ხერსონის ოლქში დრონი დაეცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას

27 ივლისს, დილით, ხერსონის ოლქში, დრონი დაეცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანას – დაჭრილია მძღოლი. ინფორმაციას ხერსონის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ. თავდასხმაში ისინი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ადანაშაულებენ. 42 წლის დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო. გაეროს მონაცემებით, უკრაინაში ორი წლის განმავლობაში, მოკლულია 10 000-ზე მეტი ადამიანი. დაჭრილია 20 ათასზე მეტი. ამასთანავე, […]

Majid Al Futtaim Retail აგრძელებს „Retail Graduate” პროგრამას ნიჭიერი ახალგაზრდების გასაძლიერებლად 8 ქვეყანაში

უკვე მეორე წელია, Majid Al Futtaim Retail ახორციელებს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან ახალი კურსდამთავრებულების 18 თვიან გადამზადების პროგრამას რვა ქვეყანაში. გასულ წელს პროექტში მონაწილეობა მიიღო 71 კანდიდატმა. წელს პროგრამა გაფართოვდა, რაც გაცილებით მეტ ახალგაზრდას მისცემს საშუალებას ჩაერთონ პროექტში. პროგრამა მიზნად ისახავს ახალგაზრდა ნიჭიერი თაობის აღზრდას და მომავალი ლიდერების განვითარებას საცალო ინდუსტრიაში. Majid Al Futtaim Retail-მა, რომელიც „კარფურის“ […]

დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა

დონალდ ტრამპი ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში შეხვდა. „ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მე ისრაელის მიმართ ძალიან კარგი ვიყავი, იმაზე უკეთესი, ვიდრე ოდესმე ნებისმიერი პრეზიდენტი ყოფილა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა შეხვედრის დაწყების წინ. დონალდ […]

დემოკრატიის ფესტივალს საქართველოს 4 ქალაქი უმასპინძლებს

„აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)“ „დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის (DIPD)” მხარდაჭერით 27 ივლისსა და 3, 10, 17 აგვისტოს საქართველოს ოთხ რეგიონში (სამეგრელო, კახეთი, იმერეთი, აჭარა) დემოკრატიის ფესტივალს (DemFest) ჩაატარებს. DemFest ინოვაციური ფესტივალია, რომლის მთავარი იდეა დემოკრატიის და მისი სულისკვეთების აღნიშვნაა. ფესტივალი ხელს უწყობს საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის დიალოგს და სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის გაძლიერებას. […]

მერაბ დვალიშვილი UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში შონ ო’მალის დაუპირისპირდება

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი 15 სექტემბერს საჩემპიონო ბრძოლაში შონ ო’მალის დაუპირისპირდება, ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა უაითმა დაადასტურა. ო’მალი ამჟამად სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონია. ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება. ამრიგად, თუ დვალიშვილი ო’მალის დაამარცხებს, იგი გახდება მეორე ქართველი მებრძოლი, რომელიც UFC-ში საჩემპიონო ქამარს დაეუფლება.

ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე – სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს…

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამოსვლამ პოზიტიური ენერგიით აგვავსო. თითქოს ყველანი ბოლომდე დავიხარჯეთ, ახლა კი, მცირე ამოსუნთქვის შემდეგ, ახალი სიხარულია საჭირო – ოლიმპიადა დაიწყო! ოლიმპიური თამაშები საკუთარი ქვეყნის წინ წამოწევისა და სახელმწიფო სიმბოლოების წარმოჩენის კუთხით განსაკუთრებული მოვლენაა. გამარჯვებები საბჭოთა კავშირის შემადგენლობაშიც გვიზეიმია, ე.წ. გაერთიანებული გუნდითაც და 1996 წლიდან – დამოუკიდებელი საქართველოს სახელით. ოლიმპიური ფიცის დადება […]

ბელგია ჩეჩნური წარმოშობის სამ პირს ტერაქტის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს

ბელგიის პროკურატურამ ჩეჩნური წარმოშობის სამი პირი დააკავა ტერაქტის ორგანიზების მცდელობის ბრალდებით. გამოძიების თანახმად, ისინი შესაძლოა დაკავშირებულნი იყვნენ მსოფლიოში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ ფილიალთან („ხორასანი”). 26 ივლისს, რამდენიმე ქალაქსა და 14 მისამართზე ჩატარებული ჩხრეკისას, სულ შვიდი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ როიტერი ავრცელებს. ყველა მათგანი ჩეჩნური წარმოშობისაა. გამოკითხვის შემდეგ ოთხი დაკავებული გაათავისუფლეს. ბელგიის პროკურატურა […]

ზაფხულის ოლიმპიადამ სტარტი აიღო – რა უჯდება საფრანგეთს 2024 წლის ოლიმპიადა

პარიზში 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია, რომელიც მდინარე სენას გასწვრივ მოეწყო, აუსტერლიცის ხიდიდან დაიწყო და ეიფელის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულდა, მასშტაბური და შთამბეჭდავი იყო. ცერემონია ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ზინედინ ზიდანმა გახსნა, ვიდეორგოლში ჩანს, როგორ ატარებს ოლიმპიურ ჩირაღდანს პარიზის ქუჩებში ზიდანი. ოლიმპიადის მონაწილეთა აღლუმისას მდინარე სენას ყველა ქვეყნის დელეგაციამ საკუთარი ნავით, გემით და კატერით გაიარა. […]

ევროპის გოგონათა მე-4 ოლიმპიადაზე ნინო ჩხაიძემ ვერცხლის მედალი, ხოლო გვანცა ხვედელიძემ საპატიო დიპლომი მოიპოვეს

დასრულდა ევროპის გოგონათა მე-4 ოლიმპიადა, სადაც ნინო ჩხაიძემ ვერცხლის მედალი, ხოლო გვანცა ხვედელიძემ საპატიო დიპლომი მოიპოვეს. ინფორმაციას ამის შესახებ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი, საქართველოს მოსწავლეთა ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელი ინფორმატიკაში გიორგი მანდარია სოციალურ ქსელში ავრცელებს. “დასრულდა ევროპის გოგონათა მე-4 ოლიმპიადა ინფორმატიკაში. როგორც ვწერდი, წელს ჩვენი გუნდი ორი გოგონათი იყო წარმოდგენილი. პირველი ტურის შემდეგ ორივე […]

სალომე ზურაბიშვილი – პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით ვამაყობ

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით ვამაყობ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე ქართველი სპორტსმენების ხილვით ვამაყობ. საქართველოს გუნდს წარმატებებს ვუსურვებ! დარწმუნებულები ვართ, რომ ოლიმპიური თამაშები ეროვნული სიამაყისა და სიხარულის მომენტებით იქნება სავსე“, – წერს სალომე ზურაბიშვილი X-ზე. შეგახსენებთ, გუშინ […]