საქართველომ რეკორდული ოდენობის მოცვი აწარმოა და დააექსპორტა – მინისტრის მოადგილე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძე სოფლის მეურნეობის წლევანდელ მოსავლიანობას და ხარისხობრივ მაჩვენებლებს აფასებს. მისი შეფასებით, მიმდინარე წელი გამორჩეულია სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსავლიანობით. მათ შორისაა მოცვი, რომლის წარმოების და ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. თენგიზ ნასარიძემ, ხაზი გაუსვა საქართველოდან მოცვის ექსპორტში ევროკავშირის წილს და აღნიშნა, რომ მოცვი დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ფერმერებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან […]
რუსეთის სამხედრო გემმა ფინეთის ტერიტორიული წყლები დაარღვია

ფინეთის მთავრობა ცნობით,, რუსეთის გემმა მისი ტერიტორიული წყლები დაარღვია. ინციდენტი პარასკევს, 26 ივლისს, ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. ფინეთის სასაზღვრო გემმა რუსეთის გემი ბადრაგით გააცილა ფინეთის ტერიტორიული წყლებიდან. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მესაზღვრეები ინციდენტს იძიებენ. წინა თვეში ფინური მხარე ამბობდა, რომ 10 ივნისს მისი საჰაერო სივრცე რუსეთის ოთხმა სამხედრო თვითმფრინავმა დაარღვია.
ჰელსინკის კომისია: „ოცნება” კიდევ ერთ რუსულ მეთოდს იყენებს

კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას, რომლითაც ComCom მთავარი არხისგან რუსული კანონის შესახებ ინფორმაციის დაუყოვნებლივ ამოღებას მოითხოვს, გამოეხმაურა აშშ-ის ჰელსინკის კომისია და წერს, რომ მმართველი პარტია რუსულ სტრატეგიას იყენებს. “ქართული ოცნება იყენებს კიდევ ერთ ტაქტიკას რუსეთის ავტორიტარული სტრატეგიიდან, რათა ცენზურას დაუქვემდებაროს ოპოზიცია და ქართველ ხალხს წაართვას დემოკრატიული მომავალი, რომლისთვისაც იბრძვიან”, – წერია ჰელსინკის კომისიის მიერ გამოქვყნებულ განცხადებაში. ვიდეოკოლაჟი, […]
სოფო ჯაფარიძე – მიზანი არის ერთი – ჩვენი ერთიანობა და ჩვენი ერთიანობით გარდაუვალი გამარჯვება

მიზანი არის ერთი – ჩვენი ერთიანობა და ჩვენი ერთიანობით გარდაუვალი გამარჯვება, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ წალენჯიხაში „დემოკრატიის ფესტივალზე“ განაცხადა. მისი თქმით, ერთიანობით და ერთსულოვნებით აუცილებლად გაიმარჯვებენ. „მიზანი არის ერთი – ჩვენი ერთიანობა, მიზანი არის ის, რასაც აქ დღეს ხედავთ. წვიმის, უამინდობის მიუხედავად, ჩვენ ვართ ჩვენ საზოგადოებასთან ერთად და ასეთი ერთიანობით, […]
„ოცნების ქალაქში“ 582 ოჯახის შესახლების პროცესი დაიწყო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დაპირებისამებრ, ოცნების ქალაქის პირველი მობინადრეები ძმები, ანრი და კახა ბერიძეები გახდნენ. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დღეს, „ოცნების ქალაქში“ 30-მდე ოჯახს გადაეცა გასაღები და ახალაშენებულ კომპლექსში შესახლდა. „შესახლების პროცესი ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება. პირველ ეტაპზე ბინები სპეციალური კომისიის მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით შერჩეულ ოჯახებზე გადანაწილდა. შესახლების პროცესი დოკუმენტაციის წარდგენისა და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდგომ დაიწყო. ე.წ […]
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თამარ კორძაია წალენჯიხაში, „დემოკრატიის ფესტივალზე“ იმყოფება

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, წალენჯიხაში, „დემოკრატიის ფესტივალზე“ იმყოფებიან. თამარ კორძაიას თქმით, სიახლეები, რასაც ფესტივალზე გაეცნო, ევროპის თანხით და დახმარებით არის შექმნილი. „წალენჯიხაში ჩამოსვლა ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული ყველაზე ევროპული ადგილია სამეგრელო და განსაკუთრებით წალენჯიხა. აქაურ ეზოებს რომ შეხედავ ის ხიბლი იგრძნობა, რაც აქვს წალენჯიხას. ეს ნაწარმი, რაც აქ იყიდება […]
მოძრაობის წესების დარღვევებიდან ჯარიმებით მთავრობამ რეკორდული ₾106 მლნ-ი აკრიფა

2024 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმების აკრეფით რეკორდული 106 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. დოკუმენტის თანახმად, 63.7 მილიონი ლარი შევიდა სახელმწიფო ბიუჯეტში, 42.5 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში მიიმართა. შედარებისთვის, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი […]
მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის ბრძოლა 14 სექტემბერს გაიმართება

მერაბ დვალიშვილისა და შონ ომალის ბრძოლა 14 სექტემბერს, ლას ვეგასში, სფეროს არენაზე გაიმართება. დვალიშვილი ზემსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონთან, შონ ომალთან სატიტულო ქამრისთვის იბრძოლებს. აქამდე, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ორი ქამრის მფლობელი, ამერიკელი ჰენრი სეჰუდო დაამარცხა. ბრძოლა სამი რაუნდი გაგრძელდა – ერთ-ერთ ეპიზოდში ქართველმა მეტოქე ხელში აიყვანა და რინგი გადაკვეთა – ეს ქართველი მებრძოლის რიგით მე-10 ჩატარებული […]
საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრი – საფრანგეთის ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას ორშაბათიდან დაუბრუნდება

საფრანგეთის ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელი ჩვეულ რეჟიმში მუშაობას ორშაბათიდან დაუბრუნდება, – ამის შესახებ საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა, პატრის ვერგრიეტმა განაცხადა. საფრანგეთის რკინიგზის ეროვნულ კომპანიაში განაცხადეს, რომ პარასკევს შეფერხებების გამო 250 000 მგზავრი დაზარალდა. შეგახსენებთ, გუშინ, პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე, საფრანგეთის ჩქაროსნულ სარკინიგზო ქსელზე რამდენიმე თავდასხმა განხორციელდა. საფრანგეთის რკინიგზის ეროვნული კომპანიის, SNCF-ის ცნობით, კომპანიის ობიექტებს […]
Tesla-ს მოგების მარჟა ხუთწლიან ჭრილში ყველაზე დაბალია

ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა Tesla-მ კვარტალური ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა და აღმოჩნდა, რომ კომპანიის მოგების მარჟა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია, რასაც “ტესლას” მოდელებზე ფასების შემცირებას უკავშირებენ. ფასების შემცირება კი ამ ელექტრომობილებზე მოთხოვნის აღსადგენად მოუწია. გარდა ამისა, კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის პროექტებში ინვესტიციებიც გაზარდა, რამაც მოგების მარჟის შემცირებაში საკუთარი წვლილი შეიტანა. კვარტალური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ Tesla-ს აქციათა […]