Global Finance-მა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance რეგიონსა და ქვეყანაში საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს უკვე 25 წელია აჯილდოებს. წელს კი რედაქციამ საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. „Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების ჯილდო წარმოაჩენს იმ ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც ინოვაციურ ციფრულ გადაწყვეტებს ეძებენ და ინდუსტრიაში ახალ სტანდარტებს ამკვიდრებენ“, – განაცხადა ჯოზეფ ჯიარაპუტომ, Global Finance_ის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა. „საქართველოს […]
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, აჭარაში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს. ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი საამქრო მოქალაქეს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გორში ჰქონდა მოწყობილი. საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული იყო 21 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი). „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შუახევის მუნიციპალიტეტში გამოვლენილი […]
ქართველი მილიარდერების ქონება გაიზარდა

Bloomberg-ის მილიარდერების 2024 წლის რეიტინგი განაახლა. გამოცემის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ ლომთაძის ქონება წლიურად გაიზარდა. საქართველოს ყოფილ პრემიერი, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის რეიტინგში 393-ე პოზიციაზეა და მისი ქონება $7.05 მლრდ-ია. ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi.kz-ის თანამფლობელი, მიხეილ ლომთაძე კი მილიარდერების რეიტინგში 445-ე ადგილზეა და მისი ქონება $6.37 მლრდ-ია. Bloomberg-ის მილიარდერების სიაში მსოფლიოს ყველაზე მდიდარი […]
„თეგეტა ჰოლდინგი“ და „რინგოვეტი“ მიუსაფარი ცხოველების გადასარჩენად

ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ჯანმრთელობის პრობლემები ხშირად შეჰქმნიათ; დაშავებული ძაღლი თუ კატა ქუჩაშიც ბევრჯერ გვინახავს და დახმარების სურვილიც გაგვჩენია. თუ აქამდე ერთადერთი გამოსავალი მათი უახლოეს ვეტერინარულ კლინიკაში გადაყვანა იყო, მალე ცხოველების დასახმარებლად ალტერნატიული გზაც გამოჩნდება. „რინგოვეტი“ პირველადი სასწრაფო ვეტერინარული დახმარებაა, რომელიც სატესტო რეჟიმში სექტემბრიდან ამოქმედდება. „რინგოვეტი“ პირველ ეტაპზე შეზღუდული რესურსით იმუშავებს, თუმცა, გეგმის მიხედვით, მალე მთელ […]
ათენის გარეუბანში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

ათენის გარეუბანში ტყის ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, ხანძრების შედეგად შექმნილი რთული სიტუაციის გამო ათასობით ადამიანი ევაკუირებულია. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 700-ზე მეტი მეხანძრე, 199 სახანძრო მანქანა და 35 თვითმფრინავია ჩართული. ევროპულმა ქვეყნებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, საბერძნეთს დაეხმარონ. „ბიბისის“ ინფორმაციით, იტალია საბერძნეთს ორ თვითმფრინავს მიაწვდის, ხოლო საფრანგეთი და […]
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო – 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო

ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ტალიავინის დასკვნა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ განაჩენის ტოლფასი დოკუმენტია. სააკაშვილი და […]
მაიკლ ტერნერი – აუცილებელია, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ქართველი ხალხისთვის და საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის

აშშ-საქართველოს ურთიერთობა, ისტორიულად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იყო რეგიონში, თუმცა დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოიწვია შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენის, მაიკლ ტერნერის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მან საქართველოში ვიზიტის შემდეგ გაავრცელა. „მე და სენატორმა შაჰინმა ნათლად განვაცხადეთ, რომ ეს შეშფოთება ორპარტიული და ორპალატიანია. გარდა ამისა, აშშ-ის პოლიტიკა არ შეიცვლება აშშ-ს […]
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო – აგვისტოს ომის დასრულებიდან მალევე, სააკაშვილი, ლომაია, ყურაშვილი, გოგავა და სხვები დაუფარავად აცხადებდნენ, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის თაობაზე

ომის დასრულებიდან მალევე, სააკაშვილი, ლომაია, ყურაშვილი, გოგავა და სხვები დაუფარავად აცხადებდნენ, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ცხინვალის რეგიონში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის თაობაზე. 7-8 აგვისტოს სააკაშვილი და მისი რეჟიმის პროპაგანდისტული მედია აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას შეტევითი ოპერაციის წარმატებით მიმდინარეობის, ერთმანეთის მიყოლებით დასახლებული პუნქტების აღების შესახებ და ადასტურებდნენ რუსული მხარის ჩაურევლობას საომარ მოქმედებებში, – ამის შესახებ „ქართული […]
2023 წელს, ნარკოტიკებითა და ჰალუცინოგენებით მოწამვლის გამო, სამედიცინო დაწესებულებაში 192 პაციენტი მოთავსდა

2023 წელს, ნარკოტიკებითა და ჰალუცინოგენებით მოწამვლის გამო, სამედიცინო დაწესებულებაში 192 პაციენტი მოთავსდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან აცნობეს. უფრო კონკრეტულად, ნარკოტიკებითა და ჰალუცინოგენებით მოწამვლის 192 შემთხვევიდან 149 თბილისში დაფიქსირდა, რეგიონების მიხედვით სტატისტიკა კი შემდეგნაირად გამოიყურება: გორი – 7; ქუთაისი – 6; რუსთავში – 6; ზუგდიდი – 5; ბათუმი – 5; […]
ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნდნენ

ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი, ასევე ვეცხლის მედლის მფლობელი გივი მაჭარაშვილი პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოლიმპიადაში მონაწილე სპორტსმენებს ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ და მიღწეული წარმატება მიულოცეს. ვრცლად 1tv.ge – ზე