კურორტ გომისმთაზე ავტომობილი ხრამში გადაიჩეხა – არიან დაშავებულები
კურორტ გომისმთაზე ავტომობილი ხრამში გადაიჩეხა – არიან დაშავებულები ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გვიან ღამით კურორტ გომისმთაზე. არსებული ინფორმაციით, გომისმთიდან ოზურგეთისკენ მიმავალი ავტომობილი ხრამში გადაიჩეხა. მომხდარის შედეგად ორი პირი დაშავდა. ისინი ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც “გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
“სნეფ ფიტნესი” რიგით მეხუთე ფილიალს ხსნის

“სნეფ ფიტნესი” მეხუთე ფილიალს იმატებს. ახალი ფილიალი დიდ დიღომში, კერძოდ, მირიან მეფის ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრ “დიღომი სითიში” იხსნება. როგორც კომპანიაში ამბობენ, რიგით მეხუთე ფილიალის ლოკაცია არსებული საჭიროებიდან გამომდინარე შეირჩა, ვინაიდან დიდი დიღმის მოსახლეობის მხრიდან შესაბამის სივრცეზე მოთხოვნა არსებობდა. როგორც “სნეპ ფიტნესის” დირექტორი, სოფო სოლოღაშვილი ამბობს, მომხმარებელს ახალ ფილიალში თანამედროვე და მაღალი ხარისხის სავარჯიშო აღჭურვილობა დახვდება, […]
არსებობს ყოფილი ხელისუფლება, რომელსაც აღიარებული აქვს ომის დაწყება, საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე ღალატი – „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო

„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო განცხადებას ავრცელებს. „9 აგვისტოს, „რადიო თავისუფლების“ ქართულმა ბიურომ გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელიც ჟურნალისტმა ვაჟა თავბერიძემ 2008 წლის აგვისტოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელთან, ჰაიდი ტალიავინისთან ჩაწერა. ტალიავინის დასკვნა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ განაჩენის ტოლფასი დოკუმენტია. თუმცა, ჟურნალისტის კითხვებიდან და პოზიციონირებიდან იმთავითვე ცხადი გახდა, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილ და კრებსითი „ნაციონალური მოძრაობის” […]
MoneySuperMarket-ის ექსპერტებმა ბორტზე კვების მქონე საუკეთესო ავიაკომპანიები დაასახელეს

MoneySuperMarket-ის ექსპერტებმა 100-ზე მეტი ავიაკომპანიის მგზავრების 27000 შეფასება გაანალიზესდა ფრენის დროს ბორტზე კვების მქონე საუკეთესო ავიაგადამზიდავები გამოავლინეს. რეიტინგში პირველი ადგილი, 10-დან 8,6 საშუალო ქულით მომსახურების ყველა კლასში ავიაკომპანია Kuwait Airways-მა დაიკავა, რომელიც მომხმარებელს ბორტზე კერძების ფართო არჩევანს სთავაზობს. მეორე ადგილზე 8,44 ქულით ავიაკომპანია Oman Air მოხვდა, ხოლო მესამეზე კი 8,39 ქულით Middle Eastern Airlines-ი. საერთო […]
გიორგი იაკობაშვილი „ნაცმოძრაობის“ იმ წევრების სიას აქვეყნებს, რომლებმაც საქართველოს საზღვარი 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში დატოვეს

For.ge-ის რედაქტორი, გიორგი იაკობაშვილი სოციალურ ქსელში წინა ხელისუფლების იმ წარმომადგენლების სიას აქვეყნებს, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში საქართველო დატოვეს და საზღვარი გადაკვეთეს. „რუსეთი მათ ხსოვნას სანთლებად აინთებს: გიგი წერეთელი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – საქართველო დატოვა 7 აგვისტოს 04:30 საათზე, დაბრუნდა 9 აგვისტოს; დავით ბეჟუაშვილი, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი – საქართველო დატოვა 7 აგვისტოს, დაბრუნდა 11 […]
ნაცმოძრაობა და მისი ლობისტები, რომლებიც ფინანსდებიან ე.წ. ქოლ-ცენტრებით, ხელისუფლებას სდებენ ბრალს ანალოგიურში. სითავხედით მაგონებს კეზერას “ქოლცენტრულ” ისტორიიდან მონაკვეთს, როდესაც მას და დავით თოდუას, რამდენიმე სართულიანი “ქოლცენტრი” ჰქონდათ
ნაცმოძრაობა და მისი ლობისტები, რომლებიც ფინანსდებიან ე.წ. ქოლ-ცენტრებით, ხელისუფლებას სდებენ ბრალს ანალოგიურში. სითავხედით მაგონებს კეზერას “ქოლცენტრულ” ისტორიიდან მონაკვეთს, როდესაც მას და დავით თოდუას, რამდენიმე სართულიანი “ქოლცენტრი” ჰქონდათ „ნაცმოძრაობა და მისი ლობისტები, რომლებიც სრულიად ფინანსდებიან მათი თავდაცვის ყოფილი მინისტრის მფლობელობაში არსებული, თაღლითური, ე.წ. ქოლ-ცენტრებით, რომელზეც არაერთი გამოძიება მიმდინარეობს ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნებში, ხელისუფლებას სდებენ ბრალს ანალოგიურში.“-წერს გიორგი […]
ათენის შემოგარენში ხანძარი გრძელდება, არის მსხვერპლი

სულ მცირე ერთი ადამიანის სიკვდილია დადასტურებული საბერძნეთის დედაქალაქ ათენის შემოგარენში, სადაც გასული კვირის ბოლოდან ხანძარი მძვინვარებს. მაშველებმა ხანძრის შედეგად დაღუპულის ცხედარი აღმოაჩინეს ათენის ჩრდილოეთ გარეუბანში, ვრილისიაში. ტყეში გაჩენილმა ხანძარმა გავრცელება დაიწყო ათენიდან ჩრდილო-აღმოსავლეთში, დაახლოებით 35 კილომეტრში მდებარე რაიონიდან, მალევე მოედო ქალაქ ვარნავასს და კიდევ რამდენიმე დასახლებულ პუნქტს. 12 აგვისტოდან ცეცხლი გავრცელდა სამხრეთშიც და საბერძნეთის დედაქალაქის […]
„ძლიერი საქართველო“ – ადამიანების ძარცვა არის „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ხელწერა – ეს უკვე საერთაშორისოდ აღიარებული ფაქტია

ადამიანების ძარცვა არის „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ხელწერა. ეს უკვე საერთაშორისოდ აღიარებული ფაქტია. ჰელსინკის კომისიამ დაადასტურა, რომ ივანიშვილი საქართველოში ცდილობს დემოკრატიული პროცესის გაუქმებას, სწორედ კრიმინალური გზით-არალეგალური „ქოლ – ცენტრებით“ მოპოვებული სახსრებით, – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანების „ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები დაასრულებენ რუსული ყაიდის კრიმინალურ ხელისუფლებას და ხმას […]
საბერძნეთში ტყის ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საბერძნეთში ტყის ხანძარს, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს. სახანძრო სამსახურების ცნობით, გარდაცვლილის ცხედარი ვრილისიის გარეუბანში, ერთ-ერთ დამწვარ შენობაში იპოვეს. ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ კვამლის შესუნთქვის შედეგად, 18 ადამიანი დაშავდა. ცნობისთვის, საბერძნეთის დედაქალაქ ათენთან ახლოს ტყის ხანძარს მეხანძრეები უკვე მესამე დღეა ებრძვიან. ევროკავშირის ქვეყნებმა ბერძენ მეხანძრეებს დახმარება გუშინვე აღმოუჩინეს, […]
ლაშა ფარულავა – „ქართული ოცნება“ საერთაშორისო სანქციების პირისპირაა – მას სანქციები ემუქრება

„ქართული ოცნება“ საერთაშორისო სანქციების პირისპირაა. მას საერთაშორისო სანქციები ემუქრება,- ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ ჰელსინკის კომისიის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 26 ოქტომბერს ქართველმა ხალმა „ერთხელ და სამუდამოდ წარსულს უნდა ჩააბაროს კრიმინალური ხელისუფლება, რომელიც ძირს უთხრის ქართულ დემოკრატიას, ქართულ სახელმწიფოს“. „ცხადია, ხელისუფლება, რომელიც ტრანსნაციონალურ კიბერდანაშაულშია ჩართული და თავად ორგანიზებულ დანაშაულს […]