მამაცაშვილი “იბერიადან” შვედურ გუნდში გადავიდა

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების წევრი საბა მამაცაშვილი კარიერას “სირიუსში” გააგრძელებს. ინფორმაცია შვედური კლუბის ვებგვერდზე ოფიციალურად დადასტურდა. საბამ კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ასე რომ, “იბერიას” ყოფილი ფეხბურთელი შვედეთში ითამაშებს. “ვამაყობ, რომ “სირიუსში” მოვედი, ეს შესანიშნავი შანსია და ბევრს ვიმუშავებ, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია წარმოვაჩინო და გუნდი გავაძლიერო”, – თქვა საბამ კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ. 21 […]
უკრაინამ ევროკავშირისგან 4,2 მილიარდი ევრო მიიღო

უკრაინამ ევროკავშირისგან 4,2 მილიარდი ევრო მიიღო, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი ავრცელებს. „უკრაინამ ევროკავშირისგან Ukraine Facility პროგრამის ფარგლებში 4,2 მილიარდი ევრო მიიღო. მთავრობა ამ თანხებს სოციალური პროგრამების, ჰუმანიტარულ დახმარებისა და სხვა მნიშვნელოვანი საბიუჯეტო პროგრამებისთვის გამოიყენებს“, – განაცხადა დენის შმიგალმა. დენის შმიგალის თქმით, უკრაინა სამხედრო ხარჯების დაფინანსებას საკუთარი რესურსებით აგრძელებს. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირს […]
პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროას’’ ბაღდადის ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, „გირჩი“, „დროას’’ ბაღდადის ოფისი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ზურაბ ჯაფარიძემ ხაზი გაუსვა ისეთ პრიორიტეტულ საკითხებს, როგორებიცაა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობა, სადაც თითოეული მოქალაქისა და ემიგრანტის როლი გადამწყვეტია. მისივე თქმით, იმისათვის, რომ სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, შეძლოს ევროკავშირთან დაახლოება და კორუფციისგან გათავისუფლება, საჭიროა ცვლილებები და […]
„იმედი გვაქვს, გადაწყვეტილებას შეცვლიან“ – „კაფე მზიური“ მერიის პასუხს ამ დრომდე ელოდება

სოციალური საწარმო „კაფე მზიური“ კვლავ თბილისის მერიის პასუხს ელოდება. საქმე ისაა, რომ დედაქალაქის მერიამ, 8-წლიანი მუშაობის შემდეგ, „კაფე მზიურს“ ხელშეკრულება აღარ გაუგრძელა და მის აუქციონის წესით გასხვისებას გეგმავს. როგორც „კაფე მზიურის“ დამფუძნებელი, ანა გოგუაძე BMG-სთან ამბობს, 24 ივნისს შეტანილ წერილზე მერიისგან პასუხი კვლავ არ აქვს. ის იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება შეიცვლება და დედაქალაქს კაფე შეუნარჩუნდება. „ჩვენს […]
ირანმა უარყო დასავლეთის მოწოდებები, უკან წაიღოს ისრაელის მიმართ მუქარა

13 აგვისტოს ირანმა უარყო დასავლეთის მოწოდებები, უკან წაიღოს ისრაელის მიმართ მუქარა, რომელიც მან გამოთქვა პალესტინური რადიკალური დაჯგუფება ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მოკვლის საპასუხოდ (ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული). ჰანიე და მისი პირადი მცველი 31 ივლისს მოკლეს თეირანში, როცა ის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაზე დასასწრებად იყო ჩასული ირანის დედაქალაქში. ისრაელს არ უღიარებია და […]
ვლადიმერ პუტინი მაჰმუდ აბასს – ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთმა დღეს, სამწუხაროდ, უნდა დაიცვას თავისი ხალხი იარაღით ხელში, მაგრამ რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, პალესტინაში, ჩვენი მხრიდან ყურადღების გარეშე არ რჩება

რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ნოვო-ოგარევოში პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან შეხვედრას მართავს. „ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთმა დღეს, სამწუხაროდ, უნდა დაიცვას თავისი ინტერესები, დაიცვას თავისი ხალხი იარაღით ხელში, მაგრამ ის, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, რაც ხდება პალესტინაში, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან ყურადღების გარეშე არ რჩება“, – განაცხადა პუტინმა შეხვედრის დაწყებისას. მისი მტკიცებით, მოსკოვი დიდი ტკივილითა […]
გმირთა მოედნის ესტაკადაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

გმირთა მოედნის ესტაკადაზე ვარაზისხევის მიმართულებით არსებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „დაგეგმილი სამუშაოების გამო, ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაგამტარზე, 14 აგვისტოს 23:00 საათიდან ათი დღის განმავლობაში, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოდან მედიკამენტების უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანი გახდა

მიმდინარე წლის ივნისში საქართველოდან უცხოეთში ექსპორტზე 7,7 მილიონი აშშ დოლარის მედიკამენტები გავიდა. შარშან იგივე თვეში ეს მაჩვენებელი 7,4 მილიონი იყო. საქსტატის მონაცემებით, მედიკამენტების უმსხვილესი შემსყიდველი აზერბაიჯანია, სადაც 2,9 მილიონი დოლარის დაფასოებული სამკურნალო საშუალებები გავიდა. მეორე ადგილზეა უზბეკეთი 2,7 მილიონი დოლარით, მესამეზე – ყირგიზეთი 636 ათასი დოლარით. გარდა ამ სამი ქვეყნისა, საქართველოდან მედიკამენტები შემდეგი ქვეყნების ბაზრებზე […]
,, არ ვიცი ამ საშინელი, შემზარავი ამბის გარდა საერთოდ რაზე უნდა იფიქრო ან ილაპარაკო” – ნინო ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ზუგდიდში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმაურება: ,,სოციალურად დაუცველ ოჯახს, სადაც 4 არასრულწლოვანი ცხოვრობდა, დენი ჩაუჭრეს. სახლში დარჩენილმა ბავშვებმა სანთელი აანთეს, რამაც სავარაუდოდ ხანძარი გამოიწვია. ხანძრის შედეგად 2 მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა…🖤🖤💔💔 ბავშვი სიღარიბის გამო ოჯახიდან არ უნდა გაიყვანონ, ოჯახში უნდა იზრდებოდეს, სადაც სახელმწიფომ უნდა შეუქმნას არსებობის ელემენტარული პირობები. არ შეიძლება დენის და გაზის […]
,, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება შეწყდა” – ამირან გიგუაშვილი

კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიების ადვოკატი, ამირან გიგუაშვილი განცხადებას ავრცელებს: ,,მეგობრებო, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება შეწყდა, რაც არის სიცრუე და მიზანმიმართული დეზინფორმაცია. როგორც ადვოკატი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გრძელდება გამოძიება პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმეზე. მეტიც, სწორედ საქართველოს გენერალური პროკურატურის ინიციატივით 2023 წლის ბოლოს ცვლილება შევიდა საქართველოს […]