2024 წლის 6 თვეში, 8 ბავშვი გააშვილეს, 146 გასაშვილებელი სტატუსის მქონეა – მშვილებელ პირთა რაოდენობა კი, 1667-ს შეადგენს –

2024 წლის 6 თვის მონაცემებით (იანვრიდან-ივნისამდე პერიოდი), საქართველოში გასაშვილებელი სტატუსის მქონე 146 ბავშვია, მშვილებელ პირთა რაოდენობა კი, 1667-ს შეადგენს. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, 146 ბავშვიდან 116 განსაკუთრებული საჭიროების მქონეა. სტატისტიკის თანახმად, 2024 წლის 6 თვის მონაცემებით (იანვრიდან-ივნისამდე პერიოდი) გაშვილებულ ბავშვთა რაოდენობა 8-ს შეადგენს.

გთხოვთ გაავრცელოთ! – სოფელ ორღულის ტყეში დაკარგულ 22 წლის ბიჭს ეძებენ

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ორღულის ტყეში დაკარგულ 22 წლის საბა მაჭავარიანს ეძებენ. ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაკარგული ახალგაზრდის და ავრცელებს. „ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ დაიკარგა ჩემი ძმასაბა მაჭავარიანი 22 წლის, სოფელ ორღულის ტყეში წავიდა სოკოზე, 5 საათის მერე არ გამოსულა კონტაქტზე, გვითხრა რომ დაიკარგა გზა აებნა და იმის მერე ვერ ვუკავშირდებით, თუ ვინმემ რამე იცით, გამომეხმაურეთ უმორჩილესად გთხოვთ. […]

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6966 ლარი გახდა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2.6942 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0024 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9458 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 2.9431 ლარს შეადგენდა.

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ბონდო გაგნიძე საქართველოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ბონდო გაგნიძე სამშობლოში ჩამოასვენეს. გაგნიძე ომის დაწყების პირველივე დღიდან ოკუპანტების წინააღმდეგ ფრონტის წინა ხაზზე იბრძოდა. ის ლუგანსკის მიმართულებით მებრძოლი 67-ე ბატალიონის მეორე დანაყოფის წევრი იყო. ბონდო გაგნიძე 30 ივლისს დაიღუპა. ის ლუგანსკის მისადგომებთან მტრის მასშტაბურ საჰაერო დაბომბვაში მოყვა. თანამებრძოლებმა დაბომბვის ადგილიდან მისი ცხედრის გამოსვენება ორი დღის შემდეგ მოახერხეს. საქართველოში ჩამოსვენებამდე, 47 […]

გენო პეტრიაშვილს მშობლიურ გორში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს

პარიზის ოლიმპიადიდან დაბრუნებულ გენო პეტრიაშვილს მშობლიურ გორში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ოლიმპიური ჩემპიონისთვის მისალოცად და ამ დიდი გამარჯვების აღსანიშნავად გულშემატკივრები თეატრის სკვერში შეიკრიბნენ. ოქროს მედალოსანმა გენო პეტრიაშვილმა გორელ ქომაგებს და სრულიად საქართველოს მადლობა გადაუხადა გულშემატკივრობისთვის და განაცხადა, რომ ეს გამარჯვება ჩვენი ქვეყნის უახლეს გმირებსა და საქართველოს ეძღვნება. „ხანდახან ვფიქრობ, კიდევ ხომ არ მძინავს, დაუჯერებელია. ასეთი შინაგანი […]

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დიდ ინტერესს გამოიწვევს თქვენი გასაიდუმლოებული თუ იდუმალებით მოცული ურთიერთობები. ყურადღება თქვენი პერსონის მიმართ გაიზრდება. კურო დღეს, სიმშვიდე და პოზიტიურ ადამიანებთან ურთიერთობა ძალებს შეგმატებთ. საღამო გაატარეთ მეგობრებთან. ტყუპები მოთოკეთ თქვენი ბობოქარი ემოციები, იყავით მომთმენი და თანაგრძნობა გამოიჩინეთ სხვათა მიმართ. კირჩხიბი მაღალია სიურპრიზებისა და სასიამოვნო მოულოდნელობების ალბათობა. ლომი ზომიერება და ისევ ზომიერება საქმეებში. ყური მიუგდეთ საკუთარ […]

AirBaltic – მა Airbus-ს კიდევ 10 თვითმფრინავი შეუკვეთა

ლატვიურმა ავიაკომპანიამ airBaltic–მა დაადასტურა Airbus-ისთვის კიდევ 10 A220-300 თვითმფრინავის შეკვეთა. AirBaltic-ი მეოთხედ ზრდის თავდაპირველ შეკვეთას, რის შედეგადაც შეკვეთილი თვითმფრინავების საერთო რაოდენობა 90-მდე გაიზარდა – ნათქვამია Airbus-ის პრესრელიზში. ვრცლად interfax – ზე

ბანკებში გირაოს სახით 115 მლრდ ლარამდე უძრავ-მოძრავი ქონებაა ჩადებული – რეიტინგი

კომერციულ ბანკებს 2024 წლის მეორე კვარტალში გირავნობის უზრუნველყოფის სახით ჯამში 115 მლრდ ლარამდე აქტივები აქვთ მიღებული. აქტივებში შედის როგორც უძრავი ქონება, ასევე მოძრავი ქონება, ძვირფასი ლითონები, ფასიანი ქაღალდები და ა.შ. აქტივებიდან უმეტესობა, საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე მოდის. ყველაზე დიდი მოცულობით გირავნობის უზრუნველყოფის სახით მიღებული აქტივები (უძრავი ქონება, ფულადი სახსრები, ძვირფასი ლითონები) „თიბისი ბანკის“ ანგარიშზეა – 51.6 […]

საქართველოში მინდობით აღზრდაში 1324 ბავშვი იმყოფება – მცირე საოჯახო ტიპის სახლებში კი, 221 ბავშვი ირიცხება

2024 წლის 6 თვის მონაცემების თანახმად, მინდობით აღზრდაში 1324 ბავშვი იმყოფება. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაციით, 1324 ბავშვიდან 410 შშმ პირია. ამასთან, სააგენტოს ცნობით, ნათესაურ მინდობით აღზრდაში 137 ბავშვი იმყოფება, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში კი, 221 ბავშვი ირიცხება. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მონაცემების თანახმად, 451 ბავშვის რეინტეგრაცია […]

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა

აფხაზეთის ომის დაწყებიდან 32 წელი გავიდა. 1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, აფხაზეთში რკინიგზაზე წესრიგის დასამყარებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეიყვანეს. როცა ქართული ქვედანაყოფები აფხაზეთში შევიდნენ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას მიერ უკანონოდ შექმნილმა ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ქართულ შენაერთს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში მდებარე საგზაო პოლიციის საგუშაგოზე ცეცხლი […]