იანვარ-ივლისში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ყირგიზეთი, ხოლო საიმპორტო პარტნიორი თურქეთი იყო

2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (587.5 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (446.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (407.2 მლნ. აშშ დოლარი). 2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი […]
ფლორენციის წმ. ნინოს სამრევლოსთან არსებული ანსამბლი “ნანილა” ხორვატიაში მიემგზავრება

ფლორენციის წმ. ნინოს სამრევლოსთან არსებული ანსამბლი “ნანილა” 2024 წლის 23-28 აგვისტოს მიემგზავრება ხორვატიაში, სადაც მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ფესტივალში „CHORUS INSIDE CROATIA“. 25 აგვისტოს, ხორვატიის ქალაქ როვინიში გალაკონცერტით ოფიციალურად გაიხსნება ინტერნაციონალური ფესტივალი, ხოლო კონკურსი 26 აგვისტოს ქალაქ პიზინოს კომუნეს თეატრში ჩატარდება. 27 აგვისტოს კი დაგეგმილია კონკურსში მონაწილე გუნდების ერთობლივი, მეგობრული კონცერტი ქალაქ პოლაში. „ანსამბლ “ნანილასთვის” უდიდესი […]
საკონსტიტუციო უმრავლესობა არა „ქართულ ოცნებას”, არამედ, მშვიდობით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და საქართველოს კეთილდღეობას სჭირდება”

„შეუძლებელია ქართველმა ხალხმა სხვა არჩევანი გააკეთოს, ვიდრე ქვეყნის მოღალატე პოლიტიკოსების გასამართლება, ოჯახური ღირებულებების დაცვა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა,” – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც მმართველი ძალა ე.წ. „ნეიტრალურ“ ამომრჩეველს ქვეყნის გადასარჩენად წელს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. როგორც ჩიბურდანიძე წერს, დღეს მშვიდობიანი, ერთიანი […]
,, ანუ მთელ ოპოზიციას აკრძალავენ იაგოს „გირჩის“ გარდა” – მერაბ მეტრეველი

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი ,,ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებაზე; „ქართული ოცნების“ დღევანდელი განცხადებიდან: „საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, ჩვენ დავაინიცირებთ სამართლებრივ პროცესს, რომლის შედეგადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტია არაკონსტიტუციურად გამოცხადდება.“ ანუ პარტიებს ავკრძალავთო, თან მარტო ნაცებს კი არაო, ყველა მის სატელიტს და მემკვიდრესო და თუ ვინ ჩაითველბა სატელიტად და მემკვიდრედ, ამას, რათქმა უნდა, […]
,, ეს არის ჩემი კომენტარი” – გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი: ,,ქართული ანდაზა ამბობს – “სხვას ორმოს ნუ უთხრი, შენ თვითონ არ გადავარდეო”… ეს არის ჩემი კომენტარი ქართული ოცნების ტრაგი-კომიკურ საპროგრამო განაცხადზე.”
ენტონი ბლინკენი ეგვიპტეში ჩავიდა

ენტონი ბლინკენი ეგვიპტეში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ავრცელებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ ეგვიპტის პრეზიდენტთან, აბდულ-ფათაჰ ალ-სისისთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბადრ აბდელატთან მოლაპარაკებებს გამართავს. ცნობისთვის, გუშინ, ენტონი ბლინკენი ისრაელში იმყოფებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ენტონი ბლინკენის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაუდასტურა, რომ ისრაელი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის […]
პეტრე ცისკარიშვილი – 26 ოქტომბერს რეფერენდუმია, სადაც ხალხმა უნდა აირჩიოს თავისი ქვეყნის მომავალი – დარწმუნებული ვარ, თბილისი ამ საქმეში თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის

26 ოქტომბერს რეფერენდუმია, სადაც ხალხმა უნდა აირჩიოს თავისი ქვეყნის მომავალი. დარწმუნებული ვარ, თბილისი ამ საქმეში იტყვის თავის გადამწყვეტ სიტყვას, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა კიკვიძის პარკში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის, ერთი მხრივ, არჩევანი სიღარიბესა და იზოლაციას და მეორე მხრივ, ევროპულ და განვითარებად სახელმწიფოს შორის. “როგორც მთელი საქართველო, […]
სოფო ჯაფარიძე – განწყობა არის საოცრად ამაღლებული, ხალხი ემზადება გამარჯვებისთვის, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ეს რუსული რეჟიმი

განწყობა არის საოცრად ამაღლებული, ხალხი ემზადება გამარჯვებისთვის, როდესაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ეს რუსული რეჟიმი, დავასრულოთ სიღარიბე, უმუშევრობა, უპერსპექტივობა. შევხვდით უამრავ ადამიანს და ერთხმად ვთანხმდებით, რომ ერთიანობით ჩვენ ამას შევძლებთ, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა. მისივე თქმით, 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს საზოგადოებამ „რუსული რეჟიმი“ უნდა დაასრულოს“. […]
საია-მ „ლელო საქართველოსთვის“ სარჩელზე, რომელიც ცესკოს მიერ მიღებულ დადგენილებას ეხება, სასამართლო მეგობრის მოსაზრება წარადგინა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დღეს წარადგინა სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის” სარჩელზე, რომელიც ეხება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (შემდგომში – ცესკო) მიერ 2024 წლის 16 აგვისტოს მიღებულ დადგენილებას. საია-ს ინფორმაციით, სადავო დადგენილების მიხედვით, ყველა ტიპის საარჩევნო უბანზე კომისიის წევრთა ფუნქციების გასანაწილებლად წილისყრა კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-7 დღისა უნდა ჩატარდეს. საიას შეფასებით, ცესკოს […]
რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინის შეტევას კურსკში 17 ადამიანი ემსხვერპლა

კურსკის ოლქზე უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას რუსული მედია სამედიცინო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „ბოლო მონაცემებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა. 140-ზე მეტი დაშავებულიდან 75 ჰოსპიტალიზებულია, მათ შორის 4 ბავშვი“, – განაცხადა წყარომ მედიასთან საუბრისას. ცნობისთვის, 12 აგვისტოს რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსეი სმირნოვმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს […]