ავარია რუსთავი-წითელი ხიდის გზაზე – დაღუპულია ერთი ადამიანი

რუსთავი-წითელი ხიდის საავტომობილო გზაზე, სოფელ ქესალოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ერთმანეთს ორი სტვირთო მანქანა შეეჯახა, რომელთაგან ერთ-ერთს ბენზინი გადაჰქონდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი მძღოლი, მეორე კი დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. დაწყებულია გამოძიება.

რუსების მიერ სუმის ოლქის დაბომბვის შედეგად, ერთი ბავშვი დაიღუპა და 12 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 6 ბავშვი დაშავდა

რუსების მიერ სუმის ოლქის დაბომბვის შედეგად, ერთი ბავშვი დაიღუპა და 12 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 6 ბავშვი დაშავდა, – ამის შესახებ განცხადებას სუმის ოლქის პროკურატურა ავრცელებს. „გამოძიების თანახმად, 2024 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 12:40 საათზე, საერთაშორისო სამართლით აკრძალული ომის წარმოების მეთოდების გამოყენებით, მტერმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან ქალაქ გლუხოვის ცენტრს დაარტყა. დაბომბვის შედეგად, 13 მშვიდობიანი მოქალაქე […]

საჩხერეში 18 წლის ახალგაზრდა მოკლეს – დაკავებულია ერთი პირი

იმერეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2006 წელს დაბადებული ნ.შ. დააკავეს. დანაშაული 10-დან […]

საქართველოში 628.7 მლნ ლარის სესხი ვადაგადაცილებულია

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის 6 თვის მდგომარეობით, საქართველოში 58.046 მლრდ ლარის სესხია გაცემული. აქედან 56.716 მლრდ ლარი ვადიანი სესხია, ხოლო 628.7 მლნ ლარი ვადაგადაცილებული. სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში მოკლევადიანი კრედიტის სახით 4.616 მლრდ ლარი გაიცა, საიდანაც ვადაგადაცილებულია 165.1 მლნ ლარი, ხოლო გრძელვადიანი 52.099 მლრდ ლარის სესხი გაიცა, აქედან 463.5 მლნ ლარი ვადაგადაცილებულია. ეროვნული ბანკის […]

საფრანგეთში დივერსიის შემდეგ კვლავ გაუშვებენ მატარებლების უმრავლესობას

შაბათს საფრანგეთის 10 ჩქაროსნული მატარებლიდან დაახლოებით შვიდი კვლავ ამუშავდება სამ მთავარ მარშრუტზე, მას შემდეგ, რაც გუშინ ქვეყნის სარკინიგზო ქსელის დიდი ნაწილი პარალიზებული იყო პარიზში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე. ამის შესახებ France-Presse იუწყება. სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია SNCF-ის განცხადებიდან ირკვევა, რომ საქმე ეხება ჩრდილოეთის, ბრეტანისა და სამხრეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ხაზებს და რომ ხელახლა გაშვების […]

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ოლიმპიადაზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ხმლით ასპარეზობაში სანდრომ 1/16 ფინალში მექსიკელი ხიბრან სეასი დაამარცხა. მეოთხედფინალში გასასვლელად ბაზაძე ეგვიპტელ სპორტსმენს დაუპირისპირდება. ზაფხულის თამაშებზე სანდრო ბაზაძე მესამედ გამოვიდა. მსოფლიოს საუკეთესო მოფარიკავე ტურნირზე ფავორიტის სტატუსით ჩავიდა. პარიზში ოლიმპიური თამაშები 26 ივლისს გაიხსნა.

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ლომი ახალ მთვარესთან ერთად თქვენი სახლის ნიშანში, თქვენი თვითშეგნება ამ თვეში გამძაფრდება. კარგი დროა თქვენთვის პირადი მიზნების გადახედვისთვის. გადით გარეთ და აღნიშნეთ თქვენი სეზონი საყვარელ ადამიანებთან ერთად. ქალწული ის უნდა გააკეთოთ, რაც გსურთ. ნუ მიაქცევთ საზოგადოების აზრს ყურადღებას, დროა საკუთარ ხმას მოუსმინოთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ბოლომდე გამოავლინოთ თქვენი პოტენციალი. სასწორი მეგობრებთან გულწრფელობამ იმის შესახებ, თუ […]

გეგელია: ქართულმა ოცნებამ ემიგრაციის წინააღმდეგ ახალი ფორმის ტერორი დააანონსა

ქართული ოცნების ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ, ემიგრაციის წინააღმდეგ კიდევ ერთი, ახალი ფორმის ტერორი დააანონსა, მათი სრული წაშლით ქართული ეროვნული სიიდან – არამხოლოდ საქართველოს აღრიცხვიდან, რასაც ქართული ოცნება ეწევა, უკვე წლების განმავლობაში [როდესაც არ აღრიცხავს ჩვენს ემიგრაციას, როდესაც ცდილობს, რომ წაშალოს ისინი ჩვენი ეროვნული რიცხვიდან, ჩვენი მოქალაქეთა სიიდან], არამედ ახლა, უკვე საკონსულო აღრიცხვებიდან, სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ეს ემიგრანტები […]

15 წლის ანა ნიჟარაძემ ოლიმპიადაზე გამოსვლა დაასრულა

პარიზის ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს ქართველ ოლიმპიელთა ასპარეზობა მოცურავეთა გამოსვლით დაიწყო. 15 წლის ანა ნიჟარაძე, რომელიც საქართველოს ოლიმპიურ გუნდში ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელია, 100 მეტრზე ბატერფლაით საკვალიფიკაციო გაცურვით აღნიშნა ოლიმპიური დებიუტი, თუმცა, სამწუხაროდ 28-ე შედეგი აღმოაჩნდა (1.02.85) და შეჯიბრს გამოეთიშა. ჯამში მონაწილეობას 31 სპორტსმენი იღებდა, ლიდერ ჟან იუფეის, რომელიც ჩინეთის ღირსებას იცავს, ჩვენებური აზიელ სპორტსმენს 6.35 […]

საქართველოში ქალები აუნაზღაურებელ საოჯახო შრომასა და ზრუნვაზე დღეში 5-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები

საქართველოში ქალები აუნაზღაურებელ საოჯახო შრომასა და ზრუნვაზე დღეში 5-ჯერ მეტ დროს ხარჯავენ, ვიდრე კაცები, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია ISET-ი იტყობინება. ორგანიზაციის ცნობით, საქართველოში დაბალანაზღაურებად სექტორებში (განათლება; ჯანდაცვა და სოც. მომსახურება) 5-ჯერ მეტი ქალია დასაქმებული, ვიდრე კაცი. მათივე ინფორმაციით, საქართველოში ტექნიკური განათლების მიმღები გოგოების პროცენტული წილი 46%-ით ჩამორჩება ბიჭების წილს. „ტექნიკური განათლება ხელს უწყობს ქალების […]