საქართველოში 4.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ეპიცენტრი ჩხოროწყუსთან იყო

საქართველოში, თბილისის დროით 09:45 საათზე 4.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი დაბა ჩხოროწყუდან 13 კილომეტრში, სოფელ თაიასთან იყო.
ჯაფარიძე: ზუსტად 3 თვეში რუსული რეჟიმი აუცილებლად დასრულდება ჩვენს ქვეყანაში

დღეს არის 26 ივლისი და ზუსტად 3 თვეში ისინი აუცილებლად დასრულდებიან, რუსული რეჟიმი, რუსული მმართველობა აუცილებლად დასრულდება ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად ის, მართლაც წარმოუდგენელი მათი შიში, შფოთი, ძალადობა, ეს ყველაფერი, რასაც ყოველდღიურად მათგან ვუსმენთ, მათგან ვუყურებთ, ეს ყველაფერი აუცილებლად დასრულდება და აუცილებლად, ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ვიცხოვრებთ დემოკრატიულ და ევროპულ ქვეყანაში.
„ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით ვამაყობ“ – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება პარიზის ოლიმპიადის გახნის ცერემონიალს და ქართველ სპორტსმენებს წარმატებას უსურვებს. „პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით ვამაყობ. საქართველოს გუნდს წარმატებებს ვუსურვებ! დარწმუნებულები ვართ, რომ ოლიმპიური თამაშები ეროვნული სიამაყისა და სიხარულის მომენტებით იქნება სავსე“, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე. საქართველოს გუნდი ოლიმპიადაზე 28 სპორტსმენითაა წარმოდგენილი, […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4.3 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაბა ჩხოროწყუსთან, სოფელ თაიასთან მოხდა. მათივე ცნობით, ბიძგები თბილისის დროით 09:45 საათზე დაფიქსირდა.
რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 14 დრონი გაანადგურა

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 14 დრონი გაანადგურა, – ამის შესახებ განცხადებას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. „გასული ღამის განმავლობაში, როდესაც კიევის რეჟიმმა დრონების გამოყენებით ტერორისტული თავდასხმის განხორციელება სცადა, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კურსკის ტერიტორიაზე – 7, ბელგოროდის ოლქში – 3, როსტოვში – 2, ბრიანსკში – 1 და ლიპეცკის ოლქში – 1 დრონი გაანადგურეს“, – ნათქვამია განცხადებაში. მანამდე, […]
რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, პრეპარატების კლინიკაში უზრუნველყოფა უკვე დაიწყო

რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივის შესაბამისად, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, პრეპარატების კლინიკაში უზრუნველყოფა უკვე დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იმყოფებოდა, სადაც ახალი სქემის შესახებ, ექიმებისა და პაციენტების მოსაზრებები მოისმინა. ქიმიოთერაპიის განყოფილება, კლინიკაში, რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს და პაციენტებს მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურებას აწვდის. მიხეილ სარჯველაძემ, […]
ლევან იოსელიანი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა საქართველოში მოქმედი რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. „შეხვედრაზე ქვეყნის განვითარებაში რელიგიის როლი, რელიგიათაშორისი თანამშრომლობის, შემწყნარებლობის და ტოლერანტული გარემოს გაძლიერების ხელშეწყობის საკითხები, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების კუთხით არსებული ძირითადი გამოწვევები და მათი გადაწყვეტის გზები განიხილეს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის, სრულიად […]
ბიოლში $43 მლნ ინვესტიცია განვახორციელე, მაგრამ მოგება ჯერ კიდევ არ მიმიღია- როგორ უნდა განვითარდეს კურორტები?

ADB საქართველოს კურორტების განვითარების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას ამზადებს. საკითხზე გასული კვირის ბოლოს ბიზნესთან შეხვედრაც შედგა.
ევროკავშირი უკრაინას 4.2 მილიარდ ევროს მაკროფინანსური დახმარებისთვის აძლევს

ევროკავშირის ელჩებმა დაამტკიცეს კიევისთვის მაკროფინანსური დახმარების ტრანში დაახლოებით 4.2 მილიარდი ევროს ოდენობით. ამ დახმარებას აქვს კონკრეტული დანიშნულება: თანხა უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობისა და მისი საჯარო ადმინისტრაციის ფუნქციონირების მხარდაჭერას მოხმარდება. გადაწყვეტილება ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების (COREPER) შეხვედრაზე მიიღეს. ცოტა უფრო ადრე, ევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა უკრაინის 2024-2027 წლების მაკროფინანსური დახმარების პროგრამა, რომელიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან 50 მილიარდი ევროს […]
საბა ლობჟანიძემ “დისი იუნაიტედს” შესანიშნავი გოლი გაუტანა [VIDEO]

ჩრდილოეთ ამერიკის ლიგის თასის გათამაშებაში “ატლანტა იუნაიტედი” “დისი იუნაიტედს” დაუპირისპირდა, ძირითადი დრო ფრედ 3:3 დასრულდა, პენალტების სერიაში კი “ატლანტა” 5:6 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში საბა ლობჟანიძემ მორიგი გოლი გაიტანა. ქართველმა 38-ე წუთზე შორეული დარტყმით ალექს ბონოს კარი აიღო. ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში MLS-ში 25 მატჩი ჩაატარა, თავი კი 6 გატანილი გოლითა და 3 საგოლე პასით გამოიჩინა.