კალასი: განვიხილავთ, რეალური ზეწოლა მოვახდინოთ მთავრობაზე

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა: “რა თქმა უნდა ვისაუბრებთ საქართველოზე და იმაზე თუ რისი გაკეთება შეგვიძლია რათა ზეწოლა მოვახდინოთ მთავრობაზე, რომ არ გამოიყენოს ძალადობა პროტესტანტების წინააღმდეგ და არ მოახდინოს ზეწოლა ოპოზიციაზე . რათა გავუგზავნოთ მათ ძალიან ძლიერი სიგნალი ევროკავშირისგან. ორშაბათს ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ […]
დავით მათიკაშვილი – მოლაპარაკებების გახსნაზე შემოთავაზებას ევროკავშირისგან ველით – რაც მალე მით უკეთესი, ამ შემთხვევაში ბურთი არის ევროკავშირის მხარეს!

მოლაპარაკებების გახსნაზე შემოთავაზებას ევროკავშირისგან ველით! – რაც მალე მით უკეთესი! ამ შემთხვევაში ბურთი არის ევროკავშირის მხარეს! – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერმა დავით მათიკაშვილმა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა. მან აქვე დასძინა, რომ „ეს შანტაჟისა და პედალირების ინსტრუმენტი არ უნდა იყოს“. „საკითხს გააჩნია პოლიტიკური მდგენელი. მთავრობის მეთაურის მხრიდან არაერთხელ გაცხადდა, რომ […]
ბელგიის პრემიერ-მინისტრი – არ უნდა შევქმნათ იმიჯი, რომ საქართველოს ზურგს ვაქცევთ – ვხედავთ რა ხდება პოლიტიკურად, მაგრამ იმასაც ვხედავთ, თუ რა გავლენები მოქმედებენ

ვხედავთ რა ხდება პოლიტიკურად, მაგრამ იმასაც ვხედავთ, თუ რა გავლენები მოქმედებენ საქართველოში, – ამის შესახებ ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ალექსანდრ დე კროომ ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საქართველოს მხარდაჭერა და საქართველოში პროევროპელების მხარდაჭერა გავაგრძელოთ. არ უნდა შევქმნათ იმის იმიჯი, რომ საქართველოს ზურგს ვაქცევთ. ურთიერთობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ვხედავთ რა ხდება პოლიტიკურად, მაგრამ იმასაც […]
რობერტა მეცოლა – ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ქართველი ხალხი, რომელიც განაგრძობს ქუჩებში გამოსვლას ევროკავშირის დროშებით

ჩვენ დავპირდით იმ ხალხს, ვინც ევროპას საკუთარ სახლად თვლის, რომ მათთვის კარს არ დავხურავთ და ეს ეხება ქართველ ხალხსაც, რომელიც დღეს განაგრძობს ქუჩებში გამოსვლას ევროკავშირის დროშებით. ჩვენ არ უნდა მივატოვოთ ისინი, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ველოდოთ მკაცრ ფორმულირებას სამიტის […]
„გრიპი არ მიეკუთვნება უსაფრთხო ვირუსების კატეგორიას“ – ივანე ჩხაიძე

„იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის – ივანე ჩხაიძის განცხადებით, იაშვილის კლინიკაში ადგილების დეფიციტი გაჩნდა. „ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში ფილტვების ანთებით. ეს სწორედ ის არის, რაც ახასიათებს გრიპის ვირუსს. ბევრ ბავშვთან დაგვჭირდა ანტივირუსული პრეპარატის გამოყენება. ჰოსპიტალიზაცია გაზრდილია გრიპის შემთხვევების მატების ხარჯზე“ – განაცხადა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“ მისივე შეფასებით, ამ ფონზე, […]
2024-2028 წლებში ქვეყნის მასშტაბით 22 ბრენდირებული სასტუმროს გახსნა იგეგმება – PMCG

2024-2028 წლებში ქვეყნის მასშტაბით 22 ბრენდირებული სასტუმროს გახსნა იგეგმება, რაც ოთახების რაოდენობას გაზრდის 2,865-ით (+5,3%), ხოლო საწოლების რაოდენობას 5,550-ით (+4,3%), – ამის შესახებ PMCG-ის კვლევითი ცენტრის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაში წერია. მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 3,198 განთავსების საშუალების მიმწოდებელი, რომელთა უმეტესობა მდებარეობს სამეგრელო – ზემო სვანეთში (19%), თბილისსა (17%) და აჭარაში (15%). […]
საქართველოსთან დაკავშირებით სანქციების ნაწილზე შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ – კაია კალასი

საქართველოსთან დაკავშირებით განვიხილავთ, კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის, რომ რეალური ზეწოლა მოვახდინოთ მთავრობაზე, არ გამოიყენოს ძალადობა მომიტინგეების წინააღმდეგ, არ განახორციელოს ზეწოლა ოპოზიციაზე და გავაგზავნოთ ძალიან ძლიერი სიგნალი ევროკავშირისგან, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ორშაბათს, საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე […]
მოლდოველ ოლიგარქს EU-ს სასამართლომ სანქციები არ მოუხსნა

ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოლდოველი პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის სარჩელი მისთვის დაწესებული სანქციების გაუქმების შესახებ. ილან შორი ევროკავშირმა 2023 წელს დაასანქცირა მოლდოვაში დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებებისთვის. ილან შორთან ერთად ევროკავშირის საქნციების ქვეშ მოექცნენ, მისი თანაპარტიელი მარტინა ტაუბერი, კიდევ ერთი ოლიგარქი ვლადიმირ პლახატნიუკი, მოლდოვის პოლიციის ყოფილი უფროსი გეორგი კავკალიუკი და რუსი ბიზნესმენი იგორ ჩაიკა. მოლდოვაში დესტაბილიზაციისკენ […]
პარლამენტს მოქალაქეთა ჯგუფმა პეტიცია სახელწოდებით – „გახსენით ვაწერთ“ წარუდგინა, თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო დოკუმენტს მსვლელობა არ მიეცა

პარლამენტს მოქალაქეთა ჯგუფმა პეტიცია სახელწოდებით – „გახსენით ვაწერთ“ წარუდგინა, თუმცა ტექნიკური გაუმართაობის გამო დოკუმენტს მსვლელობა არ მიეცა, რაზეც გადაწყვეტილება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მიიღო. პარლამენტში წარდგენილ პეტიციაში, რომლის მთავარი ადრესატი ევროკავშირია, ვკითხულობთ, რომ „ევროპული გზიდან არანაირი გადახვევა არ მომხდარა და მთავრობა, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობამ აირჩია, მზად არის ხელი მოაწეროს ევროპასთან მოლაპარაკებების […]
ლევან ცუცქირიძე – შეხვედრაზე ჩემი მოსვლის ერთ-ერთი მიზანი იყო, ალენ ბერსესთვის მეთქვა იმ ადამიანების სათქმელი, რომლებიც ამას თვითონ ვერ მოახერხებენ, რადგან ან უკანონოდ დაპატიმრებულები არიან, ან ისე არიან ნაცემები, რომ არ შეუძლიათ მოსვლა

ამ შეხვედრაზე ჩემი მოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, რომ მისთვის [ალენ ბერსესთვის] მეთქვა იმ ადამიანების სათქმელი, რომლებიც ამას თვითონ ვერ მოახერხებენ – იმიტომ, რომ ან უკანონოდ დაპატიმრებულები არიან, ან ისე არიან ნაცემები, რომ არ შეუძლიათ დღეს, ამ შეხვედრაზე მოვიდნენ, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ ევროსაბჭოს დელეგაციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ცუცქირიძის […]