“კატასტროფის მიზეზი ავტოგოლის გამტანი დე ლაურენტისია – კონტე გუნდს დააყენებს” – კასანოს და მოჯის პროგნოზი

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ და “იუვენტუსის” ექს-სპორტულმა დირექტორმა ლუჩანო მოჯიმ “ნაპოლის” წარუმატებელ სტარტში კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი დაადანაშაულეს. ანტონიო კონტე: “ეჭვიც არ მეპარება, რომ კონტე გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე გაიყვანს. გასულ სეზონში კატასტროფის მიზეზი დე ლაურენტისი გახდა და ახლაც იმავეს აკეთებს. როდესაც თქვა, რომ ოსიმენს კონტრაქტს განუახლებდა, შემდეგ კი გაყიდიდა, სენსაციური ავტოგოლი გამოუვიდა. […]

„მაიმუნის ყვავილის“ გამო სტამბოლიდან აფრიკის მიმართულებით ფრენებზე ბორტგამცილებლები ნიღბებისა და ხელთათმანების ტარებას დაიწყებენ

აეროპორტ „სტამბოლიდან“ აფრიკის მიმართულებით ფრენებზე, ბორტგამცილებლები მაიმუნის ყვავილის გამო ნიღბებისა და ხელთათმანების ტარებას დაიწყებენ. როგორც ცნობილია, ჯანმომ მაიმუნის ყვავილის ვირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მაიმუნის ყვავილის ვირუსის შემთხვევები ბოლო 10 წლის განმავლობაში ფიქსირდებოდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. ინფიცირების მაჩვენებელს წლიდან წლამდე მზარდი დინამიკა ქონდა, თუმცა გასულ წელს დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. 2024 წელს დაფიქსირებული […]

მსოფლიოს ყველაზე „ჭკვიანი“ ქალაქები

ციურიხმა პირველი ადგილი დაიკავა მსოფლიოს „ყველაზე ჭკვიანი“ ქალაქების რეიტინგში. Smart City Index 2024, რომელიც შედგენილია შვეიცარიის მენეჯმენტის განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის (IMD) მიერ, 2019 წლიდან სიაში ციურიხი ლიდერობს. ინდექსი ეფუძნება მეგაპოლისების ეკონომიკური და ტექნოლოგიური ასპექტების შეფასებებს, ასევე ფაქტორებს, როგორიცაა მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი, გარემო და ინკლუზია. ნორვეგიის დედაქალაქმა ოსლომ და ავსტრალიის დედაქალაქმა კანბერამ, შესაბამისად, მეორე და მესამე […]

რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული კადრების მიხედვით, ავარიაში, სულ მცირე, 2 ავტომობილი დაზიანდა. სხვა დეტალები, – მაგალითად, არიან თუ არა დაშავებულები, – ამ ეტაპზე უცნობია. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტო-ვიდეო მასალის თანახმად, მომხდარის გამო შეზღუდული იყო მოძრაობა როგორც გვირაბში, ასევე გზის სხვა მონაკვეთებზეც. გარეკანის ფოტო: „მთავარი არხი“

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი – რუსეთს კურსკის ოლქში მცირე ძალები გადაჰყავს – ვხედავთ უკრაინული ძალების წინსვლას

რუსეთს კურსკის ოლქში მცირე ძალები გადაჰყავს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აშშ “ნამდვილად ხედავს იმის ნიშნებს, რომ რუსებს მცირე ძალები გადაჰყავთ კურსკის ოლქში [უკრაინის შეტევაზე] რეაგირებისთვის”. რაიდერმა აღნიშნა, რომ კურსკის ოლქში ოპერაციის დაწყებიდან მოსკოვი სირთულეების წინაშე აღმოჩნდა. “მთლიანობაში რომ ვთქვათ, რუსეთი ჯერ კიდევ ძალისხმევას დებს [შეტევაზე] […]

რიკოთის გვირაბში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

არსებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად სამი ავტომანქანა დაზიანდა. როგორც “ინტერპრესნიუს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით, რიკოთზე ავარის გამო სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდული იყო. შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის მოძრაობა სრულად აღდგენილია.

რუსეთმა ზაპოროჟიეში საბავშო კაფე დაბომბა

რუსულმა ძალებმა 20 აგვისტოს ზაპოროჟიეს ოლქში, ქლაქ მალოკატერინოვკაში საბავშვო კაფე დაბომბეს. შედეგად, დაიღუპა ერთი ბავშვი. დაშავებულია კიდევ ხუთი ადამიანი, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანი, იუწყება „უკრაინსკა პრავდა“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით. „მტერმა პირდაპირ საბავშვო კაფეს დაარტყა“, – განაცხადა ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისრაციის ხელმძღვანელმა, ივან ფიოდოროვმა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაშავებულები არიან 11, 14, 15, 17 და 18 წლის პირები. […]

Berkshire Hathaway განაგრძობს Bank of America-ს აქციების გაყიდვას

ამერიკელი მილიარდერის უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანიამ Berkshire Hathaway–მ განაგრძო წილის შემცირება Bank of America Corp-ში. Berkshire-მა გაყიდა ბანკის 14 მილიონი აქცია გასულ ხუთშაბათს და პარასკევს, ასევე ორშაბათს. მთლიანი გასაყიდი ფასი იყო დაახლოებით $550 მილიონი – ნათქვამია კომპანიის მიერ აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) შეტანილ დოკუმენტებში. ივლისის შუა რიცხვებიდან ბაფეტის საინვესტიციო კომპანიამ Bank of […]

მიხეილ სააკაშვილი – „ნაციონალური მოძრაობას” უხდება დაპირისპირება შუა საუკუნეების ჭორვილურ დიქტატურასთან, ეს არ არის თანაზომიერი ძალების შეჭიდება – მივესალმები ხატია დეკანოიძის ძალისხმევას შემოიტანოს ახალი სულისკვეთება მოძრაობაში

მას შემდეგ, რაც წლების მანძილზე უშედეგოდ გრძელდება “ქართული ოცნების” ბრძოლა “ნაციონალურ მოძრაობასთან” მის გასანადგურებლად, ივანიშვილმა გადაწყვიტა მისი აკრძალვა, არცერთი გამოწვევა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ,- ასე ეხმაურება მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ქართული ოცნების” განცხადებას, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისთანავე, მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და ყველა მისი სატელიტი თუ მემკვიდრე პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით საკონსტიტუციო ცვლილებების […]

რიკოთის გვირაბში ავარია მოხდა

რიკოთის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ადგილზე სასწრაფო დახმარების და საპატრულო ეკიპაჟის თანამშრომლები იმყოფებიან. თვითმხილველების ცნობით, ავარიის გამო, გვირაბში მოძრაობა შეზღუდული იყო.