წევა-შორაპნის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის დაერთებისთვის, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით, ძველი გზით იმოძრავებს

წევა-შორაპნის მონაკვეთზე ჩქაროსნული გზის დაერთებისთვის, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით ტრანსპორტი, დროებით, ძველი გზით იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა. მათივე ცნობით, იმისათვის, რომ რიკოთის ჩქაროსნული გზის გახსნილი, 27 კმ-იანი მონაკვეთი დაუერთდეს ზესტაფონის შემოვლით ახალ მაგისტრალურ […]
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო თევზჭერის 11 ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, უკანონო თევზჭერის 11 ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მიმდინარე წლის ივლისის თვეში უკანონო თევზჭერის 155 ფაქტია გამოვლენილი. მათ შორის, 64 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. „ქალაქ ფოთში, მდინარე კაპარჭინაზე, მოქალაქეები უკანონოდ თევზს მოტორიანი […]
ფუმიო კიშიდა იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს

ფუმიო კიშიდა იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის პოზიციაზე ხელახლა კენჭისყრას აღარ აპირებს და შესაბამისად, სექტემბერში ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობასაც დატოვებს. „პოლიტიკას საზოგადოების ნდობის გარეშე ფუნქციონირება არ შეუძლია. ახლა ყურადღებას პარტიის ახლად არჩეული ლიდერის მხარდაჭერას დავუთმობ, როგორც პარტიის რიგითი წევრი“, – განაცხადა ფუმიო კიშიდამ. შეგახსენებთ, ფუმიო […]
ბელგოროდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ბელგოროდის ოლქში, რეგიონულ დონეზე, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს. გლადკოვის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ოლქს ყოველდღე ბომბავენ, რის შედეგადაც, რამდენიმე სახლი დაინგრა, ხოლო ადგილობრივებს შორის დაშავებულები და დაღუპულები არიან. „ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დღეიდან, ბელგოროდის ოლქში რეგიონულ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოვაცხადოთ“, – განაცხადა ვიაჩესლავ გლადკოვმა. მისივე თქმით, ოლქში სიტუაცია […]
თბილისის ქუჩები, სადაც დღეს შუქი გაითიშება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 14 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება საბურთალოს რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, ფარნავაზ მეფის გამზირის, მირიანაშვილის, სვანიშვილის, თავდადებულის, ქარსელაძის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II, IV, V მიკრორაიონების, სოფელი ლისის, მხატვრების დასახლების, ფერმწერთა, […]
აფხაზეთის ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა – საქართველოს სამთავრობო ჯარებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურად აფხაზთა ერთ ნაწილს შორის საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 სექტემბერს დაიწყო, ომი 13 თვეს გაგრძელდა და 1993 წლის 30 სექტემბერს დასრულდა. სეპარატისტთა მხარეს, რომელსაც ზურგს რუსეთი უმაგრებდა ასევე იბრძოდნენ ადგილობრივი სომხები – ბაგრამიანის სახელობის ბატალიონი, დაქირავებული მებრძოლები ჩრდილოეთ კავკასიიდან, კაზაკთა შეიარაღებული […]
დღეიდან, გმირთა მოედნის ესტაკადაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

გმირთა მოედნის ესტაკადაზე ვარაზისხევის მიმართულებით არსებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაგამტარზე დღეს 23:00 საათიდან ათი დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. „თბილისის მერია ბოდიშს იხდის შექმნილი დისკომფორტისთვის“, – აცხადებენ მერიაში.
„მიწის ნაკვეთები ძალიან დეფიციტურია ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში“

„მიწის ნაკვეთები ძალიან დეფიციტურია ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში,“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას კომპანია „მოდე რეალ ესთეითის“ დამფუძნებელმა ნატო მოდებაძემ განაცხადა. მანვე ისაუბრა იმ ტენდენციებზე, რაც საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვების კუთხით არის ქვეყანაში. „ბინების გაყიდვებმა იკლო, განსაკუთრებულად კლება მაისში შეინიშნებოდა, მაგრამ ეს ყველაფერი ფასების კლებაზე არ ასახულა, რადგან გაყიდული ბინების რაოდენობა ფასთან კავშირში არ არის. იმასაც […]
2024 წლის 6 თვეში, 8 ბავშვი გააშვილეს, 146 გასაშვილებელი სტატუსის მქონეა – მშვილებელ პირთა რაოდენობა კი, 1667-ს შეადგენს

2024 წლის 6 თვის მონაცემებით (იანვრიდან-ივნისამდე პერიოდი), საქართველოში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 146 ბავშვია, მშვილებელ პირთა რაოდენობა კი, 1667-ს შეადგენს. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, 146 ბავშვიდან 116 განსაკუთრებული საჭიროების მქონეა. სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის 6 თვის მონაცემებით (იანვრიდან-ივნისამდე პერიოდი) გაშვილებულ ბავშვთა რაოდენობა 8-ს შეადგენს.
“დათის ოპერციამ ისე მარტივად ვერ ჩაიარა, როგორც ჩვენ გვინდოდა…” – რა ინფორმაციას ავრცელებს დათი ქოქრაშვილის ოჯახი?

შარტავას ქუჩაზე ავარიის შედეგად დაშავებული დათი ქოქრაშვილს ამერიკაში ოპერაცია გაუკეთეს. “დათის ოპერციამ ისე მარტივად ვერ ჩაიარა როგორც ჩვენ გვინდოდა…არის რაღაც გართულებები, ინფექციები, მაღალი ტემპერატურა… თუმცა ვიცით რომ უფალი ჩვენთანაა და ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა მინდა გითხრათ ყველას ჩვენი მხარდაჭერისთვის და დახმარებისთვის. არსად არ გვტოვებთ მარტო და მუდამ ჩვენს გვერდით და რაც მთავარია ჩვენს გულებში ხართ”, […]