ბათუმის შესასვლელში დაახლოებით 5-კილომეტრიანი საავტომობილო ხერგილია

ბათუმის შესასვლელში დაახლოებით 5-კილომეტრიანი საავტომობილო ხერგილია. საცობი ჩაქვის გვირაბიდან იწყება და “ბარცხანის დასახლებამდე” აღწევს. მსგავსი ხერგილი, ზაფხულის საკურორტო სეზონზე, თითქმის ყოველდღიურობად იქცა. წყარო: რადიოთავისუფლება
ცაგერში ძმამ ძმა მოკლა — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცაგერში დააკავეს 1977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ს, რომელსაც ძმის მკვლელობას ედავებიან. გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ცაგერის მუნიციპალიტეტში ძმას, 1988 წელს დაბადებულ ვ.ს.-ს, ნაჯახით სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ვ.ს. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი, ნაჯახი, ნივთმტკიცებად ამოიღო. ოჯახის წევრის […]
საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, როლან დიუმა 101 წლის ასაკში გარდაიცვალა

საფრანგეთის მეხუთე რესპუბლიკის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, როლან დიუმა 101 წლის ასაკში, 2024 წლის 3 ივლისს გარდაიცვალა. 4 ივლისს, საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, აღნიშნულ ფაქტზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა. საფრანგეთის 21-ე პრეზიდენტის, ფრანსუა მიტერანის დიდი ხნის რწმუნებული, როლან დიუმა, საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციას ორგზის ვადით, 1984-1986 და 1988-1993 წლებში იკავებდა. 1995-2000-იან წლებში, დიუმა საფრანგეთის კონსტიტუციური საკონსულოს პრეზიდენტი […]
ვაშაძე: ჩვენი პასუხია ერთიანობა, ჩვენი სიმბოლოა ხელის ჩამორთმევა, უნდა შევრიგდეთ, ხალხნო

მე მათ ვეუბნები, რომ ვერ დაგვაშინებენ, თქვენი არავის არ ეშინია. და მოდი რა, გადავფურცლოთ, გადავშალოთ ეს უბედურება, რაც ახლა ქვეყანაში ხდება და წავიდეთ განვითარებისკენ. რაც არ უნდა დაგვახვედრონ, ჩვენი პასუხია ერთიანობა, ჩვენ გვინდა, ყველას ხელი ჩამოვართვათ, ჩვენი სიმბოლო ამიტომაა ხელის ჩამორთმევა, უნდა შევრიგდეთ, ხალხნო, უნდა გადავიაზროთ ერთი რამ, რომ ერთადერთი, რაზეც დგას ეს რეჟიმი – […]
საქართველოში კაცების დასაქმების დონე 43%-ით მაღალია, ვიდრე ქალების

საქართველოში კაცების დასაქმების დონე 43%-ით მაღალია, ვიდრე ქალების, ამის შესახებ ორგანიზაცია ISET Policy Institute იუწყება. მათი ინფორმაციით, შრომის ბაზარზე ქალების ჩართულობის ზრდა მნიშვნელოვანია არამხოლოდ ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის, არამედ მთლიანად ეკონომიკის განვითარებისთვის. ორგანიზაცია მიუთითებს იმაზეც, რომ საქართველოში ქალები აუნაზღაურებელ საოჯახო შრომასა და ზრუნვაზე დღეში 5-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები. ამავე ცნობით, საქართველოში დაბალანაზღაურებად სექტორებში (განათლება; […]
საერთაშორისო ვიზიტების 0,4% სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურებზე მოდის – როგორ ფასდება ეს ეკონომიკურად

2024 წლის პირველ კვარტალში, საერთაშორისო ვიზიტებს შორის 5 203-ის შემთხვევაში მიზანი სამკურნალო და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებაა. ეს კი საერთაშორისო ვიზიტების 0,4%-ს შეადგენს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში ეს მაჩვენებელი 2 136 იყო (საერთო ვიზიტების 0,2%). შესაბამისად, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი 2,4-ჯერაა გაზრდილი. ეს მონაცემი ძალიან დაბალია პანდემიამდელ მაჩვენებელზე, თუმცა ზრდის […]
“გზაზე ვიყავით, დაახლოებით 3 საათი გაჩერებული და არავინ არ მოსულა” – თუშეთის გზაზე ჩახერგილი გზა გაწმენდილია

თუშეთში, გზაზე ძლიერი წვიმის შედეგად ჩამოტანილმა ნაშალმა სავალი ნაწილი ჩახერგა. მოქალაქეები სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს მძიმე ტექნიკა. ამ დროისთვის, გზის სავალი ნაწილი გაწმენდილია და მოძრაობა სრულად აღდგა. “მაგარი წვიმა იყო თუშეთში და ჩამოწვა ბევრი მეწყერი. გზაზე ვიყავით, დაახლოებით 3 საათი გაჩერებული და არავინ არ იყო […]
ავსტრალიამ ესპანეთი დაამარცხა და სიკვდილის ჯგუფში პირველი გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

პარიზში მიმდინარე ოლიმპიურ საკალთბურთო ტურნირზე A ტურის პირველ შეხვედრაში ავსტრალიამ ესპანეთი კომფორტული უპირატესობით, 92:80 დაამარცხა. გამარჯვებულთა მხრიდან ჯოკ ლანდეილმა 20 ქულა დააგროვა, ვეტერანმა პატი მილსმა თავი 19 ქულით გამოიჩინა. გუნდის ლიდერმა, ჯოშ გიდიმ კი სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა და საკუთარ გუნდს 17 ქულა, 8 მოხსნა და ამდენივე შედეგიანი გადაცემა შესძინა. ესპანელთა შემადგენლობიდან სანტი ალდამამ 27 […]
სანდრო ბაზაძე ოლიმპიური თამაშების მერვედფინალშია

სანდრო ბაზაძე პარიზის ოლიმპიადაზე, 16 მოფარიკავეს შორის არის! 32 ში გამართული ბრძოლა,15:6 მექსიკის წარმომადგენელთან მოიგო. სანდრო, 8-ში შესასვლელ ბრძოლას 17:25 საათზე, ეგვიპტის წარმომადგენელთან გამართავს. წყარო: საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია
თინა ბოკუჩავა – მაშინ, როდესაც ივანიშვილის პარტია ქადაგებს დაპირისპირებას, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ვართ ხალხთან და ვმსჯელობთ იმაზე, როგორ გადავარჩინოთ დემოკრატია და ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი

სამეგრელოში, წალენჯიხაში „დემოკრატიის ფესტივალის“ ჩატარება ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება ერთიანობა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ერთიანობით დავამარცხებთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. „ჩვენ ვიმყოფებით „დემოკრატიულ ფესტივალზე“ წალენჯიხაში იმისთვის, რომ ერთიანობით წალენჯიხელებთან, სამეგრელოსთან, მთელ საქართველოსთან ერთად გავიმარჯვოთ და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალი. […]