პარლამენტს მოქალაქეთა ჯგუფმა პეტიცია სახელწოდებით – „გახსენით ვაწერთ“ წარუდგინა, თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო დოკუმენტს მსვლელობა არ მიეცა

პარლამენტს მოქალაქეთა ჯგუფმა პეტიცია სახელწოდებით – „გახსენით ვაწერთ“ წარუდგინა, თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო დოკუმენტს მსვლელობა არ მიეცა, რაზეც გადაწყვეტილება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო. პარლამენტში წარდგენილ პეტიციაში, რომლის მთავარი ადრესატი ევროკავშირია, ვკითხულობთ, რომ „ევროპული გზიდან არანაირი გადახვევა არ მომხდარა და მთავრობა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, მზად არის ხელი მოაწეროს ევროპასთან მოლაპარაკებების […]

ვლადიმერ ბოჟაძე – ეუთოზე „მოსკოვის მექანიზმის“ გამოყენების მცდელობა მიუთითებს იმაზე, თუ რა მძიმე იქნება ოპოზიციისთვის ეუთოს საბოლოო დასკვნა – არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ საუბარს წერტილი დაესმება

ეუთოზე „მოსკოვის მექანიზმის“ გამოყენების მცდელობა კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რა მძიმე იქნება მათთვის ეუთოს საბოლოო დასკვნა იმ თვალსაზრისით, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებულ საუბარს წერტილი დაესმება, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების” დეპუტატი, ვლადიმერ ბოჟაძე 4 ოპოზიციური პარტიის განცხადებას. მისი თქმით, ეუთო/ოდირი არჩევნების შედეგებს, კენჭისყრის დღის კარგად ჩატარებას და ორგანიზებას აღიარებს. „ძალიან მოუხდა რადიკალურ ოპოზიციას სახელი […]

საქართველოდან ძვირფასი ლითონის მადნების ექსპორტი 288%-ით, ფეროშენადნობების კი 113%-ით გაიზარდა – TOP 10 პროდუქტი

საქართველოდან ძვირფასი ლითონის მადნების ექსპორტი 288%-ით, ფეროშენადნობების კი 113%-ით გაიზარდა – TOP 10 პროდუქტი 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ უცხოეთში $6 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განახორციელა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.9%-ით არის გაზრდილი. „საქსტატის“ ინფორმაციით, წელსაც საქართველოს საგარეო ვაჭრობაში #1 პოზიცია მსუბუქი ავტომობილებს უკავია $2.2 მილიარდი დოლარით, რაც წლიურად 14%-ით არის გაზრდილი. ექსპორტში […]

რომელ ფონდებში ჩაირიცხება და რას მოხმარდება tbc-ს და “საქართველოს ბანკის” გამოყოფილი ₾5 მილიონი?

ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი – თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა და ერთობლივად 5 000 000 ლარს გამოყოფენ. ერთობლივად გავრცელებული განცხადების მიხედვით, ფინანსური რესურსი მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად. ასევე, ფონდებში, რომლებიც აქციების მიმდინარეობისას, დაზარალებულ მოქალაქეებს იურიდიულ, ფინანსურ თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მხარდაჭერას უწევენ. […]

თბილისში, შესაძლოა, ევროსაბჭოს წამების შემსწავლელი კომიტეტი ჩამოვიდეს

ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის შესამოწმებლად თბილისში შესაძლოა, ევროსაბჭოს წამების კომიტეტი ჩამოვიდეს. ამ ვიზიტის იდეა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან ოპოზიციის საუბრის დროს გაჩნდა. “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ამბობენ, რომ უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ ბოლო კვირებში წამებად შეფასებული შემთხვევები საჭიროა საერთაშორისო ინსტიტუტებმა შეისწავლონ და შესაბამისი დასკვნა დადონ. „პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი – მკაფიო განცხადება იყო მისი {ალენ ბერსეს] მხრიდან, რომ […]

ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვის გამოა ევროსაბჭოს დელეგაცია აქ და არა „ოცნების“ ლეგიტიმაციისთვის – ჯაფარიძე

ევროსაბჭოს გენერალური მდივნისა და “ძლიერი საქართველოს” ლიდერების შეხვედრა დასრულდა. შეხვედრიდან გამოსულმა ბადრი ჯაფარიძემ თქვა, რომ საუბრის მთავარი თემა დემონსტრატებზე ძალადობა და მათი უფლებრივი მდგომარეობის განხილვა იყო. „ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან გვქონდა ძალიან კარგი საუბარი. ის აქ არის არა „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციისთვის, მან ხაზგასმით თქვა, არამედ იმის გამო, რომ საქართველო 25 წელია ევროპული საბჭოს წევრია და ეს […]

ითამაშებს თუ არა კვარაცხელია 21 დეკემბერს “ჯენოასთან” – იტალიური პრესის უახლესი ინფორმაცია

იტალიური Corriere dello Sport ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ ბევრ კითხვას პასუხი დღეს გაეცემა. “ნაპოლის” ექიმები დღეს საბოლოოდ იტყვიან, შეეძლება თუ არა ქართველს 21 დეკემბერს “ჯენოასთან” სერია A-ს მე-17 ტურში თამაში. თუ ჩვენებურს ზეგ თამაშის უფლება არ დართეს, ის ამ წელს 1 შეხვედრაში მინიმუმ მაინც კიდევ ითამაშებს, რადგან 29 დეკემბერს […]

ბელგრადი საზოგადოებრივ ტრანსპორტს უფასოს გახდის

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადის ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2025 წლის იანვრიდან ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო გახადოს. ამის შესახებ „ევროპეისკაია პრავდა“ AFP-ზე დაყრდნობით წერს. ბელგრადის მერის ალექსანდარ საპიჩის თქმით, ქალაქში, სადაც 1,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ბოლო ათწლეულის განმავლობაში მანქანების რაოდენობა 250 000-ით გაიზარდა.

IFFHS-ის საუკეთესო მეკარეების რეიტინგში გიორგი მამარდაშვილი მესამე ადგილზეა!

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2024 წლის საუკეთესო მეკარეების რეიტინგი გამოაქვეყნა. პირველი ადგილი “ასტონ ვილას” არგენტინელმა მეკარემ ემილიანო მარტინესმა დაიკავა. მეორე პოზიციაზე ბილბაოს “ატლეტიკოს” მეკარე უნაი სიმონი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი, 55 ქულით, ესპანური “ვალენსიას” და საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა დაიკავა. ტოპ 10-ში ასევე მოხვდნენ: მაიკ მენიო (მილანი), ტიბო კურტუა (რეალი), იან […]

ბადრი ჯაფარიძე – რაც დღეს საქართველოში ხდება, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვაა, ამიტომ არის ევროსაბჭოს დელეგაცია აქ და არა „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციისთვის

საქართველოში რაც დღეს ხდება, ეს არის სწორედ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა, ამიტომ არის ეს ხალხი აქ და არა „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციისთვის, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს ვიზიტთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, ისინი აქ არიან იმის გამო, რომ საქართველო 25 წელია არის ევროპული საბჭოს […]