მიხეილ სააკაშვილი – მივესალმები ჯინ შაჰინის და მაიკ ტერნერის ვიზიტს საქართველოში – ეს ვიზიტი არის ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი ორპარტიული პოლიტიკის, რომლის ამოცანა არჩევნების გაყალბებისთვის ხელის შეშლაა

მივესალმები სენატორ ჯინ შაჰინის და მაიკ ტერნერის ვიზიტს საქართველოში – ეს ვიზიტი არის ნაწილი, ძალიან მნიშვნელოვანი ორპარტიული პოლიტიკის, რომლის ამოცანაა არჩევნების გაყალბებისთვის ხელის შეშლა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ამასთან, განმარტავს, რომ მაიკ ტერნერმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის სახელმწიფო დეპარტამენტს წერილი ოფიციალურად გაუგზავნა. „მივესალმები სენატორ ჯინ შაჰინის და ამერიკის წარმომადგენლობათა […]

ნათია მეზვრიშვილი – მოვუწოდებთ „ოცნებას“, „ქოლ-ცენტრების საქმეზე“ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შექმნან

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შექმნან. როგორც ნათია მეზვრიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, თუ „ქართული ოცნება“ გამოძიებაზე უარს იტყვის, კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ ხელისუფლება „შავ ფულზე“, კორუფციასა და ძალადობაზე დგას. მეზვრიშვილი ასევე მოუწოდებს ოპოზიციას, საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭიროს. „ოცნებას“ მოვუწოდებთ, ახლა მაინც შექმნან საპარლამენტო […]

„საქსტატი“ – იანვარ-ივლისში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 564.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.6%-ით მეტია

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 564.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.6 პროცენტით მეტია. მათივე ცნობით, აქედან, ექსპორტი 3 530.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 1.4 პროცენტით), ხოლო იმპორტი 9 034.5 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 2.9 პროცენტით). „უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის […]

ჰელსინკის კომისია გვეუბნება, ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებენ ქოლ-ცენტრებსო – ასეთი იმბეცილებითაა დაკომპლექტებული ეს ორგანო?!

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ჰელსინკის კომისიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც – „თავისი საქმიანობის დასაფინანსებლად და ოპოზიციის შევიწროებისთვის „ქართული ოცნება“ მთელ მსოფლიოში მდებარე თაღლითური ქოლ-ცენტრების ქსელიდან მიღებულ შავ ფულს ეყრდნობა“, Facebook-ზე ეხმიანება. „დანია ფესტივალებს გვიფინანსებს და სააკაშვილის პორტრეტებს გვიფრიალებს დემოკრატიის სახელით… აქეთ კიდევ, ჰელსინკის კომისიამ, ქოლ-ცენტრების ფულით ავიწროებენ ოპოზიციას საქართველოშიო… უკაცრავად […]

“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს

გაირკვა, რომ ტალიავინის პოზიცია წლების შემდეგაც უცვლელია და მან ჟურნალისტის ყველა მცდელობა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 16 წლის წინ ჩადენილი მოღალატეობრივი ქმედებები როგორმე გაემართლებინა, არგუმენტირებული მსჯელობით გააბათილა, – ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებაში, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელ ჰაიდი ტალიავინისთან „რადიო თავისუფლების“ ინტერვიუს ეხება. „9 აგვისტოს, „რადიო თავისუფლების“ […]

გენო პეტრიაშვილმა უსაზღვროდ გამახარა და გაგვახარა სრულიად საქართველო. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად ჩავატარეთ, ღმერთის წყალობით – ლაშა ბექაური

ოლიმპიელი ჩემპიონი ლაშა ბექაური თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პარიზის ოლიმპიადაზე ოქროს მედლის მფლობელებს – გენო პეტრიაშვილს, ლაშა ტალახაძეს და გივი მაჭარაშვილს დახვდა და ქართული დელეგაციის წარმატებაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა. „გენო პეტრიაშვილმა უსაზღვროდ გამახარა მე პირადად და გაგვახარა სრულიად საქართველო. მთლიანად დელეგაციამ, ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად ჩავატარეთ, ღმერთის წყალობით. არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ საქართველოს გულის გახარებას“, – აღნიშნა […]

“დედა მუშაობდა, თხილზე დადიოდა… ბავშვებს მე-6 კლასელ გოგოს უტოვებდა…” – ხანძარს 6 წლის ტყუპები ემსხვერპლნენ…

“დედა მუშაობდა, თხილზე დადიოდა… სოციალურ სამსახურს წაყვანილი ჰყავდა ბავშვები, მაგრამ მერე დაიბრუნა… ბავშვებს მე-6 კლასელ გოგოს უტოვებდა ხოლმე, ის ყურადღებას აქცევდა” – ამბობს მეზობელი ზუგდიდში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტზე. ცნობისთვის, ზუგდიდში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა. ცეცხლი ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად 6 წლამდე ძმები დაიღუპნენ. სახლში მყოფი კიდევ ორი […]

7 თვეში საქართველოდან ექსპორტი 3.5 მლრდ დოლარამდე შემცირდა, იმპორტი კი 9 მლრდ დოლარამდე გაიზარდა

2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 564.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.6 პროცენტით მეტია. „საქსტატის“ ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 3 530.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 1.4 პროცენტით), ხოლო იმპორტი 9 034.5 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 2.9 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-ივლისში 5 […]

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი საქართველოს დამატებით „ახალ ევროპულ დანიშნულებას“ მისცემს – ეკონომიკის სამინისტრო

„შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი“ პერსპექტიულია და ტექნიკურ-ეკონომიკურად -განხორციელებადი, – აღნიშნულია კვლევაში, რომელიც სახელმწიფო კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დაკვეთით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ CESI მოამზადა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ტექნიკურ – ეკონომიკური კვლევა აღნიშნული პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობების და საუკეთესო გზების გამოვლენის მიზნით მომზადდა. „შავი ზღვის […]

Neoprint-მა წარმოება მზის ენერგიაზე გადაიყვანა

ქაღალდის საწარმო Neoprint-მა განახლებადი ენერგიების მიმართულებით მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა და საწარმოს სახურავზე მზის პანელები დაამონტაჟა. შპს Neoprint-ის დამფუძნებელი არჩილ თვარაძე “ბიზნესპარტნიორთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ მზის პანელების დამონტაჟება საწარმოს კომუნალურ ხარჯებს მნიშვნელოვნად შეუმცირებს. ვრცლად bp.ge – ზე