეკლამას,“ — აცხადებს […]
აქციაზე სათვალთვალო კამერის დაზიანებისთვის დაკავებული გიორგი შანიძე პატიმრობაში რჩება

რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე პარლამენტთან მდებარე სათვალთვალო კამერის დაზიანებისთვის დაკავებული გიორგი შანიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება დღეს, 26 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოაცხადა. “ჩვენს მიერ ალტერნატივის სახით შეთავაზებული გირაო აბსოლუტურად საკმარისი იქნებოდა მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მიზნების უზრუნველსაყოფად, ბრალდებულის სათანადო ქცევის უზრუნველსაყოფად, თუმცა სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან რაიმე განსაკუთრებული ახალი გარემოება აქ […]
WSJ-მა სტატია გამოაქვეყნა უკრაინის გარშემო ტრამპის შესაძლო “სამშვიდობო გეგმის” შესახებ

WSJ-მა გამოაქვეყნა სტატია, რომლის ავტორები, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში მაიკ პომპეო, რომელსაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორის პოსტიც ეკავა, და BGR Group-ის მმართველი დირექტორი და Torridon Law-ის მრჩეველი, დევიდ ჯეი ურბანი არიან. ტრამპის “სამშვიდობო გეგმის”, რომელზეც წერენ პომპეო და ურბანი, მთავარი თემებია “ლენდ ლიზის” პროგრამა უკრაინისთვის, რუსეთის მიმართ რეალური სანქციები და […]
ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში ელჩის თანამდებობიდან გათავისუფლდა

ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას აღარ იკავებს. ამის შესახებ განკარგულება მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის მიხედვით, ციხელაშვილის გათავისუფლება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მოხდა, რასაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელი მოაწერა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ელჩს როტაციის ვადა ამოეწურა. დაინიშნება თუ არა ციხელაშვილი სხვა ქვეყანაში ელჩის თანამდებობაზე, უწყებაში განმარტავენ, რომ საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს და […]