დააკავეს კახეთში, ორი კაცის მკვლელობისთვის ბრალდებული პირი

კახეთის პოლიციამ ორი პირის მკვლელობის ბრალდებით 32 წლის კაცი დააკავა. მას გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარებას ედავება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 ივლისს, თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა 29 წლის არჩილ გაწირიძეს და 52 წლის კახაბერ ზათიაშვილს, რის […]

ჩინეთის სანაპირო ზოლის პროვინციებს თავს ტაიფუნი „გაემი“ დაატყდა

ტაიფუნი „გაემი“ ფილიპინებისა და ტაივანის შემდეგ ჩინეთის სანაპირო ზოლის პროვინციებს დაატყდა თავს. როგორც Reuters წერს სტიქიამ განსაკუთრებით ფუჯიანის პროვინცია დააზიანა, რის გამოც, საჭირო გახდა 300 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია. პროვინციაში ათობით ადგილას დატბორვის, სახლების დაზიანებისა და ხეების მოგლეჯის შემთხვევა დაფიქსირდა. სტიქიას ჩინეთში მსხვერპლი არ მოჰყოლია. ტაივანში „გაემის“ სულ მცირე 8 ადამიანი ემსხვერპლა, ფილიპინებში კი – […]

საგზაო სამუშაოების გამო, პლატონ იოსელიანის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება

საგზაო სამუშაოების გამო, პლატონ იოსელიანის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას მერია ავრცელებს. მათი ცნობით, საბურთალოს რაიონის გამგეობა პლატონ იოსელიანის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებს იწყებს. პროექტის ფარგლებში, 2 900 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. დაგეგმილი სამუშაოების გამო, 29 ივლისის 10:00 საათიდან პლატონ იოსელიანის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელი იქნება პარალელური – […]

ავსტრალიის კაკადუს ეროვნულ პარკში ურანის მოპოვება აიკრძალა

ავსტრალიის ხელისუფლებამ კაკადუს ეროვნულ პარკში ურანის მოპოვების ლიცენზიის განახლებაზე უარი მას შემდეგ თქვა, რაც ადგილობრივი მოსახელობის პროტესტს და წინააღმდეგობას წააწყდა. სანამ პრობლემის არსს გაგაცნობთ, გეტყვით, რომ კაკადუს ეროვნული პარკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია. კერძოდ, პარკში არის გამოქვაბულები კლდეში ნახატებით, რომელთაგან უძველესი დაახლოებით 18 000 წლისაა. როგორც Financial Times-ი იუწყება კომპანია ERA-ს წარმომადგენლების ხელისუფლების გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულნი […]

EBRD 40 მილიონი დოლარით დააფინანსებს თბილისის წყლის ქსელის ინფრასტრუქტურას

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, იგივე, EBRD-ი, ინვესტიციას ახორციელებს Georgia Global Utilities-ის მწვანე ევროობლიგაში. წყალმომარაგების კერძო კომპანია მიიღებს დაფინანსებას შესაბამისი მწვანე პროექტებისთვის. ამის შესახებ “კომერსანტს” EBRD-ის საქართველოს წარმომადგენლობიდან აცნობეს. · EBRD მხარს უჭერს ქართული კერძო წყლის ფირმის მიერ მწვანე ევროობლიგაციების გამოშვებას. · Georgia Global Utilities აგენერირებს 300 მილიონ აშშ დოლარს მწვანე პროექტების დასაფინანსებლად. · EBRD […]

ევროკავშირმა ანტირუსული სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები კიდევ 6 თვით, 2025 წლის 31 იანვრამდე გაახანგრძლივა. სანქციები ამჟამად, მათ შორის, მოიცავს რუსეთის ეკონომიკური სექტორების წინააღმდეგ მიმართულ ზომებს, რუსეთიდან ევროკავშირში საზღვაო გზით გადატანილი ნედლი ნავთობის იმპორტის აკრძალვასა და EU-ში კრემლის მიერ დასპონსორებული რამდენიმე სადეზინფორმაციო საშუალებისთვის ლიცენზიის შეჩერებას. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში ომის დაწყების საპასუხოდ ევროკავშირმა […]

პირი, რომელმაც თელავში ორი ადამიანი მოკლა პოლიციამ დააკავა

კახეთის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.წ. ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა […]

დონალ ტრამპი – ქრისტიანებო, გამოდით და ხმა მიეცით, ოთხ წელიწადში ხმის მიცემა აღარ მოგიწევთ

ქრისტიანებო, გამოდით და ხმა მიეცით, ოთხ წელიწადში ხმის მიცემა აღარ მოგიწევთ, ჩვენ ყველაფერს ისე კარგად გამოვასწორებთ, რომ ხმის მიცემა არ მოგიწევთ, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, კონსერვატიული ჯგუფის, Turning Point Action-ის მიერ ორგანიზებულ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „ქრისტიანებო, გამოდით და ხმა მიეცით. მხოლოდ ამჯერად. თქვენ ამის […]

„ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით ვამაყობ“ – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება პარიზის ოლიმპიადის გახნის ცერემონიალს და ქართველ სპორტსმენებს წარმატებას უსურვებს. „პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით ვამაყობ. საქართველოს გუნდს წარმატებებს ვუსურვებ! დარწმუნებულები ვართ, რომ ოლიმპიური თამაშები ეროვნული სიამაყისა და სიხარულის მომენტებით იქნება სავსე“, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე. საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები ქართველი სპორტსმენები […]

წვიმა, ელჭექი, სეტყვა, ქარი, შტორმული ღელვა – გარემოს სააგენტოს პროგნოზი 29 ივლისამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 27-28 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. 28 ივლისს სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)” – წერს გარემოს სააგენტო.