„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცული თანამშრომლების ნაწილმა შიმშილობა დაიწყო

„ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულმა თანამშრომლების ნაწილმა, პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას მიმართა. როგორც გაფიცული თანამშრომლები აცხადებენ, ისინი იძულებულები გახდნენ, პროტესტის ამ მეთოდისთვის მიემართათ, რადგან კომპანიიდან მოლაპარაკებებზე მზაობა არ ჩანს. მათივე თქმით, „ევოლუშენ ჯორჯიას“ ადმინისტრაცია, ყველანაირად ცდილობს, კომპანიაში არსებული პრობლემები გაფიცულ თანამშრომლებს დააბრალონ. „დღეს გაფიცვის 33-ე დღეა და გაფიცულებმა შიმშილი დავიწყეთ. ამ დღეების განმავლობაში, ხშირად მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, […]
პოლ სქოულზმა პრემიერლიგის მოგების მთავარი ფავორიტი დაასახელა

ლეგენდარულმა პოლ სქოულზმა პრემიერლიგის 2024/2025 წლების სეზონის ფავორიტი დაასახელა. ინგლისელის აზრით, ამ სეზონში პრემიერლიგას “არსენალი” მოიგებს. “უკვე რამდენჯერმე ვთქვი, რომ წელს პრემიერლიგას “არსენალი” მოიგებს. მიკელ არტეტას ხელმძღვანელობით “მეთოფეებმა” ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში უდიდესი პროგრესი განიცადეს. ვფიქრობ, ამ სეზონში პირველობას არავის დაუთმობენ”, – განაცხადა სქოულზმა BeiN Sports-თან ინტერვიუში. შეგახსენებთ, პრემიერლიგის 2024/2025 წლების სეზონი 16 აგვისტოს, “მანჩესტერ […]
იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 564.5 მილიონი დოალრი შეადგინა, რაც წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.6%-ით მეტია

იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 564.5 მილიონი დოალრი შეადგინა, რაც წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.6%-ით მეტია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოში საქონლით საგარეო ვაჭრობის 2024 წლის წლის იანვარ-ივლისის ექსპრეს მონაცემებს აქვეყნებს. საქსტატის ცნობით, 2024 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 12 564.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის […]
პარიზის ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა, ამ ძალიან დიდი წარმატებისთვის პირველ რიგში ჩვენ სპორტსმენებს უნდა ვუთხრათ მადლობა – წულუკიანი

პარიზის ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა, ამ ძალიან დიდი წარმატებისთვის პირველ რიგში ჩვენ სპორტსმენებს უნდა ვუთხრათ მადლობა – წულუკიანი პარიზის ოლიმპიადა ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა, რადგან ეს რეიტინგული ადგილი მსოფლიოს ქვეყნებს შორის საქართველოს არასდროს ჰქონია და ასეთი ხარისხობრივი შედეგი მედლებში საქართველოს ასევე არ ჰქონია აქამდე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურისა და სპორტის მინისტრმა […]
ვახტანგ ცინცაძე – საქართველოს მთავრობა პრიორიტეტს ანიჭებს ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას და ენერგოსიმძლავრეების განვითარებას

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ – ეკონომიკური კვლევა დასრულდა, რომლის მიხედვითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ შავი ზღვის კაბელი როგორც ტექნიკურად, ისე ეკონომიკურად განხორციელებადია, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს ინფორმაციით, კვლევა სახელმწიფო კომპანია „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” დაკვეთით, მსოფლიო ბანკის დაფინანსებითა და საქართველოს ეკონომიკისა […]
ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟსკის რაიონი 11 ათასზე მეტმა მცხოვრებმა დატოვა

ბელგოროდის ოლქის კრასნოიარუჟსკის რაიონის 11 ათასზე მეტმა მცხოვრებმა, ოპერაციული სიტუაციიდან გამომდინარე, თავიანთი დასახლებები დატოვა, – ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა. „ახლა ათასამდე ადამიანი იმყოფება დროებითი განსახლების ცენტრებში, ისინი უზრუნველყოფილნი არიან კვებით, საწოლებით, პირველადი მოხმარების ნივთებით“, – განაცხადა მან. გუშინ, გუბერნატორმა გლადკოვმა კრასნოიარუჟსკის რაიონის მცხოვრებთა ევაკუაცია გამოაცხადა. აღნიშნული რაიონი რუსეთის კურსკის ოლქსა და უკრაინის […]
გახარიას პარტია კვლავ ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას ე.წ. ქოლ-ცენტრებზე

გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” კვლავ ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე. ამის შესახებ სპეციალური ბრიფინგი გამართა პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა. მისი თქმით, აშშ ჰელსინკის კომისიის განცხადება, რომელიც გუშინ, 12 აგვისტოს გამოქვეყნდა, კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, “რასაც “ოცნება” მალავს და რასაც დღემდე ხელს აფარებს პარლამენტი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პროკურატურა” “ოცნებას” მოვუწოდებთ, ახლა მაინც […]
მერია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში შუამთის ქუჩაზე 11.6 მილიონ ლარიან მშენებლობას გეგმავს

თბილისის მერია ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, შუამთის ქუჩაზე 40ა ნომერში 11-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ 9 აგვისტოს გამოცემულ განკარგულებაშია აღნიშნული. პროექტის ღირებულება 11.6 მილიონ ლარია და მას თბილისის მერიას დაქვემდებარებული თბილისის განვითარების ფონდი ააშენებს. „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში ქალაქ თბილისში, შუამთის ქუჩა №40ა-ში მდებარე 1524 კვ/მ […]
გარემოს სააგენტომ „ბათუმი აილენდზე“ ნებართვის გაცემის პროცესი შეაჩერა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის საჭირო ნებართვის გაცემის პროცესი შეაჩერა. 2 აგვისტოს მიღებულ გადაწყვეტილებას თან ერთვის ბათუმის ნავთობტერმინალის მმართველი კომპანიის, „ტერმინალ 1-ის” დაკვეთით ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგი და კომპანიის დირექტორის წერილი, რომლის მიხედვითაც, „ქაოტური მშენებლობით“ საფრთხე შეიძლება შეექმნას ტერმინალში შემავალ გემებს. „დაუშვებლად მიგვაჩნია კუნძულის მშენებლობა/მოწყობა წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში, რამდენადაც კუნძულის განსახილველი საპროექტო ტერიტორია […]
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნოღაში უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. მუზეუმი სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა და მუნიციპალური მუზეუმის შესანიშნავი პოტენციალი აქვს. „დღეის მდგომარეობით შენობა ძლიერ დაზიანებულია. ამორტიზებულია როგორც ექსტერიერის, ასევე ინტერიერის ხის ელემენტები, დაზიანებულია აივნის ბაქანი, რიკულები და შესასვლელი კიბე, იატაკი. დროთა განმავლობაში ნალექმა სრულად […]