მდინარეში 18 წლამდე ბიჭს ეძებენ

ბოლნისის სოფელ ნახიდურში, მდინარეში არასრულწლოვანს ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს. არსებული ინფორმაციით, რამდენიმე მოზარდი მდინარის ნაპირზე შუადღისას ჩავიდა, რა დროსაც, ერთ-ერთი მათგანი წყალში ჩავარდა. დაკარგული 18 წლამდე ბიჭია.

რუსეთის თავდაცვის უწყება – საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინის 117 დრონი და ოთხი რაკეტა გაანადგურეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა წუხელ ოთხი უკრაინული „ტოჩკა-უ“ ტიპის რაკეტა და ასზე მეტი დრონი ჩამოაგდო,- ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „როდესაც კიევის რეჟიმი ცდილობდა ტერორისტული თავდასხმის განხორციელებას უპილოტო საფრენი აპარატების და „ტოჩკა-უ“-ს ტაქტიკური რაკეტების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ, მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ოთხი ტაქტიკური რაკეტა და 117 თვითმფრინავის ტიპის […]

პარიზის ოლიმპიადის ხარჯები დაახლოებით 8,2 მილიარდი დოლარია – WalletHub

კომპანია WalletHub-ის ანალიტიკოსების შეფასებით, 2024 წელს პარიზში ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩატარების ხარჯებმა დაახლოებით 8,2 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს მონაცემები ითვალისწინებს სტადიონების რეკონსტრუქციის, ოლიმპიადის გახსნის და დახურვის ცერემონიების ღირებულებას, ასევე საოპერაციო ხარჯებს, მათ შორის კვების და შრომის ანაზღაურების ჩათვლით. ვრცლად interfax – ზე

WSJ – რუსეთის ფედერაციას კურსკში გადასაყვანად უკრაინიდან ჯარების ნაწილი გაჰყავს

რუსეთს კურსკის ოლქში უკრაინული ჯარების შეტევის საპასუხოდ უკრაინიდან ჯარების ნაწილი გაჰყავს, – ამის შესახებ Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემა წერს, რომ ეს ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევამ რუსული ძალების იძულებითი გადაჯგუფების პროვოცირება გამოიწვია. გამოცემის წყაროების თქმით, რომ შეერთებული შტატები ჯერ კიდევ ცდილობს დაადგინოს რუსეთის ამ ნაბიჯის […]

ბაიდენი კურსკის ოპერაციაზე: ეს პუტინისთვის ნამდვილი დილემაა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პირველად გააკეთა კომენტარი რუსეთის კურსკის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევაზე, რომელიც 6 აგვისტოდან მიმდინარეობს. 13 აგვისტოს, ახალ ორლეანში მყოფმა ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინისთვის ნამდვილი დილემაა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თანახმად, პირდაპირი და მუდმივი კონტაქტი აქვთ უკრაინელებთან და სანამ მოვლენები ვითარდება, სხვას ვერაფერს იტყვის. უკრაინის შეიარაღებული ძალების […]

დღეიდან, გმირთა მოედნის ესტაკადაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, გმირთა მოედნის ესტაკადაზე გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. მერიის განცხადებით, გმირთა მოედნის ესტაკადაზე ვარაზისხევის მიმართულებით არსებული სადეფორმაციო ნაკერების რეაბილიტაცია იწყება. „დაგეგმილი სამუშაოების გამო, ვარაზისხევისკენ მიმავალ გზაგამტარზე, 14 აგვისტოს 23:00 საათიდან ათი დღის განმავლობაში, ტრანსპორტის გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეზღუდვა დუშეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონის სოფლებს შეეხება. „ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 14 აგვისტოს 07:00 საათიდან 08:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება დუშეთის რაიონის სოფლებში ფასანაური, ჭართალი, მუგუდა, კიტოხი და მიმდებარე სოფლებში; […]

რუსეთის ბელგოროდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

რუსეთის ბელგოროდის ოლქში, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, დღეიდან, 14 აგვისტოდან აამოქმედეს რეგიონული დონის საგანგებო სიტუაციის რეჟიმი. გადაწყვეტილება ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა გამოაცხადა. სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გლადკოვი მიზეზად ასახელებს „უკიდურესად რთულ და დაძაბულ ვითარებას“. უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქის გარდა, სახმელეთო ოპერაცია დაიწყეს ბელგოროდის ოლქშიც. გლადკოვი სახმელეთო შეტევას არ ახსენებს, […]

რუსეთის კურსკის, ვორონეჟისა და ორიოლის ოლქებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ვორონეჟის ოლქში წუხელ უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, ალექსანდრ გუსევი ავრცელებს. მისი განცხადებით, ოლქში „დიდი რაოდენობით თვითმფრინავის ტიპის დრონის“ ლიკვიდაცია განხორციელდა. გუბერნატორის ინფორმაციით, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად დაფიქსირდა ცალკეული საცხოვრებელი კორპუსების, საყოფაცხოვრებო შენობებისა და ავტომობილების დაზიანება, მშრალი მცენარეული საფარის ხანძარი. ამასთან, „ტელეგრამ“ არხებზე ქვეყნდება ვიდეო, სადაც ნაჩვენებია აფეთქებები ქალაქ ბორისოგლებსკში, ვორონეჟის […]

ვორონეჟიდან უკრაინული დრონებით მასირებული შეტევის შესახებ იუწყებიან

აფეთქებები იყო რუსეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ვორონეჟის ოლქში. მათ შორის რეგიონულ ცენტრში, ქალაქ ვორონეჟში, რომელსაც რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების „სამშობლოს“ უწოდებენ. ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა ადგილობრივი დროით ღამის ოთხის ნახევრისთვის ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ „ლიკვიდირებულია დიდი რაოდენობით“ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები. მათი რიცხვი გუსევს არ დაუკონკრეტებია. გუბერნატორის ინფორმაციით, დრონების ნამსხვრევებით დაზიანებულია სახლები, ტრანსპორტი და ცეცხლი გაუჩნდა […]