ცდილობენ, რომ ქოლ-ცენტრების ბინძური საქმე, რომელიც რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებლის, კეზერაშვილის კისერზეა, კარდინალურად შემოატრიალონ და ახლა როგორმე ხელისუფლებას ამართლებინონ თავი
ცდილობენ, რომ ქოლ-ცენტრების ბინძური საქმე, რომელიც რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებლის, კეზერაშვილის კისერზეა, კარდინალურად შემოატრიალონ და ახლა როგორმე ხელისუფლებას ამართლებინონ თავი „ჰელსინკის კომისიას რამე დოკუმენტები რომ ჰქონოდა, თავიდანვე გამოამზეურებდნენ და თან სამართლებრივ უწყებებს მიმართავდნენ. ხელისუფლება ამ საკითხში ცამდე მართალია, ხოლო კეზერაშვილთან მიმართებით ქოლ-ცენტრების საქმეზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს და ამასთან დაკავშირებით არაერთი დაკავებული პირი და გერმანიის პროკურატურასთან წარმატებული […]
,,ეს ორშაურიანი აფერისტი“ – ჩერგოლეიშვილი წერეთელს

თამარ ჩერგოლეიშვილი გიგი წერეთლის ფრაზას აზიარებს და წერს: ,,ეს ორშაურიანი აფერისტი გაზრდილ რეიტინგიან პარტიას ნაცებში ტენიდა და ახლა, უჩვენოდ ფასი რომ აღარ გააჩნია და მაქსიმუმ ჯართში ჩაიბარონ, “წუხს”
დიმიტრი მედვედევი – კიევი დამსახურებულ სასჯელს მიიღებს

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, კიევის რეჟიმი დამსახურებულ სასჯელს მიიღებს კურსკის ოლქში განხორციელებული ტერაქტის გამო. „უკრაინამ ჩვენს ტერიტორიაზე ტერაქტი განახორციელა. ისინი, რა თქმა უნდა, მიიღებენ დამსახურებულ სასჯელს იმის გამო, რაც გააკეთეს“, – აღნიშნა მედვედევმა. შეგახსენებთ, გასული კვირის დასაწყისიდან უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქის ტერიტორიაზე ოპერაციას ახორციელებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის თქმით, […]
ამბროლაურის მერია – ქალაქ ამბროლაურში 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება

ქალაქ ამბროლაურში 200 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება, ეწყობა ბაღის შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. იგი სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის. „სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით […]
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს დანიშნულმა ელჩმა გარეთ უორდმა ილია დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს საქართველოში გაერთიანებული სამეფოს დანიშნულმა ელჩმა გარეთ უორდმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. საგარეო უწყების ცნობით, ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, ილია დარჩიაშვილმა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა მას მომავალ საქმიანობაში. „მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის […]
მასკმა, დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ, კამალა ჰარისთან ინტერვიუსთვის მზადყოფნა გამოაცხადა

ამერიკელმა მეწარმემ და X-ის მფლობელმა, ილონ მასკმა, აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატ დონალდ ტრამპთან ინტერვიუს შემდეგ განაცხადა, რომ მოხარული იქნება გაესაუბროს დემოკრატების კანდიდატ კამალა ჰარისს. დონალდ ტრამპთან ინტერვიუს დროს მასკმა პრეზიდენტობის კანდიდატს შეკითხვები დაუსვა როგორ საშინაო ისე საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. interfax
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ფესტივალი „JAZZ&WINE Kakheti“ გაიმართება

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, წელს კახეთი მერვედ მასპინძლობს ჯაზისა და ღვინის ფესტივალს, რომელიც წინანდლის მამულებში, 12 ოქტომბერს, ტრადიციულად ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება. წლევანდელ ფესტივალში 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალის ამფითეატრის სცენა დაეთმობა იტალიურ ჯგუფს „სვით ლაიფ სოსაეთი“ (THE SWEET LIFE SOCIETY) მათი უნიკალური სტილი აერთიანებს ვინტაჟურ მელოდიებსა და ამერიკული ჰიპ ჰოპს, რაც ქმნის დახვეწილ […]
,, შემომაქვს წინადადება” – რას სთავაზობს ,,ნაცმოძრაობას” სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს: “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ სულ უფრო იკრებს ძალას და ახალ ხალხს. ამ პროცესის ხელშესაწყობად შემომაქვს წინადადება შეიქმნას პარტიის ეროვნული კომიტეტი, რომლის ამოცანასაც ვხედავ კიდევ მეტი ერთობის შექმნაში. ძალიან მომწონს თინა ბოკუჩავას მუშაობა, რომელიც ჩამოყალიბდა ჭეშმარიტ ეროვნულ ლიდერად. ბრწყინვალე სამუშაოს სწევენ გიორგი ვაშაძე, გია ჯაფარიძე. ჩვენი ახალგაზრდობაც ირაკლი ფავლენიშვილი, იგორ […]
საქართველოში დიდი ბრიტანეთის ახალი ელჩი გარეთ უორდი იქნება

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ახალი ელჩი გარეთ უორდი იქნება – უცხოელმა დიპლომატმა დღეს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის განმტკიცებას.
ბელგოროდის ოლქის საზღვრისპირა რაიონი თითქმის მთელმა მოსახლეობამ დატოვა

თითქმის მთელმა მოსახლეობამ დატოვა საზღვრისპირა კრასნოიარუგის რაიონი, განაცხადა 13 აგვისტოს ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა. „ამჟამად 11 ათასზე მეტი ადამიანი დარჩა დროებითი განსახლების ცენტრებში“, – განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა. BBC-ის თანახმად, 2021 წლის აღწერის მონაცემებით, ამ ტერიტორიის მოსახლეობა 14 ათასზე ოდნავ მეტი იყო. ერთი დღით ადრე გლადკოვმა კრასნოიარუგის რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით ადგილობრივმა ხელისუფლებამ […]