უკრაინის რადამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას კრძალავს

უკრაინის რადამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც უკრაინაში რუსეთთან დაკავშირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობას კრძალავს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინელი დეპუტატი, იაროსლავ ჟელეზნიაკი ავრცელებს. კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობა აიკრძალოს, მხარი 265-მა დეპუტატმა დაუჭირა. იაროსლავ ჟელეზნიაკის ცნობით, კანონი ძალაში მისი გამოქვეყნებიდან 30 დღის შემდეგ შევა, ხოლო მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კონგრეგაციებს […]
ლევან სამუშია – ამორალურია, როცა ჯარის გამოსაკვებად პროდუქტს ოკუპანტი ქვეყნისგან ყიდულობ – ვის წარმოუდგენია, ოკუპანტ ქვეყანაში წარმოებულ პროდუქტს საკვებად ქვეყნის დამცველებს აძლევდე?!

ამორალურია, როდესაც ჯარის გამოსაკვებად პროდუქტს ოკუპანტი ქვეყნისგან ყიდულობ – ვის წარმოუდგენია, ოკუპანტ ქვეყანაში წარმოებულ პროდუქტს საკვებად ქვეყნის დამცველებს აძლევდე?! – ეს განცხადება გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლევან სამუშია გააკეთა. სამუშია დეპუტატ ალეკო ელისაშვილთან ერთად, გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ივნისში მთავრობამ ქართული ჯარისთვის რუსული […]
ჰაერის ტემპერატურა 37-39 გრადუსს გადააჭარბებს – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ტემპერატურის მატების შესახებ აფრთხილებს: ,,21 – 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ❗️ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. (საფრთხის დონე საშუალო).”
“ლივერპულმა” შეთავაზება გაზარდა – მამარდაშვილი “მერსისაიდულ” კლუბში გადასვლასთან ერთ ნაბიჯშია

“ლივერპულმა” მამარდაშვილის სანაცვლოდ “ვალენსიას” გაუმჯობესებული შეთავაზება გაუკეთა, ამის შესახებ ინფორმაციას Relevo ავრცელებს. წყაროს ცნობით, “ღამურებმა” “სქაუზრების” 30 და 35 მილიონიანი შეთავაზებები დაბლოკეს, რადგან ესპანური კლუბი 40 მილიონს ითხოვს. გამოცემის ინფორმაციით, “ლივერპული” აღნიშნული თანხის გადახდაზე თანახმაა და “ვალენსიას” შეთავაზებაც გაუგზავნა, თუმცა “ღამურების” პასუხი ჯერჯერობით უცნობია. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ “ბორნმუთს”, სადაც “მამარდას” განათხოვრებას “მერსისაიდელები” გეგმავენ, სიტუაციის […]
“ვერხოვნა რადამ” მიიღო კანონი, რომელიც რუსეთთან დაკავშირებული ეკლესიის აკრძალვის უფლებას იძლევა

უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო კანონი რუსეთთან კავშირების მქონე რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის რეგულირების შესახებ. დოკუმენტი, რომელსაც მხარი 265-მა დეპუტატმა დაუჭირა, უკრაინაში მოქმედი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (УПЦ – ყოფილი მოსკოვის საპატრიარქო ) საქმიანობის აკრძალვის საშუალებას იძლევა. კანონი განსაზღვრავს, თუ კონკრეტულად რას გულისხმობს ასეთი კავშირები. ასევე დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც უკრაინაში მოქმედმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა თავადვე უნდა თქვან უარი […]
“შევუერთდი მარტოხელა ქალების კლუბს” – ნინა სუბლატის ოჯახი, წარმატებული კარიერა და ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები – Marao

ნინა სუბლატი ცნობილი მუსიკალური შოუ „საქართველოს ვარსკვლავიდან“ გახდა. მან პროექტში გამარჯვება მოიპოვა და 2015 წელს „ევროვიზიაზე“ საქართველო სიმღერით „Warrior“ წარადგინა, სადაც ორი ნახევარფინალი გადალახა და ფინალში მოხვდა, რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ნინა სუბლატი დაიბადა მოსკოვში, თუმცა მისი ოჯახი სამშობლოში მალევე დაბრუნდა. მშობლები ადრეულ ასაკში დაშორდნენ და ნინა დედასთან და ბებიასთან იზრდებოდა. ნინა სუბლატი 2010-2011 წლებში […]
გლუშკოვსკის რაიონში გაქრა რუსი სამხედროების მიერ მდინარე სეიმზე გადებული გასაშლელი ხიდი

სატელიტური სურათებზე, რომლებსაც რადიო თავისუფლებამ მიაქცია ყურადღება, აღარ ჩანს კურსკის ოლქის გლუშკოვსკის რაიონში, მდინარე სეიმზე რუსი სამხედროების მიერ აგებული პონტონი. მოძრავი ხიდი რუსმა სამხედროებმა გაშალეს უკრაინის არმიის მიერ განადგურებული ერთ-ერთი ხიდის გვერდით. თუმცა პონტონის ადგილზე ფოტოზე ჩანს, სავარაუდოდ, აფეთქების შედეგად წარმოქმნილი კვამლი. გადასასვლელი ხიდი მდებარეობდა სოფლებს, ზვანნოესა და გლუშკოვოს შორის. მეორე პონტონი, რომელიც რუსმა სამხედროებმა […]
ალეკო ელისაშვილი – „ქართული ოცნების“ პოლიტიკაა ქართული ჯარისთვის დღეს რუსული ზეთი იყიდოს, ხვალ რუსულ იარაღს იყიდიან, მერე რუსულ ფორმას ჩააცმევენ, შემდეგ კი რუს ოფიცრებს მოიყვანენ – ეს გამაოგნებელია

„ქართული ოცნების“ პოლიტიკაა დღეს ქართული ჯარისთვის რუსული ზეთი იყიდოს, ხვალ რუსულ იარაღს იყიდიან, მერე რუსულ ფორმას ჩააცმევენ და შემდეგ რუს ოფიცრებს მოიყვანენ და ჩვენ თავდაცვის ძალებს დაუქვემდებარებენ! – ეს განცხადება საარჩევნო გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა. ელისაშვილი გორში, დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნული აკადემიის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, […]
ისრაელი აცხადებს, რომ ღაზაში ავიაიერიში მიიტანეს სკოლის შენობაზე, სადაც „ჰამასის“ მებრძოლები მოქმედებდნენ

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ღაზას სექტორში ავიაიერიში განახორციელეს სკოლის შენობაზე, სადაც, მათი მტკიცებით, მოძრაობა „ჰამასის“ მებრძოლები მოქმედებდნენ. მათი ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალებმა ზუსტი დარტყმა მიაყენეს ტერორისტებს, რომლებიც მოქმედებდნენ მუსტაფა ჰაფტის სკოლის შენობაში განთავსებულ „ჰამასის“ სამეთაურო-საკონტროლო ცენტრში. „ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ სისტემატურად არღვევს საერთაშორისო კანონს, მხეცურად იყენებს სამოქალაქო ინსტიტუტებს და მოსახლეობას, როგორც ცოცხალ ფარს ტერორისტული საქმიანობისთვის“, – […]
თინა ბოკუჩავა, დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, სენატორ კრის მერფს შეხვდა

დემოკრატიული ყრილობის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან ერთად სენატორ, კრის მერფს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, სენატორი, კრის მერფი „ძალიან გავლენიანი სენატორია და ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია“. როგორც თინა ბოკუჩავა აღნიშნავს, დემოკრატიული პარტიის „ლიდერშიფს“ ძალიან კარგად ესმის, […]