„დედპული და ვულვერინი“ R-რეიტინგის მქონე ფილმებს შორის ყველაზე შემოსავლიანი გახდა

ფილმი „დედპული და ვულვერინი“ ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი სურათი გახდა R-რეიტინგის მქონე ფილმებს შორის. ინფორმაცია Marvel-ის სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა. ფილმის შემოსავალმა მსოფლიოს მასშტაბით 1, 086 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აქამდე ეს რეკორდი „ჯოკერს“ ეკუთვნოდა, რომელმაც 2019 წელს 1, 078 მილიარდი დოლარი მოაგროვა. R რეიტინგი ენიჭება ფილმები, რომლებიც მხოლოდ ზრდასრული აუდიტორიისთვის განკუთვნილი მასალას შეიცავს. რეჟისორ შონ ლევის სურათის […]
„ჩვენი მიზანია, ყურძენი სრულად დაბინავდეს და მევენახეებმა გაზრდილი შემოსავალი მიიღონ“ – ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ეკატერინე მირინაშვილის ვენახი დაათვალიერა. ეკატერინე მირინაშვილმა საფერავის ჯიშის ყურძენი 1 ჰა-მდე ფართობზე ხუთი წლის წინ სახელმწიფოს მხარდაჭერით, საგრანტო დაფინანსებით გააშენა და უკვე მეორე მოსავალს მიიღებს. გასული წლის მსგავსად, მევენახე ყურძენს წელსაც ღვინის საწარმოში ჩააბარებს, თუმცა, სამომავლოდ გეგმავს ღვინო თავად აწარმოოს და ექსპორტიც განახორციელოს. […]
გარდაიცვალა მამა თეიმურაზ ქორიძე

გარდაიცვალა საგარეჯოსა და ნინოწმინდის ეპარქიის სოფ. დიდი ჩაილურის ყოვლაწმიდა ღმრთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მღვდელი თეიმურაზ ქორიძე. ინფორმაციას ფეისბუქ გვერდი “მრწამსი” ავრცელებს.
ლიეტუვა გერმანიის მუდმივი სამხედრო მისიისთვის ბაზას აშენებს

ლიეტუვამ ორშაბათს სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყო. მისი დასრულების შემდეგ, 2027 წელს იქ 4000-მდე გერმანელი, საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი ჯარისკაცი განთავსდება. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის პირველი მუდმივი საგარეო სამხედრო მისია იქნება. გერმანია ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, რუსეთის საზღვრებთან ძალების განთავსებას გასულ წელს დათანხმდა. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ეს გადაწყვეტილება ცივი ომის დროს დასავლეთ […]
,, ლიდერთა პარტიას ჰყავს არჩეული თავმჯდომარე, ლიდერი ლიდერთა შორის, თინა ბოკუჩავა” – სააკაშვილი

სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის მორიგი წერილი ვრცელდება: ,,მას შემდეგ რაც წლების მანძილზე უშედეგოდ გრძელდება “ქართული ოცნების” ბრძოლა “ნაციონალურ მოძრაობასთან” მის გასანადგურებლად, ივანიშვილმა გადაწყვიტა მისი აკრძალვა, არცერთი გამოწვევა არ უნდა დარჩეს უპასუხოდ. “ნაციონალური მოძრაობა” არ არის ცალკეული პიროვნებები, ეს არის თანამედროვე, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნის იდეა, რომელსაც უხდება დაპირისპირება შუა საუკუნეების ჭორვილურ დიქტატურასთან, ეს არ არის […]
ბულგარეთში პოლიტიკური კრიზისის ფონზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გადაიდო

ბულგარეთში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის ფონზე ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გადაიდო. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს. ბულგარეთის პრეზიდენტმა, რუმენ რადევმა უარი თქვა დროებითი მთავრობის დანიშვნაზე, რომელშიც შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე კალინ სტოიანოვის დატოვება იგეგმებოდა. პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 20 ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნები გაურკვეველი ვადით გადაიდო. როგორც მედია წერს, პრეზიდენტი და საპარლამენტო ოპოზიცია სტოიანოვს აშშ-ისა და გაერთიანებული […]
პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ზუგდიდის ოფისი გაიხსნა

პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროას“ ზუგდიდის ოფისი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ ავრცელებს. მათივე ცნობით, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ზუგდიდი და სამეგრელო მნიშვნელოვან როლს თამაშობდა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარებაში, ეს არის ადგილი, რომელსაც არა მხოლოდ სურდა არამედ განაპირობებდა […]
ვარკეთილში, გაზსადენზე, ავარია მოხდა – „თბილისი ენერჯი“

თბილისში, ვარკეთილის გაზსადენზე ავარია მოხდა, იუწყება კომპანია „თბილისი ენერჯი“. კომპანიის განცხადებით, ავარიის გამო გაზმომარაგება შეუწყდა 10 000 აბონენტს. „შემთხვევის ადგილზე თბილისი ენერჯის შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულია. გაზსადენის აღდგენის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. გაზმომარაგების აღდგენა ხვალ – 21 აგვისტოს 09:00 სთ-დან დაიწყება და დასრულდება 20:00 საათამდე. თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით აბონენტებს მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით შექმნილი დისკომფორტის გამო. […]
ჯანმო: “მაიმუნის ყვავილი“ ახალი კოვიდი არ არის

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით „მაიმუნის ყვავილის“ ახალი კოვიდი არ არის რადგან, მისი კონტროლისა და გავრცელების შეჩერების შესახებ ინფორმაცია ყველა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომია. „ჩვენ შეგვიძლია გავუმკლავდეთ „მაიმუნის ყვავილს“ ერთად“, – ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანდ კლუგე და განმარტავს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელება აირ-წვეთოვანი გზით ხდებოდეს, რაც მას „კოვიდისგან“ […]
აზერბაიჯანმა ოფიციალურად შეიტანა განაცხადი BRICS-ის წევრობაზე

აზერბაიჯანმა ოფიციალურად შეიტანა განაცხადი BRICS-ის წევრობაზე, იუწყება აზერბაიჯანული მედიასაშუალება news.az ქვეყნის საგარეო უწყების პრესსპიკერზე დაყრდნობით. News.az აღნიშნავს, რომ ოფიციალურ განაცხადს წინ უსწრებდა 3 ივლისს, ასტანაში მიღებულია დეკლარაცია აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებაზე. შეთანხმებაში ეწერა, რომ აზერბაიჯანს სურდა BRICS-ში გაწევრიანება, ჩინეთი კი ამას მხარს უჭერდა. ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც იმყოფებოდა […]