ქეთევან ციხელაშვილი ავსტრიაში საქართველოს ელჩის თანამდებობიდან თავისუფლდება

ქეთევან ციხელაშვილი ელჩის თანამდებობიდან თავისუფლდება. „ქეთევან ციხელაშვილის ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ქ. ვენაში განლაგებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ“ განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 18 ივლისს გამოსცა. საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების მოწონების თაობაზე განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 24 ივლისს მოაწერა ხელი. როგორც […]
ოლიმპიადა გრანდიოზული აღლუმით გაიხსნა – პირველ საშეჯიბრო დღეს ხუთი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს [VIDEO]

დღეს პარიზში ოფიციალურად გაიხსნა ზაფხულის XXXIII ოლიმპიური თამაშები. გახსნის გრანდიოზულ საზეიმო ცერემონიაზე, რომელსც უამრავი ადამიანი დაესწრო, საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები ლეგენდარული ქართველი სპორტსმენები – ნინო სალუქვაძე და ლაშა ტალახაძე იყვნენ. მთავარ სცენად მდინარე სენა იქცა. დელეგაციებს გემები ჰქონდათ გამოყოფილი. ოლიმპიური მედლებისთვის 206 ქვეყნის 10 500 სპორტსმენი იბრძოლებს. ოლიმპიადაზე მონაწილეობას 28 ქართველი მიიღებს. 27 ივლისს ოლიმპიადაზე […]
საქართველოს 18-წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი დიდი ბრიტანეთის ძლევით დაიწყო

საქართველოს 18 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა წარმატებული სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში, რომელსაც წლეულს ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქი სკოპიე მასპინძლობს. ლექსო ლაფანაშვილისა და მისი ასისტენტების – ნიკა მსხალაიას და ანდრო ანთელიძის გაწვრთნილმა გუნდმა სადებიუტო შეხვედრაში დიდი ბრიტანეთის ნაკრები 80:67 დაამარცხა. B დივიზიონში 22 ნაკრებია, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. A და D ჯგუფები 5-გუნდიანია, B და […]
“ჩვენი ახალი სასტუმრო თბილისში მაღალშემოსავლიან ვიზიტორებს მოიზიდავს” – Silk Hospitality

Silk Hospitality თბილისში ახალი სასტუმროს “ტელეგრაფის” მშენებლობაზე მუშაობას აგრძელებს. როგორც “საქმიანი დილის“ ეთერში, რუბრიკაში „ინვესტიციების დროა“ Silk Hospitality-ის უფროსმა კომერციულმა ოფიცერმა, კენტ კუპერმა განაცხადა, “ტელეგრაფი” ხელს შეუწყობს ქვეყანაში მაღალშემოსავლიანი ვიზიტორების შემოსვლას. „ახალ პროექტზე ვფიქრობთ, რომელიც აშენდება. ეს არის თბილისში “ტელეგრაფის” სასტუმრო. ეს მთელი ბაზრის დინამიკას აიღებს ხელში. ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის სასტუმრო საქართველოში, […]
ხაზარაძე ელისაშვილზე: არანაირი შეერთება არ მომხდარა, ის კონფლიქტი ამოწურულია

პარტია ლელოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის თქმით, ალეკო ელისაშვილთან საარჩევნოდ გაერთიანების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურად არ მიუღიათ და მასთან ერთად სურათის გამოქვეყნება მხოლოდ “კონფლიქტის ამოწურვას” ნიშნავდა. “გადაწყვეტილება ოფიციალურად არ მიგვიღია, ეს არის მსჯელობის საკითხი, არანაირი შეერთება არ მომხდარა, მე რამდენიმე ეთერში დავადასტურე ეს. ამაზე იმსჯელებს ჩვენი ახლად შექმნილი პლატფორმა და თუ მივაღწევთ შეთანხმებას, ამის შესახებ თქვენც მოგახსენებთ… […]
რატომ გადაჰყავს Ryanair-ს მგზავრები სხვა ავიაკომპანიების თვითმფრინავებით?

Ryanair-ის ავიაბილეთის შეძენისას მგზავრი ელოდება, რომ აეროპორტიდან ამ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის თვითმფრინავით გაფრინდება. საბოლოოდ ის სულ სხვა ავიაკომპანიის თვითმფრინავით გადაადგილდება. ეს გამოწვეულია იმით, რომ ახლა Ryanair არის არა ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, არამედ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მთელი ჯგუფია, რომელიც აერთიანებს სრულფასოვან ავიაკომპანიებს ცალკეული სერტიფიკატებით. თუ ადრე ირლანდიაში რეგისტრირებული ერთადერთი ავიაკომპანია Ryanair-ი ასრულებდა ფრენებს, ახლა დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას ჰყავს შვილობილი […]
G-20-მა სუპერ-მდიდრებს შესაძლოა გლობალური გადასახადი დაუწესოს

„დიდი ოცეულის” ქვეყნების ფინანსთა მინისტრები რიო-დე-ჟანეიროში არიან შეკრებილები, სადაც ორდღიან შეხვედრას მართავენ სუპერ მდიდარი ადამიანებისთვის გლობალური გადასახადის დაწესებასთან დაკავშირებით. განსახილველი ინიციატივის თანახმად, პირებს, რომელთა ქონება 1 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, თავიანთი ქონების 2%-ის გადახდა მოუწევთ. როგორც ბრაზილიის ფინანსთა მინისტრმა, ფერნანდო ჰადადმა განაცხადა, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არაა მიღებული. კონკრეტულად რა ჩაიწერება საბოლოო დეკლარაციაში ორდღიანი დისკუსიის დასასრულს, […]
IT მომსახურების მიწოდებიდან პროდუქტების შექმნაზე უნდა გადავიდეთ – FUTURE LAB

ბიზნესი it სექტორში დასაქმებულებისთვის სპეციფიკური ბინადრობის ნებართვების შემოღებას ითხოვს, რადგან ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების ფონზე უცხოელი მაღალ კვალიფიციური კადრები საქართველოს ტოვებენ.
„უკრაინის რკინიგზა“ ევროპული ლიანდის სარკინიგზო ქსელის განვითარებისთვის, ევროკავშირისგან 43 მილიონ ევროს მიიღებს

„უკრაინის რკინიგზა“ ევროკავშირის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაფინანსების ინსტრუმენტის “ევროპის შეკავშირების ფონდის” [Connecting Europe Facility – CEF] მეშვეობით, 42,95 მილიონ ევროს მიიღებს. „უკრაინის რკინიგზის“ პრესსამსახურის ცნობით, ფონდის საკოორდინაციო კომიტეტმა უკრაინული კომპანიის საპროექტო განაცხადი 16 ივლისს დაამტკიცა. გამოყოფილი თანხა ევროპული ლიანდის სარკინიგზო ქსელის განვითარებას მოხმარდება. პროექტის საერთო ღირებულება 85,91 მილიონ ევროს შეადგენს. ფონდი CEF 50 %-ს, ხოლო დანარჩენს […]
სოფო ჯაფარიძე ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გახდა

პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე დაინიშნა. ჯაფარიძის წარდგენა თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოზიციაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სათავო ოფისში შედგა. “მეგობრებო, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ნდობისთვის. ალბათ, ყველა კარგად ვაცნობიერებთ, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობის ზუსტად 3 თვე ელოდება ჩვენს ქვეყანას. ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ ძალიან დიდი, ძალიან რთული და ძალიან მძიმე ბრძოლა გველოდება […]