ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ 6 თვით, 2025 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა. “სანამ რუსეთის ფედერაცია თავისი უკანონო ქმედებებით ძალის გამოყენების აკრძალვის დარღვევას გააგრძელებს, რაც საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებების სერიოზული დარღვევაა, შესაფერისია, რომ ევროკავშირის მიერ დღემდე მიღებული ყველა ზომა შენარჩუნდეს და საჭიროების შემთხვევაში ახალი ნაბიჯებიც გადაიდგას”. – წერია საბჭოს განცხადებაში. სანქციები ამჟამად, მათ შორის, მოიცავს […]
პარიზში ოლიმპიადის გახსნის ცერემონია იმართება

ათასობით სპორტსმენი, ოლიმპიადის მონაწილე სახელმწიფოთა გუნდების წევრები, სხვადასხვა ზომის გემებზე მიესალმება მაყურებელს პარიზის ცენტრში მდინარე სენაზე. ოლიმპიური თამაშების გახსნის დღემდე არნახული ცერემონია იმართება 26 ივლისს საღამოს პარიზის ცენტრში. ცერემონია, რომელიც საფრანგეთმა გადაწყვიტა წარმოედგინა, შეფასდა როგორც უპრეცედენტო და მაღალი რისკის მქონე. აღლუმში მონაწილე 7500-მდე სპორტსმენმა, რომლებიც 85 გემისგან შემდგარი ფლოტილიით მდინარე სენის 6 კილომეტრიან მონაკვეთზე ჩაუარეს […]
ირაკლი გოგოხია – ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა, როდესაც განაცხადა, რომ ზუგდიდის საკრებულოდან გამოთავისუფლებულ 40 000 ლარს მერიას გადასცემს და ეს თანხა მოხმარდება – სოფელ ორსანტიაში ევროპის ქუჩის, ევროპის ქუჩის პირველი შესახვევის, ერეკლე მეორის, ტაბიძისა და სოფელ ნარაზენში სამეგრელოს ქუჩების ბეტონის/ასფალტის საფარის პროექტირების ხარჯებს, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” […]
ნუგზარ წიკლაური – პაპუაშვილის პოლიტიკური სიბრმავის მკურნალები ჩვენ ვერ ვიქნებით, ისევე, როგორც სიყრუის გამო, ვეღარაფერს შევასმენთ – ოპოზიცია მოქმედებს

პაპუაშვილის პოლიტიკური სიბრმავის მკურნალები ჩვენ ვერ ვიქნებით, ისევე, როგორც მისი სიყრუის გამო, ვეღარაფერს შევასმენთ, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარლამენტის თავმჯდომარის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებიან ამომრჩეველს რეგიონებში და არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ამას კიდევ უფრო ხშირი სახე მიეცემა. „საიდან მოიტანა შალვა პაპუაშვილმა, რომ ქალაქებსა […]
სოფო ჯაფარიძე – მადლობა ნდობისთვის – ძალიან დიდი, რთული და მძიმე ბრძოლა გველოდება წინ და დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლას ერთად მივიყვანთ გარდაუვალ გამარჯვებამდე

დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ნდობისთვის – ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ ძალიან დიდი, რთული და მძიმე ბრძოლა გველოდება წინ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას ჩვენ ერთად მივიყვანთ გარდაუვალ გამარჯვებამდე, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩევისას განაცხადა. მისი თქმით, 26 ოქტომბერს საქართველოში რუსეთი ერთხელ და სამუდამოდ […]
ოლიმპიური სიმბოლიკის გამოყენების ფასი 70 000 ლარია – რატომ და რას მოიცავს პარტნიორობა?

პარიზის ზაფხულის ოლიმპიადა ოფიციალურად დღეს, ცენტრალური ევროპის დროით 19:30 საათზე გაიხსნება. ოლიმპიური მედლებისთვის დღეიდან 11 აგვისტოს ჩათვლით 206 ქვეყნის 10 500, მათ შორის 28 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ოლიმპიური რეკვიზიტების, დროშის, ემბლემის, გრაფიკული გამოსახულებების თუ სხვა სავაჭრო ნიშნების გამოყენება კომერციული და სარეკლამო მიზნებისთვის აკრძალულია საერთაშორისო […]
IndiGo ქალ მგზავრებს მამაკაცის გვერდით დასხდომაზე არჩევანის საშუალებას აძლევს – Mirror

ინდური ავიაკომპანია, IndiGo პირველია მსოფლიოში, რომლის ახალი ფუნქცია ქალებს რეგისტრაციის დროს არჩევანის საშუალებას აძლევს, რომ თვითმფრინავში მამაკაცის გვერდით არ დასხდნენ. ინფორმაციას Mirror ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ახალი ფუნქცია გლობალურ საავიაციო ინდუსტრიაში პირველია, რომლის საშუალებითაც ადგილების ონლაინ შერჩევის დროს ქალები სუსტი სქესის სხვა წარმომადგენლების უკვე შერჩეულ ადგილებს ხედავენ. მამაკაცებისთვის ასეთი ინფორმაცია დახურულია და ონლაინ რეგისტრაციის დროს […]
„როგორც საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის სისტემის ნაწილი, საქართველოს ეროვნული ბანკი ამაყობს, რომ არის „საქსტატის“ მნიშვნელოვანი პარტნიორი“ – ნათია თურნავა

„როგორც საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის სისტემის ნაწილი, საქართველოს ეროვნული ბანკი ამაყობს, რომ არის „საქსტატის“ მნიშვნელოვანი პარტნიორი“ – ნათია თურნავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს. სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ საქართველოს ეროვნული ბანკის სახელით “საქსტატს” იუბილე მიულოცა და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, […]
„EU-ს ბაზარზე გასვლა მარტივი არ არის, თუმცა ეს განვითარების უდიდესი შესაძლებლობაა“ – ილია გეფერიძე

ტყავის ჩანთებისა და სხვა აქსესუარების მწარმოებელი კომპანია “გეფერინის” გენერალური დირექტორი, ილია გეფერიძე, BMGTV-ის ეთერში “გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის” რუბრიკაში ევროკავშირის ბაზარზე გასვლის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე საუბრობს. მისი თქმით, EU-ს ბაზარზე შესვლისას, მნიშვნელოვანია ევროპული სტანდარტების დაცვა, რაც კომპანიამ მდგრადი მოდის პრაქტიკების დანერგვით შეძლო. “დღეს უკვე 13-მდე საექსპორტო ქვეყანაში გავდივართ, თუმცა კომპანიამ თავიდანვე დაისახა მიზნად, რომ […]
თინა ბოკუჩავა – ჩვენი ამოცანაა გავერთიანდეთ ცვლილებებისთვის, მოხარული ვარ, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს უშრეტი ენერგია უხელმძღვანელებს „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიას დედაქალაქში, რომელსაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის გამარჯვებაში

მოხარული ვარ, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს უშრეტი ენერგია და შეუძლია 24-საათიან რეჟიმში იმუშაოს საქართველოს მოქალაქეების და თბილისელების ინტერესების დასაცავად, უხელმძღვანელებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიას ქვეყნის დედაქალაქში, რომელსაც გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის გამარჯვებაში, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტზე სოფო ჯაფარიძის არჩევასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ის რომ თბილისი […]