ზუგდიდში, ხანძარს გადარჩენილი და-ძმის მდგომარეობა სტაბილურია

ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს გადარჩენილი და-ძმის მდგომარეობა სტაბილურია. ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, სულხან ორჟონიას განცხადებით, არასრულწლოვნებს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „პაციენტებს ჩაუტარდათ შესაბამისი მკურნალობა. ორივეს მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. არასრულწლოვნები მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნებით შემოიყვანეს ჩვენს სამედიცინო დაწესებულებაში. ბავშვების საავადმყოფოში დაფიქსირებისთანავე, შეტყობინება გაიგზავნა შესაბამის უწყებებში და შესაბამისი სამსახურები […]

პეტრე ცისკარიშვილი – „ოცნების“ აფიორა და ტყუილი, თითქოს არჩევნებში თუ გაიმარჯვებენ, აშშ-სთან ურთიერთობას შემდეგ დაალაგებენ, არავინ დაიჯეროს! – მათ გადაკვეთეს საერთაშორისო წითელი ხაზები და ამ დანაშაულს არავინ აპატიებს

ჰელსინკის კომისიის განცხადება არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადება, ეს არის სამართლებრივად გამყარებული ბრალდება, რომელიც არ გაჟღერდებოდა, რომ არ არსებობდეს უტყუარი მტკიცებულებები აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც ჰელსინკის კომისიის განცხადებას გამოეხმაურა. ცისკარიშვილის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ თემასთან დაკავშირებით უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები. „აშშ-ის ევროპასთან თანამშრომლობის და […]

ვასო ურუშაძე – უკვე საერთაშორისო დონეზე დადასტურებულია, რომ ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული კლანი საქართველოს იყენებს თავისი დანაშაულებრივი საქმიანობისთვის, საუბარია ტრანსნაციონალურ დანაშაულზე, რათა პირადი სარგებელი მიიღოს

უკვე საერთაშორისო დონეზე დადასტურებულია, რომ ივანიშვილი და მისი ოლიგარქიული კლანი საქართველოს იყენებს თავისი დანაშაულებრივი საქმიანობისთვის, საუბარია ტრანსნაციონალურ დანაშაულზე, რათა მიიღოს პირადი სარგებელი, რომლითაც შემდეგ ის აფინანსებს მმართველ პარტიას,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ ჰელსინკის კომისიის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან განმარტა, მმართველ პარტია ჩართულია ანტისახელმწიფოებრივ და ანტიდემოკრატიულ საქმიანობაში. „კიდევ ერთხელ […]

“ნაპოლის” ნახევარმცველის პრემიერლიგაში ტრანსფერი ჩაშლის პირასაა

“ნაპოლის” ნახევარმცველის იენს კაიუსტეს პრემიერლიგაში ტრანსფერი ჩაშლის პირასაა, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს. წყაროს ცნობით, “ბრენტფორდი” და “ნაპოლი” პირობებზე შეთანხმდნენ, ფეხბურთელმა კი ინგლისს მიაშურა, სადაც სამედიცინო შემოწმება უნდა გაეარა და “ფუტკრებთან” კონტრაქტი გაეფორმებინა. რომანოს ინფორმაციით, “პარტენოპეიმ” პირობების გადახედვა მოითხოვა, რის გამოც შვედი ნახევარმცველი შესაძლოა, მალე ნეაპოლში დაბრუნდეს. შეგახსენებთ, კაიუსტე “ნაპოლის” გასულ წელს, “რენიდან” შეუერთდა.

მეზვრიშვილი ქოლცენტრებზე: უარი გამოძიებაზე ადასტურებს, ოცნება შავ ფულზე, ძალადობაზე დგას

პარტია გახარი საქართველოსთვის მმართველ პარტიას მოუწოდებს ქოლცენტრების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შექმნას. ამის შესახებ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ისაუბრა. მან ოპოზიციას მოუწოდა, მხარი დაუჭირონ კომისიის შექმნას. “თუ ამ დანაშაულებრივი ფულით თქვენვე არ სარგებლობთ, თქვენივე ინტერესი უნდა იყოს ამ დანაშაულის სრულყოფილი გამოძიება და სიმართლის დადგენა არჩევნებამდე, რათა საფრთხე არ შეექმნას არჩევნების თავისუფლებას და სამართლიანობას. […]

პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების მომწესრიგებელი სპეციალური მუხლი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით ახლებურად ჩამოყალიბდა

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით ახლებურად ჩამოყალიბდა, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, მონაცემთა დამუშავების მომწესრიგებელი სპეციალური მუხლი, კერძოდ პირდაპირი მარკეტინგი განიმარტა, როგორც საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირება და შენარჩუნება, ასევე რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით ინფორმაციის მონაცემთა სუბიექტისთვის/ამომრჩევლისთვის მიწოდება. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, გასათვალისწინებელია, რომ მხარდაჭერის მიზნით მონაცემთა სუბიექტისთვის/ამომრჩევლისთვის ინფორმაციის პირდაპირ და უშუალო მიწოდება, ტელეფონის, ფოსტის, […]

ხანძარზე, რომელმაც ზუგდიდში ორი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა, ახალი დეტალები ხდება ცნობილი

ზუგდიდში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარზე, რომელსაც ორი ბავშვი ემსხვერპლა ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მეზობლების ინფორმაციით, ბინაში, სადაც ცეცხლი გაჩნდა, დედა ოთხ შვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა. მათივე თქმით, ხანძრის გაჩენის დროს ბავშვები სახლში მარტო იმყოფებოდნენ. ადგილობრივების თქმით, სოციალურად დაუცველი მოზარდები მინდობით აღზრდაში იმყოფებოდნენ, თუმცა სოციალურმა სააგენტომ ისინი დედას დაახლოებით, ორი თვის წინ დაუბრუნა. „ყველაფერი კვამლში იყო […]

იაგო ხვიჩია – სააკაშვილი ისე მოიქცა, რომ რუსეთი ჩვენთან მართალია, დაახლოებით, ეს არის „ქართული ოცნების“ განცხადება – ხალხი უნდა დაფიქრდეს, ირჩევს თუ არა მათ, ვისაც „ნაცებთან“ ბრძოლის ფარგლებში შეუძლია ქვეყნის ინტერესების გაწირვა

სააკაშვილი ისე მოიქცა, რომ რუსეთი ჩვენთან მართალია, დაახლოებით, ეს არის „ქართული ოცნების“ განცხადება – ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს, ირჩევს თუ არა ხალხს, რომელსაც „ნაცებთან“ ბრძოლის ფარგლებში შეუძლია საკუთარი ქვეყნის ინტერესების გაწირვა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების” პოლიტიკური საბჭოს განცხადებასთან დაკავშირებით განუცხადა. ხვიჩიას შეფასებით, „ქართული ოცნება“ არა ქვეყნის […]

დონალდ ტრამპი – დებატებში ბაიდენი ისე ცუდად დავამარცხე, რომ იძულებული გახდა რბოლა დაეტოვებინა – ბაიდენის გასვლა გადატრიალება იყო

დებატებში ბაიდენი ისე ცუდად დავამარცხე, რომ იძულებული გახდა რბოლა დაეტოვებინა, ბაიდენის გასვლა გადატრიალება იყო, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ილონ მასკთან ინტერვიუში განაცხადა. „დებატებში ბაიდენი ისე ცუდად დავამარცხე, რომ იძულებული გახდა რბოლა დაეტოვებინა. დებატებზე ერთ-ერთი საუკეთესო გამოსვლა იყო. ბაიდენის გასვლა, ეს გადატრიალება იყო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა. […]

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – საერთაშორისო კვლევამ „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი” პერსპექტიულად და ტექნიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით განხორციელებადად მიიჩნია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო კვლევამ „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი” პერსპექტიულად და ტექნიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით განხორციელებადად მიიჩნია. უწყების ცნობით, აღნიშნული კვლევა სახელმწიფო კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” დაკვეთით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ CESI მოამზადა. მათივე განმარტებით, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა აღნიშნული პროექტის პრაქტიკული განხორციელების შესაძლებლობების და […]