ესტონეთის პრემიერ-მინისტრი – საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გრძელდება და ველით, რომ ამ საკითხზე ევროპას მტკიცე პოზიცია ექნება

საქართველოში დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გრძელდება და ველით, რომ ამ საკითხზე ევროპას მტკიცე პოზიცია ექნება, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დღეს განვიხილავთ, ალბათ, საქართველოა. დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა კვლავ გრძელდება. ესტონეთს საქართველოს წინააღმდეგ სანქციების სია აქვს და ჩვენ ველით, რომ ამ საკითხზე ევროპასაც […]

ბადრი ჯაფარიძე – რაც დღეს საქართველოში ხდება, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვაა, ამიტომ არის ევროსაბჭოს დელეგაცია აქ და არა „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციისთვის

საქართველოში რაც დღეს ხდება, ეს არის სწორედ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა, ამიტომ არის ეს ხალხი აქ და არა „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციისთვის, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალენ ბერსეს ვიზიტთან დაკავშირებით განუცხადა. მისივე თქმით, ისინი აქ არიან იმის გამო, რომ საქართველო 25 წელია არის ევროპული საბჭოს […]

პროკურატურა – აფთიაქებიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უნებართვოდ რეალიზაციის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სასამართლომ ოთხი ფიზიკური პირი და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და აფთიაქებიდან ფსიქოტროპული პრეპარატების უნებართვოდ რეალიზაციის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე, ოთხი ფიზიკური პირი და ერთი იურიდიული პირი დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ორ ფიზიკურ პირს სასჯელის სახედ და ზომად 10-10 წლით, ხოლო ორს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, იურიდიულ პირს […]

ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრი – საქართველოში განვითარებული მოვლენებით საკმაოდ შეწუხებულები ვართ, ეს არ არის ის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რომელიც ევროკავშირთან ახლოს და ევროპულ მიწაზე გვსურს

საქართველოში განვითარებული მოვლენებით საკმაოდ შეწუხებულები ვართ, ეს არ არის ის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რომელიც ევროკავშირთან ახლოს და ევროპულ მიწაზე გვსურს, – ამის შესახებ ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრმა, ლუკ ფრიდენმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. „საქართველოში განვითარებული მოვლენებით საკმაოდ შეწუხებულები ვართ. ეს არ არის ის დემოკრატია და კანონის უზენაესობა, რომელიც ევროკავშირთან ახლოს და ევროპულ მიწაზე […]

GM PHARMA – შემდეგი ნაბიჯი ევროკავშირის GMP სერტიფიცირების გავლაა

GM PHARMA, ერთადერთი საერთაშორისო, მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია საქართველოდან, აქტიურად განაგრძობს ევროკავშირის კარგი საწარმოო პრაქტიკის (EU GMP) სერტიფიკაციისთვის მზადებას, რაც მნიშნელოვანი ეტაპია კომპანიის ზრდა-განვითარებისთვის და საქართველოს ფარმაცევტული ინდუსტრიის ევოლუციისთვის. ამ სტრატეგიული მისიის ფარგლებში, GM PHARMA-ს პარტნიორობას უწევს საერთაშორისო აღიარების მქონე ბრიტანული საკონსულტაციო კომპანია Woodley BioReg, რომელიც ფარმაცევტული, ბიოტექნოლოგიური და სამედიცინო მოწყობილობების რეგულაციური საკითხების სფეროში 25-წლიანი გამოცდილებით […]

“სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს” — Glovo-ს და Wolt-ის სათაო ოფისების ერთობლივი განცხადება

პროდუქტების და საკვების მიტანის ბაზრის ორი გლობალური ლიდერი, Glovo და Wolt საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ევროპული კომპანიები საქართველოს ისტორიულ პროევროპულ არჩევანს აღიარებენ და დაზარალებულ მშვიდობიან დემონსტრანტებს სოლიდარობას უცხადებენ. Glovo-ს და Wolt-ის ერთობლივ განცხადებას BMG უცვლელად გთავაზობთ: “2018 წელს ქართული ბაზარზე შესვლის შემდეგ, გლოვო და ვოლტი სიამაყით ვუჭერთ მხარს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას […]

გიტანას ნაუსედა – „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის უმრავლესობას ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას

ჩემთვის ყველაზე მეტად იმედის გამაცრუებელია ის, რაც საქართველოს მთავრობამ გამოაცხადა, რომ ისინი შორდებიან ევროპულ გზას, თუმცა ქართველი ხალხის 80 პროცენტი ევროპულ ოცნებას უჭერს მხარს. ასე რომ, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის ევროპული ოცნება არ უნდა წაართვას, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ევროპული საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. „ბევრჯერ მითქვამს და ნამდვილად გულის სიღრმიდან ვსაუბრობ, […]

ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვრის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ირაკლი ფავლენიშვილი – გვაქვს ინფორმაცია, რომ გორის ოფისზე ტერორისტული აქტის უშუალო ორგანიზატორები პრემიერად წოდებული კობახიძე და დიტო სამხარაძე არიან – შეუძლებელია ტერორიზმმა პასუხისმგებლობის გარეშე ჩაიაროს

გვაქვს ინფორმაცია, რომ ამ ძალადობის, ამ ტერორისტული აქტის [გორში, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ოფისზე თავდასხმის] უშუალო ორგანიზატორები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერები – პრემიერად წოდებული, არალეგიტიმური მთავრობის მეთაური კობახიძე და დიტო სამხარაძე არიან – შეუძლებელია ტერორიზმმა და სიცოცხლის მოსპობის მცდელობამ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეშე ჩაიაროს,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, […]

თიბისი და საქართველოს ბანკი 5 მილიონ ლარს გამოყოფენ აქციებზე დაზარალებულთა დასახმარებლად

„თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ აცხადებენ, რომ ხუთ მილიონ ლარს გამოყოფენ პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციებზე დაზარალებულთა და მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. ქვეყნის უდიდესი ბანკები 19 დეკემბერს ერთობლივად გავრცელებულ განცხადებაში წერენ: „ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, თიბისი და საქართველოს ბანკი ერთობლივად 5,000,000 ლარს გამოყოფს, რომელიც მიმართული იქნება დაზარალებული მოქალაქეების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად“. მათი განცხადებით, ფინანსური […]