სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ოჯახთან დაკავშირებით, რომლის 2 არასრულწლოვანი წევრი ხანძარს ემსხვერპლა, განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ზუგდიდში მცხოვრებ ოჯახთან დაკავშირებით, რომლის 2 არასრულწლოვანი წევრი ხანძარს ემსხვერპლა, განცხადებას ავრცელებს. სააგენტო განმარტავს, რომ ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდნენ, 2023 წლიდან ისინი ოჯახში დედასთან ერთად იზრდებოდნენ, მანამდე, 2018 წლიდან კი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახიდან იყვნენ განცალკევებულნი. ამასთან, სააგენტო განცხადებაში აღნიშნავს, რომ რეინტეგრაცია ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათი აზრისა და […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეზღუდვა დუშეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონის სოფლებს შეეხება. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 აგვისტოს 07:00 საათიდან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დუშეთის რაიონის სოფლებში ფასანაური, ჭართალი, მუგუდა, კიტოხი და მიმდებარე სოფლებში; […]
თინა ბოკუჩავა – დარწმუნებული ვარ, ერთიანობით ვიმარჯვებთ – ერთიანობით გაიმარჯვებს ქვეყანა 26 ოქტომბერს, ერთიანობით დავიბრუნებთ ევროატლანტიკურ არჩევანს და ერთიანობით მოვუტანთ ოჯახებს კეთილდღეობასა და სიკეთეს

დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით ვიმარჯვებთ, ერთიანობით გაიმარჯვებს ჩვენი ქვეყანა 26 ოქტომბერს, ერთიანობით დავიბრუნებთ ევროატლანტიკურ არჩევანს და ერთიანობით მოვუტანთ ჩვენს ოჯახებს კეთილდღეობასა და სიკეთეს , – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ ქარელში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს, ევროპისკენ მიმავალი გზა ქვეყანას ჩაუხერგოს და ეს ისტორიული შესაძლებლობა წაართვას, მაშინ, […]
,,ოჯახი სახელმწიფოსგან ყოველ თვე 1500 ლარს და ასევე, თითო ბავშვზე ცალკე დახმარებას იღებდა” – ნინო ფოჩხუა ზუგდიდის ტრაგედიაზე

ექსპერტი ნინო ფოჩხუა ზუგდიდში დატრიალებულ ტრაგედიას, რასაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასე ეხმაურება: ,,უდიდესი ტრაგედია დატრიალდა, იმის იქით რომ არაფერია,😭 მაგრამ ძალიან მძიმე რამე უნდა დავწერო, რადგან რადიკალებმა კვლავ იკადრეს და ტრაგედიით ხელისუფლების გაშავება და პოლიტიკური ქულების დაწერა გადაწყვიტეს. აუცილებლად მიმაჩნია ეს ვთქვა – ჩემი უახლოესი ადამიანი ცხოვრობს ზუგდიდში, იმ სახლთან ახლოს, სადაც ტრაგედია დატრიალდა. […]
დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა წლიურად 12.6% შეადგინა, დაბალანსებულის – 11.5%, ხოლო კონსერვატიულის – 9.9% – საპენსიო სააგენტო

2024 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს აქტივების მოცულობამ 5.3 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო ჯამურმა დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.2 მილიარდ ლარს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ 2024 ივლისში თითქმის 1 წელი გავიდა 3 პორტფელის გაშვებიდან. ამ პერიოდში აკუმულირებული ამონაგებით, როგორც ნომინალურ ისე რეალურ რიცხვებში დინამიკური პორტფელი ლიდერობს. 2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში დინამიკური […]
რუსეთის ეკონომიკა მეორე კვარტალში შესაძლოა მკვეთრად შენელდეს – Bloomberg

Bloomberg-ის უახლესი ანგარიშით, რუსეთის ეკონომიკას ძირითადი სექტორებიდან შემოსავლების ვარდნის გავლენით, მეორე კვარტალში მკვეთრი შენელება ემუქრება. გამოცემა მიზეზებს შორის ორ ძირითად ფაქტორს ასახელებს, მათ შორის: მაღალ საპროცენტო განაკვეთებსა და მუშახელის დეფიციტს, რაც ჯარში მოქალაქეების მასობრივი გაწვევითაა განპირობებული. „ფედერალური სტატისტიკის სამსახურის“ წინასწარი შეფასებით, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მეორე კვარტალში, მთლიანი შიდა პროდუქტი 4%-ით გაიზარდა. თუმცა Bloomberg-ის […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6966 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6966 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6966 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6942 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9458 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9431 ლარს შეადგენდა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკურორტო სოფელ ტბაზე სკვერის მოწყობა დაიწყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკურორტო სოფელ ტბაზე სკვერის მოწყობა დაიწყო – ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს. სამუშაოების შედეგად, 10000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა. განთავსდება ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი სივრცეები, ფიტნეს ზონა, კორტების მოედანი, დამონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემა, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები და ბალახი. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. სკვერის რეაბილიტაციისთვის თანხები […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6966 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6966 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6966 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6942 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9458 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9431 ლარს შეადგენდა. […]
გმირთა მოედანზე, ვარაზისხევისკენ მიმავალი გზა 10 დღით ჩაიკეტება – მერია

14 აგვისტოს, 23:00 საათიდან გმირთა მოედნის ესტაკადაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაზე სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება. სწორედ ეს მონაკვეთი ჩაიკეტება 10 დღით – 14-დან 24 აგვისტოს ჩათვლით. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.