კაშია კიდევ ერთი ოცნების ასასრულებლად იბრძვის, ვაისს კი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა მეორედ შეუძლია…

ჩემპიონთა ლიგის ახალი, 2024-25 წლების სეზონი განსხვავებული ფორმატით, ე.წ. შვეიცარიული პრინციპით ჩატარდება. გაუქმდა ტრადიციული ჯგუფებში გადანაწილება და 36 მონაწილეს (32-ის ნაცვლად) საერთო ცხრილი ექნება, თითოეული გუნდი კი პლეი-ოფამდე 4 საშინაო და 4 გასვლით მატჩს (სხვადასხვა მეტოქეებთან) ჩაატარებს. უკვე ცნობილია ლიგის 29 მონაწილე, დანარჩენს კი პლეი-ოფი გაარკვევს. ვიცით ისიც, რომ აქ თამაში განაღდებული ქართველების 2 გუნდს […]

„წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი, დაახლოებით, 300 000 ტონას შეადგენს“ – თელავში „რთველი 2024“-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, თელავში „რთველი 2024“-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. შტაბის გახსნას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, კახეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატები გელა სამხარაული და ირაკლი ქადაგიშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. „ჩვენ წლებია, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგი […]

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ბათუმში, აშშ–ში ძებნილი ამერიკის მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გენერალურ პროკურატურასთან თანამშრომლობით, ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის უწყებებთან პარტნიორობის საფუძველზე, ქალაქ ბათუმში ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების ერთი მოქალაქე დააკავა – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „დაკავებული პირი, არასრულწლოვანის მიმართ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, ამერიკის შეერთებული შტატების აიდაჰოს შტატის შესაბამისი სამსახურის მიერ იძებნება. ამერიკელი პარტნიორების მხრიდან საერთაშორისო თანამშრომლობის […]

სიცილიის სანაპიროსთან იახტის ჩაძირვის შედეგად დაკარგულებს შორის არიან ბრიტანელი ბიზნესმენი მაიკ ლინჩი, მისი 18 წლის ქალიშვილი და „მორგან სტენლის“ თავმჯდომარე

სიცილიის სანაპიროსთან იახტის ჩაძირვის შედეგად დაკარგულებს შორის არიან ბრიტანელი ბიზნესმენი მაიკ ლინჩი, მისი 18 წლის ქალიშვილი და „მორგან სტენლის“ თავმჯდომარე სიცილიის სანაპიროსთან ძვირად ღირებული იახტის ჩაძირვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაკარგულად ითვლება, მათ შორის არიან ბრიტანელი ბიზნესმენი მაიკ ლინჩი და მისი 18 წლის ქალიშვილი; ასევე, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკის, „მორგან სტენლის“ თავმჯდომარე ჯონათან ბლუმერი. […]

სურსათის სააგენტომ ქობულეთში სასტუმრო და ბათუმის თევზის ბაზარი შეამოწმა – „ხამანწკებში სალმონელა აღმოჩნდა“

სურსათის სააგენტომ ქობულეთში სასტუმრო და ბათუმის თევზის ბაზარი შეამოწმა – „ხამანწკებში სალმონელა აღმოჩნდა“ სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ სამმართველოში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქობულეთის განყოფილებიდან შეტყობინება შევიდა უზბეკეთის ოთხი მოქალაქის სავარაუდო საკვებისმიერი მოწამვლის შესახებ. ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა – სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა სასტუმროში ,,magnetic beach resorts“ (ქობულეთი, აღმაშენებლის ქუჩა N379), სადაც უცხო […]

ლევან გილიგაშვილმა ძალისმიერი სამჭიდის ჩემპიონატზე ევროპის რეკორდი დაამყარა

თურქეთის რესპუბლიკაში გამართულ, ძალისმიერი სამჭიდის პროფესიონალ სპორტსმენთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში საქართველოს ხუთკაციანი ნაკრები მონაწილეობდა, რომლის შემადგენლობაშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი – ლევან გილიგაშვილი ასპარეზობდა. ლევან გილიგაშვილმა 74 კგ წონით კატეგორიაში 180-კილოგრამიანი შტანგა ასწია, მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა. აღნიშნული ტიტულით ლევან გილიგაშვილმა ევროპის რეკორდი დაამყარა, 74 კგ წონით კატეგორიაში. პოლიციის […]

ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი – ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხის ნაწილი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას მოხმარდება

ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხის ნაწილი უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას მოხმარდება, – ამის შესახებ ჩეხეთის თავდაცვის მინისტრმა, იანა ჩერნოხოვამ განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ჩეხური პროექტის მიმართ უცხოელი პარტნიორების ნდობის კიდევ ერთი დემონსტრირებაა. „ევროკავშირში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხის ნაწილი მოხმარდება უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას, რომელსაც ჩეხეთი შეიძენს. ასე გადაწყვიტა ევროკავშირმა. ამრიგად, ჩვენ შევძლებთ […]

21-22 აგვისტოს, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს გადააჭარბოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 – 22 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება. სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37-39 გრადუსს გადააჭარბოს, ხოლო მთიან რაიონებში 35-37 გრადუსს მიაღწიოს. „აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 33-38 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. ჰაერის მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების ერთ-ერთ ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია […]

პაატა მანჯგალაძე – ნუ უსმენთ „ქოც“ პროპაგანდისტებს, მათ მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ – გაიხანგრძლივონ ხალხის ძარცვის უფლება

ნუ უსმენთ „ქოც“ პროპაგანდისტებს, მათ მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ – გაიხანგრძლივონ ხალხის ძარცვის უფლება, – ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ოქტომბრის არჩევნები არის იმის შესახებ, თუ როგორ ქვეყანაში სურთ მოქალაქეებს ცხოვრება. „ნუ უსმენთ „ქოც“ პროპაგანდისტებს, მათ მხოლოდ ერთი ინტერესი აქვთ, გაიხანგრძლივონ ხალხის ძარცვის უფლება. […]

თელავში რთველი 2024-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

თელავში რთველი 2024-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი, დაახლოებით, 300 ათასი ტონას შეადგენს. როგორც განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ აღნიშნა, წელსაც, 7 თვის მონაცემებით, 20%-იანი ზრდა გვაქვს. „ჩვენ წლებია, რაც მევენახეობა-მეღვინეობის დარგი გამოვაცხადეთ პრიორიტეტად და ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩავდეთ ამ დარგის […]