თბილისის ქუჩები, სადაც შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 29 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას ამის შესახებ „თელასი“ ავრცელებს. კომპანიის ცნობით, შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს: ნაძალადევის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის II მიკრორაიონის, გულრიფშის, ცოტნე დადიანის, გიორგი სააკაძის, მახინჯაურის, ქართველიშვილის, მრევლიშვილის, ჭყონდიდელის, ლეჩხუმის, ხევსურეთის, დეპოს, ქართლელიშვილის, ლიკანის, ნიკო მარის, საყვირის, კამალოვის, სუმბათაშვილ-იუჟინის, თამარაშვილის, […]

„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონალური ტურნე დაიწყო

„ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონალური ტურნე დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პარტიის ლიდერები და ახალგაზრდები დასავლეთ საქართველოში შეხვედრებს გამართავენ. როგორც „ერთიანობაში“ აცხადებენ, ყველა რეგიონში ჩაიტანენ მთავარ სათქმელს, რომ ყველა ის პრობლემა რაც დღეს ქვეყანაშია, აუცილებლად დასრულდება 26 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი ერთიანობით გაიმარჯვებს.

აშშ-ის პოლიტიკა და საქართველოს არჩევნები – რაზე იმსჯელებენ კონგრესში?

წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპის ქვეკომიტეტში დღეს საქართველოსა და მოლდოვაში მოახლოებულ არჩევნებზე იმსჯელებენ. რუსეთი ვაშინგტონს არჩევნებზე გავლენის მოხდენის გეგმებში სდებს ბრალს, სახელმწიფო დეპარტამენტი კი ამას “აბსურდულ ბრალდებებს” უწოდებს.

“Kvaracentrico. ქართველი “ნაპოლის” სახეა და გზა უნდა გაუნათოს – კონტემ ვარჯიშზე ფეხბურთელები გატანჯა” – იტალიური მედია

areanapoli აღნიშნავს, რომ ახალი “ნაპოლი” “კვარაცენტრული” (Kvaracentrico) იქნება, რამეთუ მწვრთნელი ანტონიო კონტე გუნდის აშენებას ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო აპირებს, ქართველი მისი ნდობით კმაყოფილია, წლიურ გასამრჯელოდ 5 მილიონ ევროზე მეტი შესთავაზეს, თავად 8 მილიონს ითხოვს და თუ კონტრაქტის 2029 წლის ზაფხულამდე განახლებაზე არ დათანხმდა, ძველი პირობებით დარჩენა მოუწევს. ნეაპოლური გამოცემების ცნობით, ვარჯიშზე კონტემ ფეხბურთელები გატანჯა, კვარაცხელიას ზურგზე […]

ნეთანიაჰუ ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ტრამპს შეხვდა

ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი და აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთმანეთს ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში, ფლორიდაში შეხვდნენ. ყოფილი პრეზიდენტის კამპანიის მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ნეთანიაჰუმ ტრამპსა და მის ადმინისტრაციას ახლო აღმოსავლეთის რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად გაწეული ძალისხმევისთვის, აბრაამის შეთანხმებისთვის, აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანისთვის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციისთვის, ირანთან ბირთვული შეთანხმების შეჩერებისთვისა და […]

პარიზის ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა

2024 წლის პარიზის ზაფხულის ოლიმპიად ოფიციალურად გაიხსნა. 26 ივლისს, პარიზში, ოლიმპიადის გახსნის ცერენომია გაიმართა, რომელიც დაახლოებით 4 საათი გაგრძელდა და რამდენიმე სეგმენტისგან შედგებოდა. ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების წარდგენა მდინარე სენაზე მოხდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ლედი გაგამ და სელინ დიონმა, რომელმაც ედიტ პიაფის “L’Hymne à l’amour” ეიფელის კოშკიდან შეასრულა.

როგორია შაბათ-კვირის ლარის კურსი

ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, 29 ივლისის ჩათვლით: · 1 აშშ დოლარი – 2.7087 ლარი ეღირება; · 1 ევრო – 2.9406 ლარი; · 1 ფუნტი – 3.4864 ლარი; · 1 ლირა კი – 0.0820 ლარი;

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა

გუშინ, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ, გახარიას პარტიის წევრმა გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა, როდესაც განაცხადა, რომ ზუგდიდის საკრებულოდან გამოთავისუფლებულ 40 ათას ლარს მერიას გადასცემს და ეს თანხა მოხმარდება – სოფელ ორსანტიაში ევროპის ქუჩის, ევროპის ქუჩის პირველი შესახვევის, ერეკლე მეორის, ტაბიძისა და სოფელ ნარაზენში სამეგრელოს ქუჩების ბეტონის/ასფალტის საფარის პროექტირების ხარჯებს, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული […]

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ სოფო ჯაფარიძე აირჩიეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ, მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი, სოფო ჯაფარიძე აირჩიეს. „პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ნდობისთვის. ალბათ, ყველა კარგად ვაცნობიერებთ თუ რამდენად დიდი მნიშვნელობის ზუსტად სამი თვე ელოდება ჩვენს ქვეყანას. ყველა კარგად ვაცნობიერებთ, რომ ძალიან დიდი, რთული და მძიმე ბრძოლა გველოდება წინ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლას ჩვენ ერთად მივიყვანთ […]

აქაურ რადიკალებს ეგონათ, რომ გამჭვირვალობის კანონს გაგვაწვევინებდნენ, მაგრამ დაინახეს რომ ასე არ მოხდა

„აგენტურისთვის მთელი უბედურება ისაა, რომ როცა ხელს მოაწერენ რაღაცას, მერე არავინ ეკითხება მათ თუ როგორ სურთ მოიქცნენ.“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მან გაიხსენა გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ განვითარებული მოვლენები და აღნიშნა, რომ რადიკალებს სწორედ ამ კანონის გამო მოუწიათ იმ ძალების მობილიზება და გამოყენება გაზაფხულზე, რასაც ოქტომბერში, […]